x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"იძულებული ვიქნები სხვა ქვეყანაში გადავიდეთ საცხოვრებლად"-სკანდალის შემდგომ მამა პეტრე და მისი ოჯახი საქართველოს ტოვებს?

image
"ვერავინ და ვერაფერი გამაჩუმებს. მორალისტებმა საკუთარ ცხოვრებას და ცდომილებებს მიხედონ. მაქსიმალური სიზუსტით შევეცადე ზღვა აგრესიისთვის არ მეპასუხა და ალბათ გამომივიდა. ძალიან მოვინდომე, თავისთვის კონტროლი გამეწია და თვალები დამეხუჭა. ბევრჯერ ვულანძღივართ უსამართლოდ და ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ პატარა ბავშვს რომ გილანძღავენ, არ არის ადვილი მოსათმენი...ბევრი იტყვის, არ დაედო ფოტოები და არ გაილანძღებოდაო... მღვდლის შვილი იყო და იმიტომაც მოხდაო... მესმის, ზუსტად მესმის ერთიც და მეორეც... ოღონდ ვერ დავეთანხმები, რადგან არავის ეკითხება, ვინ რა ფოტოს დადებს კედელზე. რაც შეეხება მღვდლის შვილს-ეს წოდება სულაც არ არის არც პრივილეგია, არც სტატუსი და არც მითუმეტეს მემკვიდრეობით გადაცემული მადლით სავსე საგანძური... ჩემი მღვდლობით, უფლის წინაშე თავად ვაგებ პასუხს. ჩემს შვილს თავისი მოეთხოვება. სულ არ არის აუცილებელი მღვდლის შვილი აუცილებლად სასულიერო პირი გახდეს. ვიღაცას უნდა, ვიღაცას არ უნდა. ვიცი, ისიც, რომ მაინც კრძალვაა საჭირო... კრძალვა არავის აწყენდა. უპირველესად მათ, ეკლესიის სახელით სამეტი წლის ბავშვის სული ლაფში რომ ამოთხვარეს. შემთხვევის ადგილზე რომ ყოფილიყვნენ, ეჭვი მაქვს მკვლელობასაც ჩაიდენდნენ... გამოდის პოტენციურ მკვლელებთან გვაქვს საქმე... მარიამს კოჭებამდე კაბით მდინარეში ფოთო რომ გადაეღო იტყოდნენ, ბავშვს მონობაში ზრდიან ავადმყოფი მღვდლებიო და მართალიც იქნებოდნენ...

ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ეკლესია, პატრიარქი, ხალხი...

მაქვს შინაგანი წინააღმდეგობებიც. თუ ამ სიბნელეს თავი ვერ დავაღწიეთ, მე ყველაფერს ავიტან, მაგრამ იგივეს არ მოვთხოვ ჩემს ოჯახს. ამიტომ იძულებული ვიქნები სხვა ქვეყანაში გადავიდეთ საცხოვრებლად. ეს გაქცევას არ ნიშნავს, პირიქით, ჩემი იდეისთვის ბრძოლას აქტიურ ფაზაში შევიყვან... თან ბევრად თავისუფალი ვიქნები..."-წერს მამა პეტრე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

სულ ცოტა ხნის წინ, მამა მეტრემ სოციალურ ქსელში მისი 13 წლის ქალიშვილის მდინარეში გადაღებული ფოტოები გაავრცელა. მისმა ამ ქმედებამ საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. image

2
1146
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1146
  
2015, 14 აგვისტო, 14:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 12 აგვისტო, 4:15
შე კაი კაცო მორალისტებს ვის ეძახი, ან რას გულისხმობ, შენ თავისუფალი აზროვნების მატარებელი ხარ და სხვების უმეტესობა გონებაშეზღუდული მორალისტები? შენ გაქვს ისეთი იდეა ჯერ სხვას რომ არ ჰქონია? თავად რომ მორალისტობ მაგას თუ ხვდები? სადაც გინდა იქ წადი, შენგან ამაზე მეტი, რაც ხარ, არაფერი გამოვა და არავინ არასდროს მიალანძღო თუ ღმერთი გწამს.
0 1 2