x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ოჯახის ერთი კვირის რაციონი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

ამერიკელმა ფოტოგრაფმა პიტერ მენცელმა, წელიწადნახევარში, მსოფლიოს 46 ქვეყანა შემოიარა და სადაც ჩადიოდა, ადგილობრივ ოჯახებს სთხოვდა, წარმოედგინათ საკვები პროდუქტების ერთი კვირის რაციონი და ეთქვათ მისი ღირებულება. მენცელი ყოველთვის საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახს არჩევდა და ასე მოაგროვა მასალები პროექტისთვის “მშიერი პლანეტა".

ამ სტატიაში, აღნიშნული პროექტისთვის შეგროვებული მასალის ერთი ნაწილი არის

წარმოდგენილი:


1. გერმანია. მელანდერების 4 სულიანი ოჯახი ქ. ბერტიხაიდიდან. მათი ერთი კვირის რაციონის საერთო ღირებულება 375, 39 ევროს (500 $) შეადგენს. ოჯახს წევრების საყვარელი საჭმელი შემწვარი კარტოფილია ხახვით, დამარილებული თევზი, პიცა... სურათზე ჩანს, რომ რაციონში დიდი რაოდენობით ხორცი, პური, ბოსტნეული და სასმელი აქვთ, როგორც ალკოჰოლური, ისე არაალკოჰოლური.

ოჯახის ერთი კვირის რაციონი,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში



2. საფრანგეთი. ლემონების ოჯახი ქ. მონტრედან. 4 სულიანი ოჯახის საკვები პროდუქტების საერთო ღირებულება, კვირის მანძილზე, 315 ევროს (419$) შეადგენს. ამ ოჯახში ძალიან უყვართ ტაილანდური სამზარეულო და მაკარონი. ფოტოსურათზე ჩანს, რომ ისინი, ძირითადად, ქარხნული საკვებით და ნახევარფაბრიკატებით იკვებებიან და ცოტა ხილსაც მიირთმევენ.

ოჯახის ერთი კვირის რაციონი,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში


3. ავსტრალია. ბრაუნების 7 სულიანი ოჯახი ქ. რივერ-ვიუდან. ამ ოჯახის პროდუქტების 1 კვირიანი რაციონის ღირებულება 481, 14 ავსტრალიური დოლარი აროს (376 $). საყვარელი საჭმელი: იოგურტი, თვეზეული, ავსტრალიური ატამი. სურათზე ჩანს, რომ ისინი ხორცსაც ყიდულობენ და სასმელსაც.


ოჯახის ერთი კვირის რაციონი,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში


4. კანადა. მელანსონების ოჯახი ქ. იკალუიტიდან (არქტიკა). 5 კაციანი ოჯახი კვირაში 345 დოლარს ხარჯავს. საყვარელი საჭმელებია: ხორცი, პიცა და საზამთრო. ფოტოდან ჩანს, რომ უმეტესწილად, ხორცს, თევზს, ბოსტნეულს და ნახევარფაბრიკანტებს მიირთმევენ.

ოჯახის ერთი კვირის რაციონი,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში



5. აშშ. რევისების ოჯახი ჩრდ. კალიფორნიაში ცხოვრობს. 4 სულიანი ოჯახი, კვირაში 341 $ ხარჯავს პროდუქტებზე. უყვართ: სპაგეტი, კარტოფილი, ქათამი. ფოტოზე ჩანს: ჩიფსები, ხორცი და ხორცის ნახევარფაბრიკატები, ბევრია სასმელიც.

ოჯახის ერთი კვირის რაციონი,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში



6. იაპონია. 4 სულიანი უკიტების ოჯახი ქ. კოდაირადან. კვირის მანძილზე ისინი 37, 699 იენს (317 $) ხარჯავენ კვებაზე. უყვართ თევზით მომზადებული ყველა კერძი, ხილი, ნამცხვარი და ჩიპსები.

