x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
კარგი გაკვეთილი – სახალისო ისტორია

image


ერთ-ერთი საშუალო სკოლის დირექცია პრობლემის წინაშე დადაგა, რომელსაც ფიზიკურად ვერ უმკლავდებოდა. საქმე იმაში გახლდათ, რომ ბევრმა გოგონამ ტუჩსაცხის აქტიურად გამოყენება დაიწყო. თუმცა, მხოლოდ ამით არ კმაყოფილდებოდნენ – ისინი შედიოდნენ საპირფარეშოში, ისმევდნენ პომადას და საკუთარი ტუჩების ანაბეჭდებს სარკეზე ტოვებდნენ. შედეგად სარკეებზე უამრავი ასეთი ვარდიფრ-მოწითალო კვალი იყო დარჩენილი. სკოლის დირექტორს უკვე ნერვები ჰქონდა ამის გამო დაწყვეტილი, დამლაგებელს – კიდევ უფრო მეტად, რადგან წელში იყო გაწყვეტილი სარკეებიდან ამ უთვალავი ანაბეჭდის გაწმენდით. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, ბოლოს ასეთი რამ მოიფიქრეს:

დირექტორმა დაიბარა საპირფარეშოში ის გოგონები, რომლებიც განსაკუთრებით ეჭვმიტანილები იყვნენ ამ საქმეში, რა თქმა უნდა, დამლაგებელიც თან ახლდა. მან აუხსნა, რომ ეს ტუჩის ანაბეჭდები დიდ პრობლემას უქმნიდა დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელს, რომელსაც დღეში რამდენიმეჯერ უწევდა სარკეების გასუფთავება. იმის სადემონსტრაციოდ, თუ რამდენ ძალისხმევას ხარჯავდა დამლაგებელი ამ საქმეში, დირექტორმა სთხოვა მას გოგონების თანდასწრებით ერთ-ერთი სარკე გაეწმინდა. დამლაგებელმა აიღო გრძელტარიანი ჯაგრისი, ჩაასველა უნიტაზში და ამის მერე სარკეს გაუსვა და გამოუსვა. იმ დღის შემდეგ ტუჩის ანაბეჭდები სარკეებიდან სამუდამოდ გაქრა.

1
200
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
200
  
2015, 10 აგვისტო, 13:06
:))) კარგი გაკვეთილია :))
0 1 1