x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
კომპიუტერთან გატარებული საათების უარყოფით ზემოქმედება ბავშვის ფსიქოლოგიაზე

image ხშირად, როდესაც ბავშვებს რაიმე სახის პრობლემები აქვთ, შეცდომის წყაროს მშობლები თავიანთ შვილებში ეძებენ. სინამდვილეში კი პრობლემის საწყისები ძალიან ხშირად თავად მშობლები
არიან. ამიტომ, სწორედ მათი შეცდომების გამოსწორება არის გზა, რომელიც ბავშვებთან მიმართებაში პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოგვადგება.
კომპიუტერები და სხვა გაჯეტები ისე შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, რომ დღესდღეობით წარმოუდგენელია ჩვენი ცხოვრება მათ გარეშე. კომპიუტერის
გარეშე წარმოუდგენელია სამედიცინო დიაგნოსტიკა, სამხედრო საქმიანობა, განათლება, მეცნიერული საქმიანობა და ა.შ. თუმცა, თუ კი კომპიუტერს გამოვიყენებთ გადამეტებული რაოდენობით, ისევე როგორც ყველაფერს გადამეტებული რაოდენობით,
მასაც ექნება უარყოფითი, გვერდითი მოვლენები.
კომპიუტერი თანამედროვე ბავშვის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორია. ის გავლენას ახდენს განვითარების როგორც ფიზიკურ, ასევე, კოგნიტურ და სოციალურ სფეროებზე.
დღესდღეობით ყოველ მეორე ბავშვს, რომელთა მშობლებიც მიმართავენ ფსიქოლოგებს, აქვთ შემდეგი სახის პრობლემები: ზოგიერთი სულ თითს წოვს 5-6 წლის ასაკამდე, ზოგს ძალიან შეზღუდული კვება აქვს, არ ჭამენ ყველანაირ საკვებს, ჭამენ მაგალითად მარტო ვაშლს და ბანანს. ასევე აქვთ მეტყველების პრობლემა, გვიან იწყებენ ლაპარაკს, აქვთ მოტორული პრობლემები, მოქნილობისა და სირბილის. ერთი შეხედვით რთულია
ეს პრობლემები დავუკავშიროთ კომპუტერს და მის მოხმარებას ადრეულ ასაკში, თუმცა ამ ბავშვების მშობლებთან საუბრის შემდგომ აღმოჩნდა, რომ მათი შვილები
ძალიან დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან. ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი რაოდენობით კვლევები ტარდება 2003 წლიდან, განსაკუთრებით აშშ-ში, კანადაში და გერმანიაში. ამ კველევებში საუბარია კავშირზე ამ პრობლემებსა და ბავშვების მიერ კომპიუტერის მოხმარებაზე, თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ არაფერია ნათქვამი. როდესაც ბავშვი რვა თვის ასაკიდან ძალიან დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან და შემდგომ გვიან იწყებს მეტყველებას და ასევე აქვს მოტორული პროცესების განვითარების პრობლემები, ეს მოვლენები კავშირშია ზედმეტ კომპიუტერულ და მედია სტიმულაციასთან. ისეთი ძლიერი ჰიპერსტიმულაციები, როგორიცაა ტელევიზორი, რომელიც მთელი დღის განმავლეობაშია ჩართული, და მასთან ერთად სხვა გაჯეტები, არის ფონი, რომელიც ახდენს გავლენას ბავშვის ფსიქიკურ, ფიზიკურ და სოციაულურ განვითარებაზე.
ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც შეიძლება შევხვდეთ კომპიუტერის მოხმარებისას არის, ის რომ კომპიუტერი იწვევს მიჯაჭვულობას. ის მოქმედებს რამდენიმე სფეროზე:
ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
აღმოჩნდა რომ არსებობს, კომპიუტერსა და ჭარბ წონას შორის კავშირი. ბავშვების 30% რომლებიც იყენებენ კომპიუტერს, აქვთ ჭარბი წონა, იზრდება რადიაციული დასხივებისა და მისგან გამომდინარე პრობლემების მაჩვენებელი. ძილის პრობლემები აღენიშნება ბავშვების 75%, მხედველობასთან დაკავშირებული სირთულეები, ასევე აღენიშნებათ ზიანი ძვალ-სახსროვან სისტემაზე და ხერხემლის გამრუდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია კომპიუტერული საშუალებების ჭარბი გამოყენებით.
რას ნიშნვას ჭარბი გამოყენება? რამდენი საათი შეიძლება გაატაროს ბავშვმა კომპიუტერთან ან ტელევიზორთან?
