x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ჩიზქეიქი
image ჩიზქეიქი


საჭირო ინგრედიენტები: 750 გრამი რბილი ხაჭო,
70 გრამი ვანილიანი ხაჭო, 300 გრამი არაჟანი, 5 სადილის კოვზი შაქარი, 2 სადილის კოვზი კაკაოს ფხვნილი, 7 ცალი კვერცხი, 4 სადილის კოვზი მანანის ბურღული, 11 შეკვრა ცომის გამაფხვიერებელი, 2 შეკვრა ვანილის შაქარი, 1 ფორთოხლის ცედრა ან ფორთოხლის ესენცია, ცოტა კარაქი.


მომზადების წესი: ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. შეურიეთ ორივე ხაჭო და კარგად ათქვიფეთ. თქვეფისას ნელ-ნელა შეურიეთ მანანის ბურღული, გამაფხვიერებელი, ვანილის

შაქარი, არაჟანი და ფორთოხლის ცედრა. ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ ამ მასის 1/5 და შეურიეთ კაკაო. გამოსაცხობ ღრმა ფორმას წაუსვით კარაქი. თანაბარ ფენებად ჩაასხით ჯერ კაკაოიანი, შემდეგ თეთრი მასა და მოათავსეთ აირღუმელში დაბალ ცეცხლზე. 1 საათისა და ორმოცი წუთის შემდეგ მზად იქნება. ძალიან გემრიელია.





0
110
6-ს მოსწონს
ავტორი:ახალი გზა
ახალი გზა
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0