x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
რა არის საჭირო ჯანმრთელი ძილისთვის?
ძილს ნუ ეხუმრებით! ადამიანისთვის ძილი ძალიან მნიშვნელოვანია!


image


როგორ მოქმედებს ძილი თქვენს ფსიქოლოგიაზე?


თუ თქვენ დაკმაყოფილდებით ძილით, დილას ისე გაიღვიძებთ, რომ თვალები


დასვენებული გექნებათ, საუზმე მოგინდებათ, დღის განმავლობაში არ იქნებით

მოთენთილები და ნერვებზე მოშლილი, პირიქით მშვიდად იქნებით მთელი დღის

განმავლობაში.


image


უნდა დაიძინოთ მინიმუმ 6 საათი და მაქსიმუმ 8, 5 საათი.

8, 5 საათზე მეტი ძილიც არ არის კარგი ჯანმრთელობისთვის.


image



აუცილებელია ძილი ღამით, ან სიბნელეში. ეს რეკომენდირებულია ასევე

ბავშვებისთვისაც.

ექიმების რჩევით, კარგი იქნება თუ დავიძინებთ ყოველდღე ერთი და იგივე დროს.


image


სიბნელეში ძილის დროს, ადამიანის ორგანიზმი გაწონასწორებული ხდება,

ასევე მელატონის ჰორმონი, რომელიც კიბოს საწინააღმდეგოა, სიბნელეში

ძილის შედეგად აქტიურდება და იშლება ორგანიზმში.

სიბნელეში ძილი ფსიქოლოგიურადაც დადებითად მოქმედებს ადამიანზე,

კონცენტრაციას მატებს და ადამიანის კონტაქტურობასაც აძლიერებს.


გაითვალისწინეთ, რომ თქვენს საძინებელში არანაირი ელექტრონული აპარატი

არ უნდა იყოს.


image


ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ:


1. ძილის წინ 4 საათით ადრე შეგიძლიათ დალიოთ ყავა, ჩაი, კოკა-კოლა ან სხვა რაიმე კოფეინის შემცვლელი სასმელი.

(რეკომენდირებული მხოლოდ ამ დროისთვის არის)

რაც შეეხება საჭმელს, შეგიძლიათ მიირთვათ ძილის წინ 3 საათით ადრე!


2. საძინებელი დღის განმავლობაში გაანიავეთ, არ იყოს ჩახუთოლობა. ასევე

დაძინებისას ჩაიცვით ფაფუკი პიჟამოები.


3. ძილის წინ არ იფიქროთ არაფერზე, არც კარგზე და არც ცუდზე,

მთელი ყურადღება გადაიტანეთ ძილზე, რადგან დრო როდესაც თქვენ წვებით,

ფიქრის კი არა ძილის დროა!



4. ძილის წინ მიიღეთ შხაპი!


5. თუ იქნება საშუალება, გააკეთებინეთ მასაჟი!


6. თუ არ გეძინებათ არ აიღოთ ტელეფონი და არ ეცადოთ ტელეფონის თამაშით

ძილი. საერთოდ საძინებელში რაც კი ელექტრონული აპარატია, ყველაფერი გათიშეთ!


7. ყოველ დღე ეცადეთ ერთი და იგივე დროს დაიძინოთ!


8. ოთახში ეცადეთ, რომ იყოს მაქსიმალურად სიბნელე!


9. ძილის წინ რეკომენდირებულია, რომ დალიოთ ლიმნის ჩაი, გვირილის ჩაი,

რძე ან მაწონი. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ, ბანანი, ნუში, თაფლი, გარგალი ან ნესვი!


10. და ბოლოს ნუ მოწევთ! დაანებეთ თავი სიგარეტს, თუ ვერა მაშინ ცოტა მაინც

მოწიეთ! სიგარეტი სინამდვილეში ძილს აფრთხობს!

















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


1
205
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
205
  
2016, 23 მაისი, 23:44
მეც ყოველთვის ერთიდა იგივე დროს ვიძინებ ღამის სამზე ...ვითვალისწინებ რჩევებს :)
0 1 1