x
image
K.P.
მოხდენილი საჯდომის საიდუმლო!

image
მოხდენილი უკანალი არაერთი ქალის ოცნებაა. მიზნის მიღწევა არც ისე მარტივია, მაგრამ თავდაუზოგვი მცდელობის შედეგად უფრო დახვეწილ და სექსუალურ ფორმებს მიიღებთ.

სასურველი მიზნის მისაღწვად ორი რამაა საჭირო:

1.სწორი, დაბალანდებული კვება.

ამოიღეთ რაციონიდან შემწვარ-მოხრაკულები.

მაქსიმალურად შეზღუდეთ ცომეული და ტკბილეული.

რაციონიდან ამოიღეთ მარილი და შაქარი.

მიიღეთ ბოსტნეული და ხილი, მოხარშული ხორცი, თევზი და მარცვლეული. (მაგ: წიწიბურა, ბრინჯი).

კვირაში ერთხელ შეგიძლიათ თავი გაინებივროთ "აკრძალული პროდუქტის" მცირე რაოდენობით.

2. ყოველდღიური ვარჯიში.

1.დაეყრდენით ხელებით მაგიდას, ან იატაკს და გაიტანეთ უკან ჯერ მარცხენა, შემდეგ კი მარჯენა ფეხი.

2.დაწექით მაგარ ზედაპირზე, აწიეთ ერთი ფეხი მაღლა და ამ მდგომარეობაში დაძაბეთ კუნთები, წამოწიეთ მენჯი. ასე გაიმეორეთ მეორე ფეხითაც.

3.დადგით ფეხები მხრის სიგანეზე და წარმოიდგინეთ თითქოს უხილავ სკამზე ჯდებით.

4.ორივე ხელში დაიჭირეთ 2 კილოგრამიანი ჰანტელი, ხელები გაწიეთ კორპუსის გასწვრივ და გამართული წელით შეასრულეთ ვარჯიში. დამდგარ მდგომარეობაში დაიჭირეთ სხეული წინ და ნელა დაეშვით დაბლა ისე, რომ მეორე ფეხის მუხლი შეეხოს იატაკს.

5.დაჯექით, ფეხები დაიჭირეთ სწორად, გამართეთ წელი, ნუ დაეყრდნობით ხელებს. ამ მდგომარეობაში "გადაიარეთ" საჯდომზე რამდენიმე ნაბიჯით წინ, შემდგომ უკან.


თითოეული ვარჯში საწყის ეტაპზე გააკეთეთ 15-ჯერ, შემდგომ კი ნელ-ნელა გაზარდეთ დატვირთვა. ერთი თვის შემდგომ თქვენი საჯდომის ფორმა დაიხვეწება და უფრო მიმზიდველი გახდება.image

მათთვის ვისაც დაწერილი ვარჯიშების პრაქტიკაში გამოყენება უჭირს, გთავაზობთ პოპულარულ ვიდეოვარჯიშებისაც.

0
467
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
467
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0