x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
უცნობი და საინტერესო ფაქტები ვენერას შესახებ!

image

ალბათ ბევრჯერ დაკვირვებიხართ ღამით ცაზე ვარსკვლავებს და შეგიმჩნევიათ ერთერთი ვარსკვლავი რომელიც ყველაზე მეტად კაშკაშებს. ვენერა არის ყველაზე ნათელი პლანეტა ჩვენს ღამის ცაზე. ის თქვენთვის მხოლოდ კაშკაშა ვარსკვლავია, მაგრამ იცით თუ არა რომ :


1. მზის სისტემის პლანეტებს შორის მხოლოდ ვენერას და მერკურს არ ყავს თანამგზავრი.


2. მზის და მთვარის შემდეგ ვენერა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია ჩვენს ცაზე.

3. დღეისათვის ვენერას ზედაპირზე ყველაზე მეტი ვულკანია ვიდრე სხვა რომელიმე პლანეტაზე მზის სისტემაში, თუმცა მეცნიერებმა არ იციან ეს ვულკანები არიან თუ არა აქტიურები.

4. ვენერა არის იმდენად კაშკაშა ღამის ცაზე, რომ მას შეუძლია ჩრდილებიც კი გააჩინოს. ასეთ ჩრდილებს ეწოდებათ “Venusian shadows’’– ანუ ვენერას ჩრდილი.

5. ვენერას ერთი დღე უდრის დედამიწაზე გატარებულ 243 დღეს, ხოლო ვენერას ერთი წელი 224, 7 დღეს – ამიტომაც ვენერაზე გატარებული ერთი წელი უფრო მოკლეა ვიდრე მასზე გატარებულ ერთ დღე.

6. იმის გამო რომ ვენერაზე ატმოსფერო ძალზედ სქელია ტემპერატურამ შეიძლება 470°C –ს მიაღწიოს.

7. რომაელთა სილამაზის და სიყვარულის ქალღმერთს ვენერა ერქვა.

8. ვენერა არის ერთადერთი პლანეტა ჩვენს მზის სისტემაში რომელსაც ქალის სახელი ჰქვია.

9. ვენერას ხშიად მიიჩნევენ “დედამიწის ტყუპ დად’’, რადგანაც მათ აქვთ ერთნაირი მასა,
სიმკვრივე და ზომა.

10. ძველდროს ვენერას მოიხსენიებდნენ როგორც “Lucifer’’, რაც ნიშნავს სინათლის მომტანს და ამაში იოლად დავრწმულნდებით, რადგანანაც ღამის ცაზე ვენერა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, თუმცა მას ამ სახელით დღესდღეობით არავინ მოიხსენიებს.

11. პლანეტის ატმოსფერო ძირითადად შედგება ნახშიროჟანგისაგან.

12. ვენერას უდიდესი ვულკანია – “Maat Mons’’, რომელიც 5 მილის სიმაღლისაა.

1
687
1-ს მოსწონს
ავტორი:DarkTipe
DarkTipe
687
  
2015, 4 აგვისტო, 17:21
საინტერესო სტატიაა :)))
0 1 1