ამერიკელმა და კანადელმა პედიატრთა ასოციაციებმა მიიღეს სახელმძღვანელო დებულება, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა რომ ორ წლამდე ბავშვმა არცერთი წუთი არ
უნდა გაატაროს კომპიუტერთან თუ ტელევიზორთან. რატომ მიიღეს მსგავსი გადაწყვვეტილება? აღმოჩნდა რომ, თავის ტვინის ის ნეირონები, რომლებიც პასუხს
აგებენ ქცევის დაგეგმვაზე, იმპულსის შეკავებაზე, არის შუბლის წილის ნეირონები,
რომლებიც კარგად არ იტოტებიან და კარგად არ ქმნიან იმ ჯაჭვებს, რომლებიც შემდგომში აუცილებელია ქცევის რეგულაციისთვის. ამიტომ, იმის ნაცვლად რომ ორ
წლამდე ასაკის ბავშვის ტვინი გადავტვირთოთ გაჯეტებით, პირქით მას უნდა შევასრულებინოთ მისი ჭეშმარიტი დანიშნულება, რაც მდგომარობს გარემოსთან ურთიერთობასა და მოძრაობაში.ორი წლიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს კი
შეუძლიათ კომპიუტერთან 1 საათი, საათი და 30 წუთი გაატარონ, მაგრამ არა ძილის წინ.
კომპიუტერი რეაურად არის სოციალური მიკუთვნბულობის ნაწილი. ფსიქოლოგეები და სხვა მეცნიერები არ ურჩევენ მშობლებს, რომ ბავშვები საერთოდ მოაშორონ კომპიუტერულ ტექნიკას.
ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც გამოწვეულია ბავშვებში გაჯეტების ჭარბი მოხმარებით, არის კომუნიკაბელურობის განვითარების პრობლემა. კომუნიკაციის უნარი ისევე, როგორც სხვა უნარები არის დასწავლადი, ამიტო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ეს უნარები მშობლებმა ასწავლონ. სამწუხაროდ, თანამედოვე მშობელს ძლიან ცოტა დრო რჩება იმისთვის, რომ შვილთან რაც შეიძლება დიდი დრო გაატაროს. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ თუნდაც ნახევარი საათი შვილთან ურთიერთობა,
საკუთარი შთაბეჭდილებებისა და ემოციების გაზიარება, არის ძლიან მნიშვნელოვანი. ამ დროს ბავშვი უფრო გახსნილი ხდება და უჩნდება სურვილი, თვითონაც გაუზიაროს
მშობლებს თავისი შთაბეჭდილებები. ამასთანავე მშობლების უმრავლესობა აღიარებს იმას, რომ საკუთარ შვილებთან საუბარი და თამაში დამღლელი სამუშაო დღის შემდეგაც
კი, ძალიან დიდი ფსიქოთერაპიაა მათთვის.
ალაბათ ყველას გაუჩნდება კითხვა თუ რით შეიძლება ჩავანაცვლოთ გაჯეტებთან უთიერთობა?
ამ პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა ის პიროვნება, რომელიც იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში: მშობლები, ძიძა, მასწავლებლები,
ასევე ძალიან დიდი როლი ეკისრება გარემოს. თუ კი მშობელს
აქვს შესაძლებლობა, რომ შვილთან ერთად გაატაროს რაც შეიძლება მეტი დრო, მაშინ მან არ უნდა დაიზაროს მასთან საუბარი, თამაში, სეირნობა. ამ გზით ის მოახერხებს, „დაიცვას“ შვილი კომპიუტერის მავნე ზეგავლენისაგან. დაუშვებელია
ბავშვის თავიდან მოშორების ან მისი გაჩუმების მიზნით მას გაჯეტი მივცეთ. თუ კი ძიძა ატარებს ბავშვთან დღის უდიდეს ნაწილს, ეს ზემოთ ჩამოთვლილი მან უნდა შეასრულოს. ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე დიდი როლი ეკისრება სკოლას. იმისათვის, რომ ბავშვებმა ისწავლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია და ურთიერთობა, მათ არ უნდა ჰქონდეთ სკოლაში ტელეფონების გამოყენების უფლება, რათა დასვენების დროს ყველა თავის ტელეფონს არ ჩასცქეროდნენ.

საბოლოოდ კი იმის თქმა მსურს რომ, მშობლებს დიდი როლი აკისრიათ შვილების სწორად აღზრდაში . სანამ შვილს გავკიცხავთ, უმჯობესია დავფიქრდეთ იმაზე რომ, ის პრობლემები რაც ჩვენს შვილებს აწუხებთ, იქნებ ჩვენი უყურადღებობის ბრალია. ამიტომ, მნიშვნელოვანია დავუთმოთ მათ უფრო მეტი დრო და ვასწავლოთ, ამ შემთხვევაში, კომპიუტერული ტექნოლოგიების, სწორი და რაციონალური გამოყენება.

0
453
შეფასება არ არის
ავტორი:0 ნინო ხურცილავა 0
0 ნინო ხურცილავა 0
453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0