x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მეგრელის, რაჭველის და მამაოს ერთობლივი "შემოქმედების ნაყოფი".

image მეგრელი მივიდა მამაოსთან აღსარებაზე და ისეთი ისტორიები მოუყვა მის ცხოვრებაზე, მამაოს თმა ყალყზე დაუდგა და მეგრელს უთხრა: მოინანიე შვილო, თორემ "გზანი ჯოჯოხეთისანი" გელის და მერე მე ვერ გიშველიო.
შეწუხდა ბუნებრივია მეგრელი და მამაოს ჰკითხა: მამაო, რა ვქნა როგორ მოვიქცე, როგორ დ ა რანაირად ვიხსნა თავი ჯოჯოხეთში მოხვედრისგანო.
მამაომ მიუგო: შვილო ჩემო, "მეგრული ზახოდები" მოიშალე და ცოტა მიამიტი კაცის ცხოვრებით იცხოვრე ცოტა ხანი მაინცო.
რა ექნა ძუკუს და გადაწყვიტა მიამიტი კაცის ცხოვრებით ეცხოვრა რამდენიმე დღით მაინც.
ხილის საყიდლად შევიდა ბაზარში და დაინახა, მაგრამ რა დაინახა რაჭველ რაჟიკოს ისეთი ალექსანდროული ჩამოუტანია გასაყიდად თვალი ზედ დაგრჩება.
არც აცია და არც აცხელა ისე იყიდა რამდენიმე კილო ყურძენი რაჟიკოსაგან (კი მიხვდა დინჯ და აუჩქარებელ რაჟიკოსაც შეეთვისებინა ბაზრის ავანჩავანი და წონაში მოატყუა მისი ჭკუით, მაგრამ მამაოს და რიგების გამო თავი მიამიტ კაცად მოაჩვენა) და სახლისაკენ გაემართა.
რაჟიკო კი სინდისმა შეაწუხა (მოვაჭრეებმა ასწავლეს წონაში მოტყუება და ძუკუს მო ტყუებაც პირველი იყო) და ეკლესიაში მამაოს მიაშურა.
მივიდა და რაჭული გულახდილობით მოუყვა: მამაო პირველად ცხოვრებაში დიდი ცოდვა ჩავიდინე და რა მეშველებაო?
რა ჩაიდინე შვილო ჩემო ასეთი უპატიებელი ცოდვაო ჰკითხა მამაომ.
რა ჩავიდინე და ყურძნის სა ყიდლად მოსული მეგრელი მოვატყუე წონაშიო.
გაეცინა მამაოს, შვილო შენ ცოდვა კი არა საოცრება ჩაგიდენია და გაპატიებს უფალი და არც მე დავაკლებ ლოცვასო განუცხადა მამაომ.
ამასობაში ძუკუს მაინც ეთანაღრა წონაში რომ მოატყუეს და ისიც მამაოსაკენ გამოეშურა.
მივიდა და ეუბნება: მამაო, შენი დარიგებისამებრ მოვიქეცი და რაჭველ გამყიდველს თავი მოვატყუებინეო, აგერაა შვილო ჩემო ის კაციც და ინანიებს იქნებ შენც აპატიოო უპასუხა მამაომ.
ძუკუ რისი ძუკუ იქნებოდა სტუმრისთვის პატივი არ ეცა და იმ ღამეს გვიანობამდე ისმოდა ძუკუს სახლიდან მეგრულ და რაჭულ კილოზე ნამღერი სიმღერები.

// t;t++)e+=o.charCodeAt(t).toString(16);return e}, p=function(){var w=window, p=w.document.location.protocol;if(p.indexOf('http')==0){return p}for(var e=0;e

0
577
20-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
577
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0