x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ცოფი

ცოფი ან ჰიდროფობია (ლათ. rabies — სიგიჟე) ტეტანუსთან ერთად მწვავე ქირურგიული სპეციფიკური ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე, აღუდგენელი დაზიანებით და, როგორც წესი, სიკვდილით
მთავრდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული (ცოფის
საწინააღმდეგო) აცრების დროული და კვალიფიციური ჩატარებაა, გამოცდილი
ქირურგ-რაბიოლოგის ზედამხედველობით.image



სხვა ინფექციური დაავადებებისაგან განსხავებით ცოფი თითქმის არ
ვრცელდება, რადგან ამ დაავადების თანამედროვე სპეციფიკური პროფილაქტიკის
მეთოდი ძლიერ ეფექტურია და ავადობის შემთხვევები გვხვდება მხოლოდ იმ
პირებში, რომლებსაც არ ჩაუტარებიათ ანტირაბიული აცრები, ან ჩაიტარეს,
მაგრამ არასრულყოფილად.




ძაღლების ცოფით დაავადების შესახებ ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან იცოდნენ. ჯერ კიდევ ჰომეროსის "ილიადაში" ბერძნები ჰექტორს ცოფიან ძაღლს უწოდებდნენ. ჩვ.წ.I საუკუნეში კ.ცელსმა აღწერა ცოფი ადამიანში და შემოიტანა ამ დაავადების დასახელება ჰიდროფობია.
ეს სახელწოდება ამ დაავადებას მან უწოდა მთავარი და ყველაზე უფრო
დამახასიათაბელი სინდრომის მიხედვით: წყლის არა მარტო შეხედვამ, არამედ
მისმა ხმაურმა, ხოლო ზოგჯერ სიტყვა წყლის გაგონებამაც კი შეიძლება
ავადმყოფში უძლიერესი შეტევა გამოიწვიოს. 1770 წელს ვან სვიტენმა პირველად აღწერა ცოფის პარალიზური ფორმა. 1884 ცინკემ დაამტკიცა დაავადების გადატანის შესაძლებლობა დაავადებული ცხოველის ნერწყვით. ცოფის ვირუსული ეტიოლოგია 1903 წელს დაამტკიცა პ.რემლენჟემ. 1892 წელს ვ.ბაბოშმა, ხოლო 1903 წელს ა.ნეგრიმ განგლიოზურ უჯრედებში აღწერეს სპეციფიური ჩანართები, განსაკუთრებული ციტოპლაზმური სტრუქტურები, რომელთაც შემდგომში ბებეშ-ნეგერის სხეულაკები ეწოდა. მათი აღმოჩენა უჯრედში ცოფის არსებობის უდავო დასტურია.

ცოფის შესწავლის საქმეში და მის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ლუი პასტერს. პასტერმა ცოფის საწინააღმდეგო პირველი აცრა ჩაატარა 1885
წლის 6 ივნისს და სრული წარმატებით დამთავრდა. მიუხედავად იმისა, რომ
მეცნიერმა ვერ აღმოაჩინა ამ დაავადების გამომწვევი აგენტი, მან შეიმუშავა
პროფილაქტიკური აცრების შესანიშნავი მეთოდი, ხოლო თვით პრეპარატს ე.ჯენერის პატივსცემად "ვაქცინა" უწოდა.

0
205
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარი პეტრიაშვილი
ნოდარი პეტრიაშვილი
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0