x
image
ინ-იანი
რა არის ამ კოლოფში,რომელსაც ფინეთში ყველა მშობიარე ქალს ჩუქნიან?

image
აი ასეთ კოლოფებს ყველა ფინელ მშობიარეებს სოციალური სტატუსის მიუხედავად სახელმწიფო ჩუქნის. მასშია ტანსაცმლის, საფენების და სათამაშოების ნაკრები, თვით კოლოფის გამოყენება კი საწოლადაც შეიძლება.image


დედას შეუძლია აირჩიოს: მიიღოს ნაღდი ფული (ამჟამად 140 ევროა) თუ აიღოს კოლოფი. 95% კოლოფს ამჯობინებს, რადგან მისი შიგთავსი გაცილებით ძვირი ღირს. image

თავდაპირველად ამგვარი ყუთები დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის შექმნეს, 1949 წელს კი უკვე ყველა მშობლისთვის გამოყვეს.
მას მერე ეს საჩუქარი სახელმწიფოსგან აღნიშნავს იმას, რომ ფინელი ახალშობილები თანასწორები არიან თავიანთი ცხოვრების დასაწყისშივე, მიუხედავად იმისა, საზოგადოების რომელ ფენაში დაიბადნენ.image
imageimage


პ.ს.ჩვენთან მხოლოდ სამახსოვრო წიგნებს არიგებენ, სადაც შეგიძლიათ ჩაინიშნეთ თქვენი შვილის განვითარების საფეხურები ასაკთან ერთად და მისი ექიმტან ვიზიტის შედეგები.

სულ არაობას სჯობს მგონი :) :)

5
140
12-ს მოსწონს
ავტორი:ინ-იანი
ინ-იანი
140
  
2015, 13 აგვისტო, 21:09
მადლობა
2015, 13 აგვისტო, 20:45
კარგი და სასარგებლო სტატიაა. გავაზიარე. იქნებ ვინც საჭიროა იმათ ყურამდეც მივიდეს.... იმედი ბოლოს კვდება :)
2015, 13 აგვისტო, 18:49
ეგ თქვი შენ ინ :(( მეგობარმა ეხლახანს იმშობიარა და ვითომ უფასო გახდა მშობიარობა, 160 ლარი მშობიარობის გადაახდევინეს, 150 ლარი ტკივილგამაყუჩებლის და 400 ლარი ექიმმა აიღო რახან ამშობიარა. წიხლს გაჭერენ ყველანაირად, სხვა გზა არ გაქვს...
2015, 13 აგვისტო, 18:45
მეც მერგო ეგ წიგნი ,მეც ეგრე თავიდან ვწერდი მერე კი ჩემმა ბიჭმა ეს ჩემი წიგნიაო და გაავსო მისი ნახატებით,ყველას თუ არა სოციალურად დაუცველებს რომ ასეტები დაურიგონ მართლა არ იქნება ურიგო
2015, 13 აგვისტო, 18:43
მერგო მეც წილად ეგ წიგნი, წლამდე ხალისით ვავსებდი, მას მერე უკვე მეზარება, მაგრამ განვითარების ეტაპები როგორც ეწერა, ქეთო 2 თვით ყოველთვის ასწრებდა, ერტადერთი კბილებმა დაგვიგვიანა, სიარულმა და კიბეზე ასვლამ სხვა ეტაპებთან ერთად, დააჩქარა ჩვენს შემთხვევაში :)) ეს კოლოფიც არ იქნებოდა ურიგო, თუმცა ეს ხომ საქართველოა :))
0 1 5