x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საინტერესო ფაქტები ,,ჰარი პოტერი''-ს შესახებ, რომელიც ყველა მისმა მოყვარულმა უნდა იცოდეს!

ჯოან როულინგის მიერ დაწერილი 7 ნაწილიანი ფენტეზის ჟანრის წიგნების სერია. იგი ჰარი პოტერის, ახალგაზრდა ჯადოქრის თავგადასავლებს ასახავს და ძირითადად ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. წიგნი მთელ მსოფლიოშია ცნობილი და უამრავ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ქართულადაც. დიდი პოპულარობით სარგებლობს წიგნის ეკრანიზაციაც.
წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ქართველი და არა მარტო ქართველი, თინეიჯერების საყვარელი წიგნის, ჰარი პოტერის შესახებ. image1) მსოფილიო რეკორდი დაამყარა ანა ჯონსმა, ჰარი პოტერის ნამდვილმა მოყვარულმა, რომელმაც წიგნის ბოლო ნაწილი, სრული 607 გვერდი სულ რაღაც 47 წუთში დაამთავრა.image2) დენიელ რედკლიფს, ჰარი პოტერის როლის შემსრულებელს, ალერგია ჰქონდა თავისი პერსონაჟის სათვალეზე.image3) ჰარი პოტერის ავტორმა, ჯოან როულინგმა დაკარგა მილიარდელის სტატუსი, რადგან მან საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმარა.image4) ჰარი პოტერის წიგნი ითარგმნა ბრიტანულიდან ამერიკულ ინგლისურზე.

image5) აშშ-ში მოსახლეობის აღწერის შედეგად დადგინდა, რომ არსებობს 106 ადამიანი, სახელად ჰარი პოტერი.
6) მაიკლ ჯექსონს სურდა შეექმნა მუზიკლი ჰარი პოტერის მიხედვით, თუმცა როულინგმა უარი უთხრა.image7) ჰარი პოტერს და წიგნის ავტორს - ჯოან როულინგს საერთო დაბადების თარიღი აქვთ.
8) მთელი ჰარი პოტერის შვიდ ტომეული შეიცავს 199 თავს, 4.224 გვერდს და 1.090.739 სიტყვას. ხოლო მისი სრული ფილმი 19საათსა და 39 წუთს შეადგენს.image9) წიგნის ავტორმა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის - 11 წლის ჰერმიონას ხასიათი თუ სხვა დეტალები იგივე ასაკში მყოფი საკუთარი პიროვნების მიხედვით შექმნა. ჰერმიონას საყვარელი ცხოველიც კი, ერთ დროს ჯოანის საყვარელი ცხოველი გახლდათ. image10) ყველაზე შთამბეჭდავი ფაქტი ჰარი პოტერის გარშემო კი ისაა, რომ ჯოან როულინგი პირველი მწერალია აშშ-ში, რომელიც წიგნის წერით მილიარდელი გახდა.image

0
774
12-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
774
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0