x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ცოლზე მზრუნველი ცბიერი ირლანდიელი – სახალისო ისტორია

image


ერთი ირლანდიელი სახელად მერფი, ხანგრძლივი ავადმყოფობის მერე ექიმთან წავიდა. ექიმმა, მას შემდეგ რაც ყურადღებით გამოიკვლია, ამოიოხრა და პაციენტს უთხრა: "ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს... თქვენ ავთვისებიანი სიმსივნე გაქვთ, რომელიც არ ინკურნება. დაახლოებით ორი კვირიდან ერთ თვემდე დაგრჩათ სიცოცხლე." ამ ამბით შოკირებული და დამწუხრებული მერფი შეეცადა თავი ხელში აეყვანა. ცოტა რომ დამშვიდდა, დატოვა ექიმის კაბინეტი და მისაღებ ოთახში გავიდა, სადაც მას მისი ვაჟი ელოდებოდა. მერფის უნდოდა ცუდი ამბავი შეეპარებინა მისთვის და ასე დაიწყო: "შვილო, ჩვენ ირლანდიელები ლხინსაც და ჭირსაც ერთნაირად ვზეიმობთ. კონკრეტულად ჩვენს შემთხვევას რაც შეეხება, საქმე ძალიან ცუდად არის - კიბო მაქვს და ცოტა ხნის სიცოცხლეღა დამრჩენია. მოდი ბარში წავიდეთ და ერთი-ორი ჭიქა დავლიოთ." შვილი საშინლად შეწუხდა, მაგრამ მამას უსიტყვოდ დაემორჩილა.

ბარში ყოფნისას მეოთხე ჭიქის მერე მამა–შვილი საკმაოდ კარგ განწყობაზე დადგა –იცინოდნენ და მხიარულობდნენ, თან ლუდს მიირთმევდნენ. ამ დროს მერფის ძველი მეგობრები გამოჩნდნენ, მიუახლოვდნენ და ჰკითხეს, თუ რას აღნიშნავდნენ ისინი. მერფიმ იგივე გაუმეორა, რომ ირლანდიელაბი კარგსაც და ცუდსაც ერთნაირად ზეიმობენ... და რომ ისინი მის გარდაუვალ სიკვდილს აღნიშნავდნენ: "მე რამდენიმე კვირის სიცოცხლეღა დამრჩენია, რადგან ექიმებმა შიდსის დიაგნოზი დამისვეს." მეგობრებმა ამ ფაქტის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვეს, თანაუგრძნეს მერფის და მათთან ერთად ერთი-ორი კათხა ლუდი დალიეს. მას შემდეგ რაც წავიდნენ, შვილი დაიხარა და მამას ყურში უჩურჩულა: "რამდენადაც მახსოვს ექიმებმა კიბოს დიაგნოზი დაგისვეს, მეგობრებს კი უთხარი შიდსისგან ვკვდებიო. ეს როგორ გავიგო?" მერფიმ უპასუხა: " ეჰ, შვილო, მთელი ცხოვრება გასწავლი, გასწავლი და მაინც ვერაფერი ისწავლე. მართალი ხარ, სიმსივნისგან ვკვდები, მაგრამ მას შემდეგ რაც იმ ქვეყნად წავალ, არ მინდა რომელიმე მათგანი დედაშენს ახლოს გაეკაროს."



-

1
843
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
843
  
2015, 29 აგვისტო, 23:52
:D :D :D
0 1 1