x
წარმატებული კიკბოქსინგელების დაჯილდოვება სახალხო დღესასწაულზე „დედოფლისწყაროობა 2015“
სახალხო დღესასწაულზე „დედოფლისწყაროობა 2015“ დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა წარმატებული კიკბოქსინგელები

საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა.

image


„სპორტის გულშემატკივართათვის და საერთოდ დედოფლისწყაროს
მოსახელობისთვის ცნობილია, რომ ორ ათეულ წელზე მეტია რაიონში თამაზ ყარაგვეზაშვილის ხელმძღვანელობით არსებობს კიკბოქსინგის გუნდი
„ჩემპიონი“. მის წარმატებებს აღიარებს მსოფლიოს კიკბოქსინგის სპორტული ორგანიზაციები.ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს რაიონის სახელი გაეცნოთ
მთელი მსოფლიოსთვის, საერთაშორისო სარბიელზე მოეპოვებინათ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები. სასიხარულო და საამაყოა რომ საქართველოს სპორტის ისტორიაში ჩაწერილია „დედოფლისწყაროში აღიზარდნენ მსოფლიო ჩემპიონები კიკბოქსინგში“


მთლიანად გუნდს მრავალჯერ აქვს მოპოვებული პირველობა საქართველოს ჩემპიონატებზე გუნდურ ჩათვლაში, ბათუმის ტრადიციული საერთაშორისო ჩემპიონატი „შავი ზღვის თასი“ საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში გამართული შეჯიბრებები, ორთაბრძოლების სატელევიზიო პროექტი „კიკბოქსინგი K-1“
და სხვა..„ -განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა და სცენაზე მოიწვია 2015 წლის წარმატებული კიკბოქსინგელები:

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში ვალერი ვაჭრიძე.

საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული, მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში არსენ ყარაგვეზაშვილი.

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ორ გზის მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში ხვიჩა ქოქუაშვილი.

საქართველოს მრავალ გზის ჩემპიონი კიკბოქსინგში, პროფესიონალური ორთაბრძოლების გამარჯვებული, სატელევიზიო პროექტი „კიკბოქსინგი K-1” გამარჯვებული ნოდარ ცხოვრებაძე.

საქართველოს ჩემპიონი კიკბოქსინგში, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი ლევან წიკლაური.

საქართველოს ჩემპიონი კიკბოქსინგში, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი შალვა ხოსიტაშვილი.

საქართველოს ჩემპიონი კიკბოქსინგში ნიკა ფიროსმანაშვილი.

კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გიორგი წიკლაური.

საქართველოს ჩემპიონი კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ნოდარ ფიროსმანაშვილი.

ჩეხეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კიკბოქსინგში ჭაბუკთა შორის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, საქართველოს ტაილანდური კრივისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის ფოტორეპორტიორი, კიკბოქსინგის განვითარებისა და პოპულარიზაციის
მიზნით შექმნილი დოკუმენტალური ფილმების ავტორი ნუგზარ ყარაგვეზაშვილი.

image


მსოფლიო ჩემპიონებს ვალერი ვაჭრიძეს, არსენ ყარაგვეზაშვილს და
ხვიჩა ქოქუაშვილს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის და საკრებულოს გადაწყვეტილებით გადაეცათ ფულადი პრიზი 1000 ლარის ოდენობით, ხოლო
დანარჩენი სპორტსმენები გაემგზავრებიან 2 დღიან ექსკურსიაზე ვარძიაში.


სპორტსმენთა დაჯილდოვების შემდეგ სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე გაშუქდა მცირე ზომის ჩანაწერი გუნდ „ჩემპიონის“ შთამბეჭდავი გამარჯვებების შესახებ, რომელიც მოამზადა ნუგზარ ყარაგვეზაშვილმა:

წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოვება:




0
35
შეფასება არ არის
ავტორი:ნუგზარი ყარაგვეზაშვილი
ნუგზარი ყარაგვეზაშვილი
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0