ოჯახის ერთი კვირის რაციონი,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში



7. გრენლანდია (დანია). მედსენების 5 კაციანი ოჯახი სან-ნორეს დაბიდან. მათი ერთკვირიანი რაციონის ღირებულება 1928, 80 დანიური კრონია (277 $). ყველაზე მეტად, თეთრი დათვის ხორცით მომზადებული კერძები უყვართ. სურათზე ხორცის გარდა, ფაბრიკული პროდუქტებიც ჩანს.

ოჯახის ერთი კვირის რაციონი,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში



8. დიდი ბრიტანეთი. ბენტონების ოჯახი ქ. კლინბურნიდან. 4 კაციანი ოჯახისთვის პროდუქტების ღირებულება კვირის მანძილზე, 155, 54 ბრიტანულ ფუნტს (253 $) შეადგენს. ოჯახის საყვარელი საჭმელებია მაიონეზიანი სენდვიჩები, კრევეტების წვნიანი და შოკოლადის ტორტია ნაღებით. ფოტოსურათზე ჭარბად არის რაფინირებული პროდუქტები და მცირე რაოდენობით ბოსტნეული.

ოჯახის ერთი კვირის რაციონი,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში



9. ქუვეითი. ალ-ჰაგანის ოჯახი ქ. ელ-ქუვეითიდან. 8 სულიანი ოჯახს, 1 კვირის სამყოფი პროდუქტები 63, 63 დინარი (221 $) უჯდება.ოჯახის საყვარელი კერძი არის ქათამი ბრინჯით. სურათზე წარმოდგენილ პროდუქტებს შორის ბევრია ხილი, ბოსტნეული, კვერცხი, ლავაშები და სხვადასხვა სახის კოლოფები.

ოჯახის ერთი კვირის რაციონი,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში



10. მექსიკა. კასალესების ოჯახი გუერნოვაციდან. 5 სულიანი ოჯახი პროდუქტებზე, კვირის მანძილზე, 1862, 78 მექსიკურ პესოს (189 $) ხარჯავს. საყვარელი საჭმელია: პიცა, კიპორჩხალები, მაკარონი და ქათამი. ფოტოსურათზე ჩანს, რომ ჭარბად არის ხილი, პური, დიდი რაოდენობით კოკა-კოლა და ლუდი.

ოჯახის ერთი კვირის რაციონი,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში



11. ჩინეთი. დონგის ოჯახი პეკინიდან. 4 სულიანი ოჯახისთვის პროდუქტების 1 კვირის მარაგის ღირებულება 1 233, 76 იანგს (155 $) შეადგენს. ჩინელების საყვარიელ კერძია შემწვარი ღორის ხორცი სოუსით. ფოტოსურათზე წარმოდგენილ რაციონში ხილი, ბოსტნეული, ხორცი და რაფინირებული პროდუქტები სჭარბობს.

ოჯახის ერთი კვირის რაციონი,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში



12. პოლონეთი. სობჟინშების ოჯახი ქ. კონსტნიც-ჟეზორნიდან. 5 სულიანი ოჯახის 1 კვირის რაციონი 582, 48 ზლოტს (151 $) შეადგენს. საყვარელი კერძი ღორის ფეხებია სტაფილოთი. სურათზე წარმოდგენილ პროდუქტებში ჭარბობს ბოსტნეული, ხილი, პური და ცხოველების საკვები.

ოჯახის ერთი კვირის რაციონი,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში



13. თურქეთი. სელიკების ოჯახი სტამბულიდან. 6 სულიან ოჯახს პროდუქტებზე 198, 48 თურქული ლირა (145 $) ეხარჯება. საყვარელი საჭმელი, ჰაეროვანი ორცხობილა Melahat-ი არის. რაციონში ჭარბობს პური, ბოსტნეული და ხილი.

ოჯახის ერთი კვირის რაციონი,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში



14. ეგვიპტე. ახმედის ოჯახი კაოროდან. 12 სულიანი ოჯახის 1 კვირის ბიუჯეტი, 387, 85 ეგვიპტურ ფუნტს (68 $) შეადგენს. საყვარელი კერძი ცხვრის ხორცის ბამით (მცენარე ბალბისებრთა ოჯახიდან). ფოტოსურათზე ბევრია ბოსტნეული, ხილი, მწვანილი და ხორცი.

