x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ათი ყველაზე ცნობილი ჰაკერული შეტევა ტექნოლოგიების ისტორიაში
უკანასკნელ ხანებში პრესასა და ინტერნეტში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ჰაკერული თავდასხმების შესახებ. ხან ცნობილი ადამიანების გულახდილ ფოტოებს იპარავენ, ხან მომხმარებლების საკრედიტო ბარათების მონაცემებს, ხანაც კიდევ მთელი ქვეყანა ხდება შპიონური თავდასხმის ობიექტი. ამ პოსტში მინდა გიამბოთ სწორედ ათ ყველაზე თავხედურ ჰაკერულ თავდასხმაზე ტექნოლოგიების ისტორიაში.


თავდასხმა სოციალურ ქსელ ''LinkedIn'' -ზე, 2012 წლის ივნისი


image


2012 წლის ივნისში ჰაკერებმა განახორციელეს მსხვილი თავდასხმა სოციალურ ქსელზე ''LinkedIn'', გაცნობების საიტზე ''eHarmony'' და მუსიკალურ პორტალზე ''Last.fm''. საიტების გატეხვის შედეგად თაღლითებისათვის ცნობილი გახდა მომხმარებლების გვერდების 6, 5 მილიონზე მეტი პაროლი. ჰაკერი ან ჰაკერების ჯგუფი, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, დღემდე უცნობია. სპამებთან ბრძოლის Google-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ მომხმარებლებმა თავად "გაუღეს კარები" ჰაკერებს, რადგან ისინი ერთსა და იმავე პაროლებს იყენებდნენ სხვადასხვა საიტებისათვის. ეს მაგალითი ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს ჩვენთვის, რათა მომავალში ასეთი შეტევის მსხვერპლი არ გავხდეთ.



ვარსკვლავების გულახდილი ფოტოსურათები, 2014 წლის აგვისტო


image

ცნობილების ფოტოსურათების გაჟონვა 2014 წლის აგვისტოში-ყველაზე ცნობილი ჰაკერული თავდასხმაა მსოფლიო ტექნოლოგიების ისტორიაში, რომლის სამიზნედ შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები, მათ შორის ჯენიფერ ლოურენსი და კეიტ აპტონი აღმოჩნდნენ. მათი პირადი ფოტოები მოპარული იქნა iCloud-დან და გავრცელებული იქნა სოციალურ ქსელებში.


შეტევა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროზე, 1999 წლის აგვისტო


image


1999 წლის აგვისტოში განხორციელდა ჰაკერული შეტევა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროზე, რომლის სამიზნედ სამხედრო საფრთხის დაქვეითების სააგენტოს კომპიუტერები იქცა. ჰაკერი ჯონათან ჯეიმსი გახლდათ. ამ შეტევის შედეგად ნასამ სამი კვირის განმავლობაში გამორთო ყველა კომპიუტერი, ხოლო სამხედრო ჩინოვნიკებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს ხარჯები თავიანთი სერვერების და კომპიუტერების ჰაკერებისაგან დასაცავად.


ჭია ''Stuxnet'', 2010 წლის ივნისი


image

ამ ჰაკერული შეტევის მიზანი, რომლის უკანაც, სავარაუდოდ, აშშ და ისრაელი იდგა, გახდა ირანული ბირთვული ცენტრიფუგები. გატეხვის შედეგად მსოფლიოში პირველმა ჭია-შპიონმა დააინფიცირა 45 ათასზე მეტი კომპიუტერული ქსელი.


ვირუსი ''Melissa'', 1999 წელი


image

ვირუსმა ''Melissa''-მ, რომელიც დევიდ სმიტმა შექმნა, 1999 წლის მარტ-აპრილში დავირუსებული გზავნილების მასობრივი გაგზავნის გზით დააავადა მილიონზე მეტი სახელმწიფო და კერძო კომპიუტერი.


