x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
საიდუმლო რომელიც ადამიანს სახეზე აწერია. თქვენ შეძლებთ ამის წაკითხვას

ადამიანზე გარეგნობის მიხედვით მსჯელობა, ისევე როგორც წიგნზე ყდის მიხედვით მიუღებელი და არასასიამოვნოა. თუმცა, ბოლო რამდენიმე წელი მეცნიერები ამის საწინააღმდეგოს ამტკიცებენ – თურმე გარეგნობა მეტყველებს არა მხოლოდ ჩვენს ხასიათზე, არამედ მას შეუძლია გაამჟღავნოს ის საიდუმლოებები, რომელზედაც შესაძლოა თავად ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვქონდეს. მთავარია – ყურადღებით დავაკვირდეთ.


წარბები, პირი და ინტელექტის დონე


ჩეხელმა მეცნიერებმა გამოყვეს სახის რამდენიმე ნაკვთი, რომლის მიხედვითაც შეიძლება მამაკაცის ინტელექტუალური დონის დადგენა. ჭკვიანებისთვის, მკვლევართა აზრით, დამახასიათებელია ერთმანეთისაგან დაშორებული თვალები, დიდი ცხვირი, პირის ოდნავ აწეული კუთხეები და წაწვეტებული ნიკაპი. ამასთან, მამაკაცებს რომლებიც დაბალი ინტელექტით გამოირჩევიან აქვთ დიდი მასიური ნიკაპი, მინიატურული ცხვირი და ახლოს ჩასმული თვალები.

image


მეცნიერებმა 40 მოხალისეზე ჩაატარეს ტესტი, იმ მიზნით რომ დაედგინათ მათი იტელექტუალური დონის შეფასების უნარი. ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანებს აჩვენეს უცნობი მამაკაცების სურათები სხვადასხვა ტიპის სახით და სთხოვეს ეპასუხათ პიროვნება ფოტოზე ჭკვიანი იყო თუ არა. ის მამაკაცები, რომლებსაც ჰქონდათ მომრგვალებული სახე, მასიური ნიკაპი და ახლოს ჩასმული თვალები, ექსპერიმენტის მონაწილეებმა არ მიაკუთვნეს მაღალინტელექტუალებს.


საინტერესოა ის ფაქტი, რომ როდესაც იგივე ტესტი ჩაატარეს ქალბატონების ფოტოსურათების გამოყენებით, ამან არ გაამართლა. თუმცა, სქემა იგივე იყო.

image


ქალების სურათების თვალიერებისას მოხალისეებმა ვერანაირი დასკვნა ვერ გააკეთეს. მეცნიერებმა კი აღნიშნეს, რომ ქალბატონებთან დაკავშირებით ეს წესი უბრალოდ არ მოქმედებს.


სიმეტრია და ბედნიერი ბავშვობა


ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარები უფრო შორს წავიდნენ და აღმოაჩინეს, რომ ადამიანის სახის ზოგიერთ ნაკვთს შეუძლია ინფორმაციის მიწოდება მის წარსულზე. კონკრეტულად კი იმის შესახებ, ამ პიროვნებას ჰქონდა თუ არა ბედნიერი ბავშვობა.


image


პროფესორ იან დიარის აზრით, სახის სიმეტრიულობაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს სტრესმა, ცუდმა ეკოლოგიამ და არაჯანსაღმა საკვებმაც კი. კვლევაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 80 წლის 292 ადამიანმა. პირველ ეტაპზე მეცნიერებმა ტესტირება ჩაატარეს, რომლის მსვლელობისას გაარკვიეს, თუ რა პირობებში მიმდინარეობდა მოხალისეების ბავშვობა, სად ცხოვრობდნენ, ჰქონდათ თუ არა საკუთარი ოთახი და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ მიმართ მშობლებს. მეორე ეტაპზე ჩაატარეს სახის ნაკვთების ანალიზი (ცხვირის, თვალებისა და ყურების მდებარეობა). როგორც აღმოჩნდა, ექსპერიმენტში მონაწილე სიმეტრიული სახის მქონე ადამიანებს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდათ, ხოლო მოხალისეები ასიმეტრიული ნაკვთებით ადრეულ ასაკში ყოფითი სირთულეების წინაშე იდგნენ.

0
919
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
919
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0