ოჯახის ერთი კვირის რაციონი,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში



15. მონღოლეთი. ბატსურის 4 სულიანი ოჯახი ულან-ბატორიდან. ამ ოჯახისთვის 1 კვირის პროდუქტების მარაგი 41 985, 85 ტუგრიკი ღირს (40 $). ოჯახის საყვარელი კერძი ცხვრის ხორცის პილმენებია. ფოტოსურათზე ჭარბადაა წარმოდგენილი ხორცი, კვერცხი, პური, კვერცხი და ბოსტნეული.

ოჯახის ერთი კვირის რაციონი,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში



16. ინდოეთი. პატკარის ოჯახი უჟანიდან. 4 სულიანი ოჯახი კვებაზე კვირაში 1 636 რუპის (39 $) ხარჯავს. ოჯახის საყვარელი საჭმელი ბრინჯის ფანტელებია. სურათზე წარმოდგენილ რაციონში, ხილი და ბოსტნეული ჭარბობს.

ოჯახის ერთი კვირის რაციონი,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში



17. ეკვადორი. აიმეს 9 სულიანი ოჯახი ტინგოდან. 1 კვირის პროდუქტების ღირებულება, ამ ოჯახისთვის, 31 $ ღირს. ოჯახის საყვარელი კერძები კარტოფილით და კომბოსტოთი მზადდება. ფოტოსურათზე პროდუქტებს შორის ბოსტნეული, ხილი, ბურღულეულობა და ბანანი ჭარბობს.

ოჯახის ერთი კვირის რაციონი,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში



18. მალი. ნატომოს ოჯახი კუაკურუდან. ამ ოჯახში 15 ადამიანია და კვირის მანძილზე, 17 670 ფრანკის (26 $) პროდუქტი ესაჭიროებათ. მათი საყვარელი კერძები ბრინჯით მზადდება. სურათებზე კი ტომრებით სხვადასხვა სახის ბურღულეულობა არის წარმოდგენილი.

ოჯახის ერთი კვირის რაციონი,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში



19. ბუტანი. ნამგაის ოჯახი სოფელი შიმხაიდან. პროდუქტების ღირებულება 1 კვირის მანძილზე, 13 სულიანი ოჯახისთვის, 224.93 ნგულტრუმა (5 $) არის. ოჯახის საყვარელი საჭმელი სოკო, ყველი და ღორის ხორცია. სურათზე უმეტესწილად წარმოდგენილია ბოსტნეული, მწვანილი და ცოტა ხილი.

ოჯახის ერთი კვირის რაციონი,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში



20. ჩადი. აბუბაკარის ოჯახი ლტოლვილთა ბანაკიდან. 6 სულიანი ოჯახი კვირის 685 აფრიკულ ფრანკს (1, 23 $) ხარჯავს კვირაში. ოჯახის საყვარელი კერძი არის სუპი ცხვრის ხორცით. ფოტოსურათზე წარმოდგენილ პროდუქტებში, უმეტესწილად ბურღ ლეულობა ჭარბობს.

ოჯახის ერთი კვირის რაციონი,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

5
13485
15-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
13485
  
2020, 6 მაისი, 11:20
საქართველოში გადაღებულიც უნდა აგეტვირთათ ????
2015, 11 აგვისტო, 18:58
საქართველოში 6 სულიანმა ოჯახმა ნორმალურად რომ იკვებოს 150 ლარი მაინც სჭირდება მინიმუმ კვირაში
2015, 10 აგვისტო, 13:46
მადლობა შეფასებისთვის
2015, 10 აგვისტო, 12:33
ძალიან მაგარი სტატიაა ლალი. ჩადი რა მოკრძალებულია
2015, 10 აგვისტო, 11:39
სანტერესოა საქართველოშიც ჩამოსულიყო )
0 1 5