ჰაკერული შეტევა «The Spamhaus Project»-ზე, 2013 წელი


image

2013 წლის მარტში განხორციელდა ჰაკერული შეტევა არაკომერციულ ორგანიზაცია «The Spamhaus Project»-ზე, რომელიც სპამების გამგზავნი სერვერების გამოვლინებას ემსახურება. თავდასხმა, სავარაუდოდ, ''Cyberbunker''-ის მიერ იყო ორგანიზებული. ესაა პროვაიდერი, რომელიც მომხმარებლებს ანონიმურ ჰოსტინგებს სთავაზობს. შეტევის შედეგად ''Spamhaus''-ის მუშაობა ერთი კვირით შეფერხდა. სპეციალისტების მტკიცებით, ორგანიზაცია ''Spamhaus''-ი სპამებისაგან იცავს მსოფლიოში არსებული ელექტრონული საფოსტო ყუთების 80%-ს.


ჭია «Heartbleed», 2014 წლის აპრილი


image

2014 წლის აპრილში ჭიამ «Heartbleed», რომლის კოდი პროგრამისტმა რობინ სიგელმანმა სრულიად შემთხვევით მოიფიქრა, ვირუსით დააავადა მილიონამდე ინტერნეტ-გვერდი პირადი მონაცემების, პაროლების და საკრედიტო ბარათების მფლობელების კოდების მოპარვის მიზნით.


ვირუსი "Regin", 2014 წლის ნოემბერი


image

ვირუსი "Regin", რომელსაც კასპერის ლაბორატორიის თანამშრომლებმა ''მსოფლიოში ყველაზე საზიზღარი და მავნე პროგრამა" უწოდეს, - ეს არის მავნებლური პროგრამა, რომლის უკან, სავარაუდოდ, აშშ-ის აგენტურა დგას. ამ ეშმაკური პროგრამის სამიზნედ იქცა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ირლანდია, მექსიკა, რუსეთი, ავღანეთი, ავსტრია, ბელგია, ირანი, პაკისტანი, საუდის არაბეთი, ინდოეთი. ვირუსმა ამ ქვეყნების სატელეკომუნიკაციო კომპანიები დააავადა, რათა მოეპარა კონფიდენციალური ინფორმაციები.


ჰაკერული თავდასხმა აშშ-ის საგადასახადო სამმართველოზე, 2015 წლის თებერვალი


image

2015 წლის თებერვლიდან დაწყებული დღემდე ხორციელდება თავდასხმა აშშ-ის საგადასახადო სამმართველოზე, რის შედეგადაც მოხდა ინფორმაციის და 200 ათასზე მეტი გადასახადის გადამხდელის მონაცემების გაჟონვა. საქმის გამოძიება დღემდე გრძელდება.


"ASHLEY MADISON", 2015 წლის ივლისი


image

ამა წლის ივლისში, სულ რამოდენიმე კვირის წინ, ჰაკერული თავდასხმის ობიექტი გახდა გაცნობის საიტი "ASHLEY MADISON", რომლის სლოგანი მეტად უცნაურად ჟღერს: "ცხოვრება მოკლეა-გააჩაღე რომანი". ჰაკერმა ან ჰაკერების ჯგუფმა სახელწოდებით «Impact Team», რომლებმაც სავარაუდოდ, თავი ზნეობის მქადაგებლებად წარმოიდგინეს, მუქარის წერილი გაუგზავნეს საიტის ადმინისტრაციას, რომ იმ შემთხვევაში, თუ საიტს არ დახურავდნენ, ისინი ყველა მომხმარებლის პირად მონაცემებს გამოაქვეყნებდნენ. ჯერჯერობით ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ეს შემთხვევა ჭკუის სასწავლი გაკვეთილია მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ ინტერნეტ-სივრცეში შესაძლებელია ანონიმად დარჩენა.


(სტატიას ვუძღვნი ჩემს შვილს - კიბერუსაფრთხოების პროგრამისტს)

4
525
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
525
  
2015, 3 აგვისტო, 19:22
მადლობა, ინ..ჰაკერების წინააღმდეგ მებრძოლია ჩემი ბიჭი
2015, 3 აგვისტო, 19:11
კარგი სტატია იყო,მიძღვნა განსაკუთრებით :)))))))))))))
2015, 3 აგვისტო, 19:00
მადლობა :)
2015, 3 აგვისტო, 18:59
გავაზიარეე
0 1 4