x
image
ინ-იანი
თავშეკავებისა და დიდსულოვნების არაჩვეულებრივი მაგალითი

imageეს ამბავი -პუბლიუს კორნელიუს სციპიონ აფრიკელს-რომაელ მხედარტმთავარს და პოლიტიკურ მოღვაწეს გადახდა თავს.
როცა ესპანეთში გამარჯვების შემდეგ სციპიონს მოახსენეს, რომ დატყვევებულთა შორის იმყოფებოდა იშვიათი სილამაზის ახალგაზრდა პრინცესა, რომელიც თურმე ერთ-ერთი მისივე დიდგვაროვანი თანამემამულისათვის უნდა მიეთხოვებინათ იმ ხანებში, მან ბრძანა, ისეთივე მზრუნველობა გამოეჩინათ მისდამი, როგორც მშობლიურ სახლში გამოიჩენდნენ, შემდეგ კი მოძებნა მისი შეყვარებული, შერთო პრინცესა ცოლად, ხოლო მამის მიერ ქალიშვილის გამოსასყიდად გამომგზავნილი ფული მის მზითევს მიუმატა.image

ვალერიუს მაქსიმუსი ამის შესახებ წერს:

"არაჩვეულებრივი სილამაზის ქალიშვილი შეუბღალავი ჩააბარა მშობლებს, რომლებიც ამისათვის გამოიძახა თავისთან, და საქმროს, მაშინ, როცა თვითონაც ახალგაზრდა და უცოლო იყო და თანაც გამარჯვებული."
ეს იყო თავშეკავებულობის, გამძლეობისა და დიდსულოვნების შესანიშნავი მაგალითი, რამაც ესპანეთის მთელი მოსახლეობა აღაფრთოვანა და ათქმევინა (როგორც ლიბიუსი ამტკიცებს):

"მოგვევლინა ყმაწვილი, ღმერთების მსგავსი, და დაიმორჩილა ყველა, არა მარტო იარაღით, არამედ თავისი სიკეთითა და მადლიანობით."

0
76
5-ს მოსწონს
ავტორი:ინ-იანი
ინ-იანი
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0