x
image
ვიზა კოხაძე
მორიგი სკანდალი ქართულ პოლიტიკაში: - "თუ შალიკიანი ოჯახიდან საცვლების ამარა რო გამოაჭენა თქვენმა „პაძელნიკმა" ოქრუაშვილმა, ეხლა თქვენ კარბელა უნდა არბენინოთ შარვლის ამარა?" ( + ვიდეო )

imageსაზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კარბელაშვილი დააკავეს.მისივე ინიციატივით მას ექსპერტიზა ჩაუტარდა სამხარეულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში. დეპუტატმა " კურიერთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ის გატაცებული ჰყავდათ და მისი ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი.ასევე განაცხადა, რომ მას დაკავებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.დეპუტატი 6 საათის განმავლობაში მანქანაში ჰყავდათ და ცხინვალის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, მოგვიანებით კი კარბელაშვილი განყოფილებაში მიიყვანეს.ასევე მისი ინფორმაციით, მას რამდენიმე პოლიციელმა უთხრა, რომ ისინი საქართველოს პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მოქმედებდნენ.ინციდენტი სოფელ ქვიშხეთში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით დეპუტატი რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შშს განცხადებას ავრცელებს, სადაც ირკვევა, რომ გიორგი კარბელაშვილს დეპუტატის იმუნიტეტი იცავს, ხოლო მისი თანმხლები პირი კი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353 - 3 მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

მის დაკავებას სოციალურ ქსელში " ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება უმცირესობის, ანუ "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ალექსი პეტრიაშვილი.– "ბიძინა ბატონო! დედას გაფიცებ მითხარი, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდი! ამის გულისთვის რომ თქვენს სიმყუდროვეს ვერავინ დაარღვევდა, სხვებზე კარგად ვიცი! თუ ხელოვნურად და დაგეგმილად აკეთებ ამას, რომ მარტო ქოცები და ნაცები იყოთ ამ ქვეყანაში - ერთნი დამსჯელები, მეორენი - დასჯილები, თქვი შე კაცო პირდაპირ! რვა საათს ოპოზიციონერ დეპუტატს რო გამოკეტავ, ამით მარტო ქვეყანა რო ზარალდება, ამაზე არავინ არ ფიქრობთ? თუ შალიკიანი ოჯახიდან საცვლების ამარა რო გამოაჭენა თქვენმა „პაძელნიკმა" ოქრუაშვილმა, ეხლა თქვენ კარბელა უნდა არბენინოთ შარვლის ამარა? ეგაა თქვენი მასშტაბი ბატონო ბიძინა? მითხარი, რომ არაფერი არ იცოდი ბატონო ბიძინა!"-წერს პეტრიაშვილი.image

0
712
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
712
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0