x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
9 საკვები, რომელიც იმ ორგანოსთვისაა სასარგებლო, რომელსაც ჰგავს - დააკვირდით!

image
ყველასათვის კარგადაა ცნობილი გამონათქვამი „ადამიანი არის ის, რითაც იკვებება“. ვინ იცის, იქნებ ამ უბრალოდ ფრაზაში გაცილებით ღრმა აზრი დევს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. წარმოგიდგენთ 10 პროდუქტს, რომლებიც ადამიანის სწორედ იმ ორგანოს ჰგავს,
რომელთათვისაც არის თითოეული მათგანი განსაკუთრებით სასარგებლო.

1. სტაფილო - თვალი
image

დაჭერით სტაფილო მრგვალ ნაჭრებად, დააკვირდით და დარწმუნედბით, რომ ნამდვილად ჰგავს თვალს უმცირეს დეტალებშიც კი. სინამდვილეში სტაფილო მართლაც ძალიან სასარგებლოა თვალისთვის, რადგან სავსეა ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით (მაგ. ბეტა-კაროტინი), რომლებიც ამცირებს ასაკის მატებსათან ერთად მხედველობის
დაქვეითების რისკს..

2. ნიგოზი - თავის ტვინი
imageნაოჭები, რომლებიც ნიგვზის ლებანს აქვს, ძალიან მოგვაგონებს თავის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებს. მართლაც, ნიგოზი ითვლება „რუხი ნივთიერების საკვებ პროდუქტად“, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა-3-ს, ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რაც ტვინის ნორმალური ფუნქციონირებას უწყობს ხელს.

3. ნიახური - ძვლები
image
ნიახურის გრძელი ღეროები ძალიან ჰგავს ადამიანის ძვალს და სასარგებლოა სწორედ ძვლოვანი სისტემისთვის. ნიახური სილიციუმის წყაროა, რომელიც არეგულირებს ძვლების მინერალიზაცას.

4. ავოკადო– საშვილოსნო

image
ავოკადო ფორმით საშვილოსნოს მოგვაგონებს და ძალიან სასარგებლოა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ავოკადოში შედის დიდი რაოდენობით ფოლის მჟავა, რომელიც ამცირებს საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის რისკს.

5. მოლუსკები მამაკაცის სასქესო ორგანო

image
კვლევება აჩვენა, რომ მოლუსკები მართლაც ძალიან სასარგებლოა მამაკაცის ჯანმრთელობისთვის. მათში შედის ფოლის მჟავა და თუთია, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სპერმის ხარისხი.

6. გრეიფრუტი - მკერდი
image
ქალის მკერდთან მრგვალი ფორმის ციტრუსების მსგავსება შემთხვევი შესაძლოა სულაც არ იყოს. გრეიფრუტი შეიცავს ე.წ. „ლიმონოიდებს“ - ნოვთერებას, რომელიც ხელს უშლის მკერდში კიბოს უჯრედების წარმოქმნას.

7. პომიდორი - გული
image

გაჭერით პომიდორი შუაზე და ნახავთ მრავალრიცხოვან კამერას, რაც ძალიან ჰგავს გულის სტრუქტურას. კვლევებმა აჩვენა, რომ ლიკოპინის შემცველობის წყალობით პომიდორი ამცირებს გულის დაავადებატა რისკს. ამასთან, თუ ამ ბოსტნეულს ცოტაოდენს ცხიმსაც დაამატებთ - ზეითუნის ზეთს ან ავოკადოს, ორგანიზმის მიერ ლიკოპინის შეთვისება თითქმის ათჯერ გაიზრდება.


8. წითელი ღვინო - სისხლი
image

წითელი ღვინო, რომელიც ნამდვილად ძალიან ჰგავს სისხლს, მდიდარია ანტიოქსოიდანტებითა და პოლიფენოლებით, მათ შორის რესვერატროლით. ცოტაოდენი წითელი ღვინის დალევა ორგანიზმს იცავს ქოლესტერინისგან, რაც შესაძლოა გულის დაავადებათა მიზეზი გახდეს. ამას გარდა, ღვინოს გააჩნია სისხლის გამათხელებელი ეფექტი და ხელს უშლის სისხლში კოლტების წარმოქმნას.

9. კოჭა -კუჭი
image
კოჭა (ჯანჯაფილი, იმბირი, ჯინჯერი) გარეგნულად ჰგავს კუჭს და მართლაც კარგი საშუალებაა გულისრევის დროს. იგი შეიცავს გინგეროლს, რომელიც ხასიათდება
ანთებსაწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედებით.

0
2920
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2920
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0