x
image
Lerato
13 ჯოჯოხეთური მოწყობილობა სილამაზისთვის გასული საუკუნიდან

იმ პერიოდში სილამაზე ნამდვილად მსხვერპლს მოითხოვდა! ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც იმ საშინელ მოწყობილობებს ნახავთ, რომლებსაც XX საუკუნის დასაწყისში სილამაზის სალონებში იყენებდნენ.


1. ჭორფლების მოსაყინი აპარატი


image


ეს კადრი ალბათ საშინელებათა ფილმიდან გგონიათ. სინამდვილეში ეს არის აპარატი, რომელიც ჭორფლებს ნახშირორჟანგის მეშვეობით ყინავდა. უსაფრთხოების მიზნით პაციენტს თვალებსა და ნესტოებში საცობებს უკეთებდნენ. სუნთქვა მხოლოდ სპეციალური მილის საშუალებით იყო შესაძლებელი.



2. გიგანტური ფენი


image


ასეთი უჩვეულო უზარმაზარი ფენი გამოიყენებოდა გასული საუკუნის 20-იან წლებში.


3. თმის დასახვევი მანქანა


image



ასეთი მოწყობილობა თმის ქიმიურად დახვევისთვის გამოიყენებოდა გერმანიაში 1920 იანი წლების დასასრულს.


4. აპარატი მაკიაჟის კორექციისთვის


image


ეს საშინელი აპარატი შექმნა საკულტო კომპანია Max Factor-მა, იმისათვის რომ სწრაფად მოეხდინათ მაკიაჟის კორექცია.


5. გასათბობი ნიღაბი სახისთვის


image

ეს ელექტრო ნიღაბი შეიქმნა ХХ საუკუნის 40-იან წლებში. ის ათბობდა სახეს, სტიმულირებას უწევდა სისხლის მიმოქცევას და კანი გამოიყურებოდა უფრო ჯანსაღად და ახალგაზრდულად.


6. გასახდომი სავარძელი


image


1940-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო გასახდომ სალონებში სიარული. თითოეულ ასეთ სალონში წონის დაკლების საკუთარ მეთოდს იყენებდნენ. ერთ-ერთი მათგანი – გასახდომი მანქანა, წარმოადგენდა სავარძელს, რომელიც მომხმარებელს ფეხებზე მასაჟს უკეთებდა მეტალის გორგოლაჭების მეშვეობით.


7. ჰელენ რუბენშტეინის ნიღბები


image


ჰელენ რუბენშტეინი კოსმეტიკური ხაზის დამაარსებელი იყო. ფლობდა სალონებსა და მაღაზიებს შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. მან პირველმა მოახდინა კანის კლასიფიცირება ტიპის მიხედვით – მშრალი, ნორმალური, ცხიმიანი. მის საავტორო ნიღბებს გამოიყენებდნენ თითქმის ყველა კოსმეტიკური პროცედურის დროს.


8. მზისგან დამცავი მოსასხამი


image



1940-იან წლებამდე მზისგან დამცავი კრემები არ არსებობდა. თუმცა მზის სხივების მავნებლობაზე უკვე ჰქონდათ ამ პერიოდში ინფორმაცია. პლიაჟებზე ერთადერთი საშველი მზისგან ასეთი მოსასხამი იყო, თანაც ჩამონტაჟებული მზის სათვალით.


9. მანქანა – გორგონა


image



გასული საუკუნის 30-40-იან წლებში მოდაში იყო პრიალა მბზინავი კულულები. სასურველი შედეგის მისაღებად, ქალებს უწევდათ საათობით ჯდომა თავზე დამაგრებული ასეთი მოწყობილობით. სხვათა შორის, იაპონიისა და კორეის ზოგიერთ სალონში ასეთ ტექნიკას დღემდე იყენებენ.


10. გლამურული ქუდი


image



სინამდვილეში ეს სულაც არ არის ქუდი. ამ საშინელ აპარატს გამოიყენებდნენ თავის ირგვლივ ატმოსფერული წნევის დასაწევად, იმ მიზნით რომ სახის კანს ვარდისფერი შეფერილობა ჰქონოდა.


11. ტუმბო აკნესთვის


image


ფერიჭამიები ხელით რომ არ ამოეღოთ, 1930-იან წლებში ეს აპარატი გამოიგონეს. ის იწოვდა ფერიჭამიებს და კანს გლუვსა და მიმზიდველს ხდიდა. თუმცა, ამ მოწყობილობის წნევის კონტროლი ძალიან რთული იყო.


12. ნიღაბი ნაბახუსევზე


image



ეს უცნაური ნიღაბი კომპანია Max Factor- მა გამოიგონა. პატარა პლასტმასის კუბიკებში შესაძლებელი იყო წყლის ჩასხმა და გაყინვა.


13. რეზინის ნიღაბი სახის კანის დასაჭიმად


image


რეზინის ნიღბები გამოჩნდა გასული საუკუნის 20-იან წლებში. მისი დანიშნულება იყო სახის კანის დაჭიმვა და დეფექტების გამოსწორება.


3
1074
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1074
  
2016, 29 იანვარი, 12:56
გეთანხმებით. :))
2016, 29 იანვარი, 12:55
პროფესიონალი მაზოხისტები :)
2016, 29 იანვარი, 12:53
"იყო სიბნელე და უკუნი", რა დღეში ყოფილა თურმე ხალხი. :)
0 1 3