x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
სულის მელოდია
image


მხატვარი არ ვარ, რომ დავხატო მე ჩემი სახე,

არც მოქანდაკე გამოვძერწო ჩემი სხეული,


არც მკერავი ვარ, შევიკერო შესამოსელი,

რომ დავიფარო, სული ჩემი, მარტო, ეული...


არც სახელი მაქვს, არც წოდება პატივსაცემი,

არც განვირჩევი დანარჩენისგან უცოდველობით,

არც მოღალატე, არც საიდუმლოს არ ვარ გამცემი,

და არც ვტრაბახობ ჩემი ლექსის უბრალოებით...


მე მხოლოდ ის ვარ, ვისაც სიტყვით თამაში უყვარს,

ვისთვისაც ლექსი, მხოლოდ სულის მელოდიაა,

ვინც გულის ტკივილს, გულისავე რითმებით თრგუნავს

და ერთადერთი შვება მისთვის პოეზიაა!






ხატია მუმლაძე

0
79
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0