x
image
ვიზა კოხაძე
"ჩემი ერთადერთი გარდაცვლილი ბავშვის სულს ვფიცავარ, რომელსაც ზურა ერქვა, რომ ეს გავაკეთე ყველაფერი მაგის გულისთვის“ - მიხეილ ძაძამია
imageქართული საზოგადოება სიმართლეს ითხოვს იმ მოწმეებისა და თვითმხილველებისაგან, რომლებმაც პირველებმა ნახეს განსვენებული ზურაბ ჟვანია.გუშინდელ სასამართლო პროცესზე ყოფილი პრემიერ - მინისტრის დაცვის უფროსის დაკითხვამ და მის მიერ მიცემულმა ჩვენებამ " სიმართლის მოლოდინში" მყოფი ქართული საზოგადოება შოკში ჩააგდო, რასაც არანაკლები ტკივილი და უფრო "დამაჯერებელი" დღევანდელი პროცესი დაემატა, სადაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში ბრალდებული მიხეილ ძაძამია იკითხებოდა.

ბრალდეული მიხეილ ძაძამია 8 საათის განმავლობაში იკითხებოდა და დაცვის მტკიცებულებების გამოქვეყნება მისი ჩვენებით დასრულდა.ნაფიცი მსაჯულების ვენდიქტი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდეულმა დეტალურად აღწერა, თუ როგორ ნახა გარდაცვლილი პრემიერ - მინისტრი კონსპირაციულ ბინაში, როგორ გამოიტანა გვამი და ჩასვა საკუთარ მანქანაში.მისი თქმით, ეს ყველაფერი იმისთვის გააკეთა, რომ ზურაბ ჟვანიას სახელი არ შებღალულიყო.რა განაცხადა და როგორი ჩვენება მისცა სასამართლოს მიხეილ ძაძამიამ: - "ოპერაში ჩავედი და იქ ვუთხარი, წვერები მჭირდება მეთქი. არ ვიცი, ისეთი ამბავი ამიტეხა იმ კაცმა, კინაღამ პოლიციაში დარეკა. მერე ვთხოვე, მეც პოლიციელი ვარ მეთქი და რაღაც საქმისთვის მჭირდება... კვირეების განმავლობაში მართლაც დამიმზადა ეს ნიღაბი.წვერი იყო.როდესაც ჩვენ მივდიოდით იმ კონსპირაციულ ბინებში, ზურას შავი ჩანთა ჰქონდა სპორტული, იქ ელაგა ესენი.ჩემი ერთად - ერთი გარდაცლილი შვილის სულს გეფიცებით, რომელსაც ზურა ერქვა, რომ ეს გავაკეთე ყველაფერი მაგის გულისთვის"...

ძაძამიას მიერ მიცემული ჩვენების ტექსტს, სადაც ბრალდებული ზუსტად აღწერს გარდაცვალების მომენტის დეტალებს, უცვლელად გთავაზობთ:


– "კარებთან დავდექი და ტელეფონზე ვურეკავდი. მისი ხმა მესმოდა. ტელეფონის ხმა კარებიდან მესმოდა. მერე კარზე ზარი დავრეკე და რეაქცია არ იყო. იმის შიში, რომ შიგნით რამე მოხდებოდა, არ მქონდა. არ ვნერვიულობდი. იყო მომენტები, რომ არ იღებდა ტელეფონს. როდესაც მე შუშა ჩავამტვრიე, წარმოიდგინეთ სქელი ფარდები ეკიდა, ტელევიზორის შუქი სქელი ფარდებიდან ილანდებოდა. როდესაც შევყავი ხელი და ფარდა... დავინახე, რომ ბატონი ზურაბი “კრესლოში“ იჯდა და თავი ჰქონდა ჩამოქინდრული ცხონებულს. ჩემი მოძრაობა და კობასი მიმართული იყო იმისკენ, რომ ის ჩირქი, რაც შეიძლება მოსცხებოდა ზურას რამენაირად გაგვექარწყლებინა. ეს გავაკეთეთ მე და კობამ. ჩვენ თავზე ავიღეთ ეს ყველაფერი. ავიღე იმისთვის, რომ მისი სახელი ყოფილიყო სუფთა. მე რომ რამე დამენახა იმას დავმალავდი? ან რამე შემემჩნია ან კობა?! მაგაში ეჭვიც არ მეპარება ერთი წუთი და ამიტომ მოხდა, რომ გავიყვანეთ ნამდვილად... მე ცუდად გავხდი, გამოყვანის დროს ფეხებში მეჭირა, გამივარდა ცუდად გავხდი. ჩემს მანქანასთან მივიყვანე. ჩემი მანქანა იყო დასვრილი, კარებთან მივაყუდეთ, მერე კარი გავაღეთ და ჩავსვით“, - ეს ჩვენება ბრალდებულმა ძაძამიმ სასამრთლოზე განაცხადა.\



\


2
1711
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
1711
  
2015, 15 აგვისტო, 22:09
წადი თუ სინდისის მატამალი შეგრჩა თავში ტყვია დაიხალე, ისედაც მკვდარი ხარ...
2015, 13 აგვისტო, 11:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2