x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ყველაზე საშიში ადგილები ჩვენს პლანეტაზე (I ნაწილი)
ამ სტატიაში გაგაცნობთ მსოფლიოს იმ ადგილებს, სადაც სამოგზაუროდ

ძალიან ძლიერი გამბედაობაა საჭირო. ამ ფოტოების ნახვის შემდეგ აუცილებლად

ადრენალინის შეგრძნება დაგეუფლებათ!



image







1. ჩრდილოეთ კორეა


image


ეს არის ყველაზე სასტიკი და მკაცრი ქვეყანა მსოფლიოში.

ჩრდილოეთ კორეას ჰყავს ისეთი მმართველი, რომელიც დაუნდობლად იღებს

სიკვდილის განაჩენის გადაწყვეტილებას სხვადასხვა მსჯავდებულებისთვის და

ბრალდებულებისთვის. ამ ქვეყანას წელიწადში მხოლოდ 2000-მდე ტურისტი

სტუმრობს, დღის განმავლობაში ტურისტებს აკრძალული აქვთ ქუჩაში სიარული,

ნებისმიერ მომენტში, ყველგან და ყოველთვის დაცვის პოლიციის კონტროლში არიან.

ამ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი გიდი ან ტურისტული კომპანია, თუ სადმე

გასეირნება მოგინდებათ, ეს აუცილებლად დაცვის პოლიციის თანხლებით მოგიწევთ!




2. სიკვდილის გზა ბოლივიაში


image


სიკვდილის გზა მდებარეობს ბოლივიის დედაქალაქ ლა პაზში.

ეს გზა მიდის ქალაქ კარიოკამდე, რომელიც ლა პაზიდან 56 კილომეტრით არის

დაშორებული. ეს ის გზაა სადაც ყველაზე ხშირად ხდება უბედური შემთხევევები.

საშინელი ავარიების და სიკვდილიანობის შედეგად, ამ გზას death road ანუ

სიკვდილის გზა შეარქვეს. გზის კიდევ ერთ საშინელებას წარმოადგენს

ის ფაქტი, რომ გზა არის ორმხრივი.




3. პალპიტის კლდეები ნორვეგიაში


image


ეს უდიდესი კლდეები მდებარეობს ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქვეყანაში, ნორვეგიაში.

კლდეები დაახლოებით 100 წლის არის. ამ ადგილს ყოველწლიურად ათასობით

ტურისტი სტუმრობს, ყოველ წელს აქ ტურისტებს სხვადასხვა ადრენალინის

გადატანა უწევთ.




4. ნახევარი გუმბათის მთა აშშ-ში


image


ეს მთა მდებარეობს კალიფორნიის შტატში, სიერა ნევადას ოლქში.

ეს მთა 1983 წლიდან შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული

მემკვიდრეობებს შორის. მთას ყოველწლიურად 3, 5 მილიონი ტურისტი სტუმრობს.

ადრენალინის მოყვარულთათვის მშვენიერი ადგილია, მაგრამ თუ სიცოცხლე

მაინც და მიანც ძალიან არ მოგბეზრდათ მაშინ არ გირჩევთ!




5. ტაიჰანის მთა, დაუსრულებელი სპირალური კიბეები, ჩინეთი


image


სპირალური კიბეები სპეციალურად არის გაკეთებული, რათა მთის სტუმრებს

არ გაუძნელდეთ მთის მწვერვალზე ასვლა. ერთი შეხედვით, არც ისე საშიში

ადგილია, მაგრამ ვინც ამ სპირალური კიბეებით ადის მთის მწვერვალზე, ყველას

ძალიან ძლიერი შიში ეუფლება.




6. აოგაშივას კუნძული იაპონიაში


image


კუნძული მდებარეობს დედაქალაქ ტოკიოსთან ახლოს, ერთი შეხედვით,

ძალიან ლამაზი ადგილია, მაგრამ კუნძულზე მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი

ყველაზე საშიში ვულკანი. ვუკლანი დიდი ხანია არ გააქტიურებულა, მაგრამ

მაინც დიდ საშიშროებას წარმოადგენს ქვეყნისთვის!



7. აი-პეტრის მთა უკრაინაში


image


ყირიმში მდებარე მთა მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილად არის აღიარებული.

