x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ზედმეტი წონა და მისი თანმხლები დისკოფორტები
ყველამ ვიცით, რომ ასაკს თავისი მიაქვს და რაც უნდა ვეცადოთ ამას წინ ვერ აღვუდგებით, მაგრამ ცხადია გულხელდაკრეფილი ჯდომაც არაა გამოსავალი.

გარკვეული ასაკის შემდეგ ქალისთვის დგება პერიოდი, როცა მხოლოდ გარდერობის

შევსებაზე არ უწევს ფიქრი, ერთ-ერთი პრობლემა კი რაც ქალებს ასაკის მატებასთან ერთად

აწუხებთ, სიმსუქნეა.


დღევანდელ სტატიაში შევეცდები ამ პრობლემაზე ვრცლად გესაუბროთ.

ჩვენი სურვილისდა მიუხედავად, ყველა ქალი, როცა ასაკში შედის, ორგანიზმში

ცვლილებების გამო წონაში იმატებს. ეს პროცესი აბსოლიტურად ბუნებრივია და როგორც

მედიკოსები გვირჩევენ, თუ თქვენი სიმსუქნე მეტისმეტი არაა და ნორმალურად ცხოვრებაში ხელს არ გიშლით, მაშინ დიატაზე ფიქრით თავს ნუ დაიღლით და შეეცადეთ თქვენი

ფიგურის შესაბამისი ტანსაცმლით გახვიდეთ ფონს. ექიმები იმაშიც გვარწმუნებენ, რომ

პუტკუნა ქალბატონებს ასაკის მატებასთან ერთად, ნაოჭები ნაკლებად ეყობა, ვიდრე

გამხდრებს.

image

ბევრი მოსაზრება არსებობს, რომ მსუქანმა ქალებმა მუქი ფერის სამოსი უნდა ჩაიცვან,

თუმცა ამგვარი ერთფეროვნება არა გამოსავალი, რადგან მუქი ფერები ქალის ხასიათზე ხშირად

დამთრგუნველ გავლენას ახდენს.

კარგი იქნება თუ თბილ და ნაკლებად მუქ ფერებს შეუხამებთ ერთმანეთს, სწორად შერჩეული სამოსი თქვენს სილუეტს დახვეწილსა და მოხდენილს გამოაჩენს, ასევე უნდა მოერიდოთ ზედმეტად მოტკეცილ და ვიწრო სამოსს, ცხადია მსგავსი

სტილი თქვენს სიმსუქნენს უფრო გამოკვეთს. სასურველია სადა ან ნახატიანი ტანსაცმელი

ატაროთ.

ყურადღება უნდა მიექცეს ასევე ქვედა კაბის ჭრილს, იმისდა მიხედვით როგორი ფორმის ფეხები გაქვთ, ცხადია მსხილ ფეხებზე შეუხამებელია მუხლს ზემოთ სიგრძის კაბა და განიერი ჭრილი, ამ შემტხვევაში საუსრველია ქვედაბოლო იყოს ფართო ან სწორი.


არსებობს სამი ტიპის მსუქანი ქალი, პირველ ტიპს განეკუთვნებიან, ვიწრო მხრებიანი და

გულმკერდიანი ქალები, შეიძლება ეს ტიპი ავღნიშნოთ, როგორც სწორი სამკუთხედი.

ამ ტიპის ქალებს ურჩევენ ატარონ ქვემოთ ფართო ტანსაცმელი, ფართო ქამარი, თუკი

წელი ამის საშუალებას იძლევა, თავისუფალი სვიტერები და ბლუზები.


image

მეორე ტიპის მსუქანი ქალი გამოირჩევა განიერი მხრებით, მსუქანი მკერდითა და ვიწრო თეძოებით, რომელიც შეგვიძლია ავღნიშნოთ, როგორც გადმოტრიალებული სამკუთხედი.

ძირითადა ასეთ ფორმის ტანი აქვთ ქალებს, რომლებიც ადრე სპორტს მისდევდნენ.

ასეთი ტიპის ქალებს მოიხებათ სწორი ქვედა კაბა, ასევე კარგად გამოიყურებიან

შარვალშიც.

image


მესამე ტიპის მსუქანი ქალები შეიძლება ავღნიშნოთ, როგორც ორი სამკუთხედი,

წვეროებით ერთმანეთთან დაკავშირებული. ამ ტიპის ქალებისთვის დამახასიათებელია

განვითარებული მხრები, გულმკერდი და თეძოები. როგორც წესი მათ აქვთ ვიწრო წელი.

სწორედ ვიწრო წელი აიძულებთ მათ, განსაკუთრებით გამოყონ იგი ან გამრით ან

ტანსაცმლის ფორმით, სინამდვილეში კი უკუეფექტს ღებულობენ, თვალში საცემი ხდება

წელი კი არა საერთო სიმსუქნე. ამგვარ ქალებს უფრო მოუხდებათ ნახევრად მომდგარი

კაბები ან კოსტუმები, სადაც წელი ზომიერადაა გამოკვეთილი.

image

საერთო ჯამში ყველა ტიპის მსუქანი ქალი უნდა ერიდებოდეს მკვეთრ მორთულობებს,

მცირე ზომის დეტალებს, როგორიცაა პატარა ხელჩანთა.

სამაგიეროდ ყველა მათგანს უხდება მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და გემოვნებით

შერჩეული ბიჟუტერია.


2
198
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
198
  
2015, 15 აგვისტო, 15:12
მადლობ :)
2015, 15 აგვისტო, 14:54
ყოჩაღ მგარია
0 1 2