x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134026
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"საწყალი გიგი ციხეშია, ეს კიდევ მაინც არაფერს იკლებს"-გიგი უგულავა ცოლმა მიატოვა?

image
ყოფილი ქალაქის მერისა და მისი მეუღლის, ლელა კილაძის ოჯახური ცხოვრება მუდამ საზოგადოების განხილვის საგანია. არაერთი ჭორი გავრცელადა მათი დაშორების შესახებ. გაზეთმა "ალიამ" სულ ცოტა ხნს წინ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა: "ეტყობა უგულავას ცოლს მატროსოვზე სიარული მობეზრდა, რადგან ცოტა ხნის წინ ის კაჭრეთის ძვირადღირებულ სასტუმროში ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად ნახეს და სულაც არ ეტყობოდა, რომ პატიმარ უგულავას ცოლია. ამ ქალს ნანუკა ყველგან დაატარებს, შარშან ვენაში ერეკლე კოდუას დაბადების დღეზეც ჰყავდა ჩაყვანილი და იქაც მაგარი დრო გაატარა. მოკლედ საწყალი გიგი ციხეშია, ეს კიდევ მაინც არაფერს იკლებს. ამჯერად ლელა კილაძე და ვანო მერაბიშვილის ცოლი დასასვენებლად იტალიაში მიბრძანდებიან".image

შეგახსენებთ რომ, გიგი უგულავას პირველი ქორწინებიდან 2 ქალიშვილი, ლელა კილაძესთან კი ერთი ვაჟი ჰყავს. ლელას მზითევში ორი ვაჟი მოჰყვა და ასე იქცა გიგი უგულავა მრავალშვილიან მამად. წყვილი საკუთარი სიყვარულის ისტორიაზე არ საუბრობს. იმასაც ამბობენ, რომ გიგი ბიუჯეტის ხარჯებით უკეთებდა პლასტიკურ ოპერაციებს მეუღლეს. უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ის საზღვარგარეთ მიდიოდა ლელა მისი თანამგზავრი გახლდათ, ცხადია ეს ყველაფერიც საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა...

წყვილის დაშორების შესახებ ინფორმაცია შარშანაც გავრცელდა. ინფორმაციის მიხედვით გიგი უგულავას ცოლი ლელა კილაძე ქმარს გაშორდა და გუკა რჩეულიშვილზე იქორწინა. ეს ყველაფერი სიცრუე გამოდგა. "მესმის, რომ გიგი უგულავას სტატუსიდან გამომდინარე, ჩვენი ოჯახი საჯარო ყურადღების ცენტრშია და მსგავსი ჭორების მიმართ თმენის ვალდებულება გვაკისრია. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მე და გიგი უგულავას გვყავს 5 მცირეწლოვანი შვილი და ამ ტიპის კამპანია, პირველ რიგში მათ აყენებს ტრავმას"-ასე გამოეხმაურა რამდენიმე თვის წინ ლელა კილაძე მეუღლესთან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს.image

1
2226
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2226
  
2015, 14 აგვისტო, 21:11
"ალია" ორღობის დედაკაცების ჭორიკანა ჯგუფს მაგონებს...
0 1 1