აქედან ჩანს მთელი ყირიმი, მთაზე გადაბმულია საშიში ხიდი, რომელზე ასვლასაც

ძალიან დიდი გამბედაობა სჭირდება.




8. Quinta da Regaleira პორტუგალიაში


image


ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ჭა, რომელი მდებარეობს პორტუგალიაში.

27 მეტრიან ჭის ფსკერზე ჩასვლა ნამდვილად საშიშია, მაგრამ ადრენალინის

მოყვარულთათვის შესანიშნავი ადგილია.




9. სან ფრანცისკოს ეკლესია პერუში


image


ეკლესია მდებარეობს პერუს დედაქალაქ ლიმაში.

ეკლესიის სარდაფში ბარძაყის ძვლებისა და თავის ქალებისგან აგებული

მრგვალი სტრუქტურა, მნახველს შიშის ზარს სცემს!



10. ამბატოს საქანელა ეკვადორში


image


ეკვადორის ქალაქ ამბატოში მდებარე ხის სახლთან არის გაკეთებული საქანელა,

რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2600 მეტრის სიმაღლეზე. ამ საქანელაზე

დაჯდომას ძალიან დიდი გამბედაობა სჭირდება.



11. სასტუმრო დელ სალტო კოლუმბიაში


image


სასტუმრო გაიხსნა 1928 წელს. ამ სასტუმროს ხშირად სტუმრობდა

მდიდარი საზოგადოება. სასტუმრო მდებარეობს ტეკენდამას ჩანჩქერთან,

ჩანჩქერის დაბინძურებასთან ერთად, სასტუმრო დაიხურა, მაგრამ მისი

სილამაზე დღემდე თვალისმომჭრელია.



12. მირნის ხვრელი რუსეთში


image


ეს ხვრელი არის ხელოვნურად შექმნილ ხვრელებს შორის, სიდიდით მეორე

ადგილზე. ხვრელი საბჭოთა კავშირის დროს არის აშენებული სპეციალურად სტალინის

ბრძანებით, რათა დაეკმაყოფილებინა ბრილიანტების მოთხოვნილება.

ხვრელის დიამეტრი არის 525მ, ხოლო სიგრძე 1250 მეტრამდე. ამ ხვრელის

ზემოთ აკრძალულია ფრენა, რადგან მიზიდულობის ძალის გამო რამოდენიმე

ვერთმფრენი ჩამოვარდა.




13. ქალაქი პრიპიატი უკრაინაში


image


უკრაინის ერთ-ერთი უმშვენიერი ქალაქი, სადაც მოსახლეობა 50 000-ს უდრიდა,

მაგრამ 1986 წელს ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის შედეგად, ქალაქი

მიტოვებულ იქნა.




14. ტიანმენის მთის ეროვნული პარკი ჩინეთში


image


ჩინეთში მდებარე ტიანმენის მთა მდებარეობს ეროვნულ პარკში.

ამ მთაზე მდებარე 131 მეტრიანი სამოთხის კარის ხვრელი ტურისტების

ყურადღებას ძალიან იპყრობს. მთაზე ასასვლელად თქვენ უნდა იმოგზაუროთ

მსოფლიოს ყველაზე დიდ ელექტრო-მატარებლით, რომლის სიგრძე 7455 მეტრია.




15. ყინულის კანიონი გრენლანდიაში


image



გრენლანდიაში მდებარე ყინულის კანიონი არის 80 კილომეტრზე გადაჭიმული.

800 მეტრის სიღრმის კანიონი, მეცნიერების ვარაუდით 4 მილიონი წლის წინ

მდინარისგან არის წარმოქმნილი.






იმედია მოგეწონებათ!









სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი





5
1861
18-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1861
  
2015, 17 აგვისტო, 1:05
ამბატოს საქანელაზე რატომ უნდა დავჯდე? :/
2015, 15 აგვისტო, 1:18
შენც მადლობა თანადგომისთვის
2015, 15 აგვისტო, 0:59
მადლობა იზა ასეთი შეფასებისთვის გაიხარე
2015, 15 აგვისტო, 0:52
გავაზიარე, კარგი და საინტერესო სტატიაა
0 1 5