x
image
ინ-იანი
კაცი სამი ფეხით და ორი სასქესო ორგანოთი

image
იტალიური წარმომავლობის ამერიკელი ფრენკ ლენტინი 1881 წლის 18 მაისს სამი სხვადასხვა ზომის ფეხით და ორი-ორი სასქესო ორგანოთი დაიბადა. ეს მისი განუვითარებელი ტყუპისცალი ძმის ”წყალობა” იყო, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი, ფეხბურთის თამაში და ველოსიპედით სიარული ესწავლა და ცირკის ცნობილი მსახიობი გამხდარიყო.image

მარტო ეგ კი არა, ფრენკმა ცოლიც მოიყვანა და ოთხი ჯანმრთელი შვილიც გაუჩნდა.
ლენტინი არა მხოლოდ საზოგადოებას ართობდა თავისი ”სიმახინჯით”, მაგალითად, როდესაც ერთი ფეხით ბურთი გაჰქონდა კარში, როცა დანარჩენი ორით დადიოდა, არამედ საინტერესო თანამოსაუბრეც გახლდათ და იუმორის კარგი გრძნობა ჰქონდა. ამიტომაც იყო, რომ თანამედროვეებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
ფრანჩესკო 1889 წელს დაიბადა სიცილიაში. ოჯახში მეთორმეტე ბავშვი იყო, თუმცა ჩვეულებრივი არ დაბადებულა. მისი ტყუპისცალი ძმა ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა და ფრენკთან ხერხემლით იყო შეერთებული. შედეგად, ლენტინის სხვადასხვა ზომის სამი ფეხი, ორი სასქესო ორგანო, ფეხებზე თექვსმეტი თითი ჰქონდა.image

მაშინდელმა ექიმებმა უარი თქვეს ტყუპების დასაცალკევებელი ოპერაციის ჩატარებაზე, რადგან შიშობდნენ, რომ ხერხემალზე ჩარევით ლენტინი პარალიზებული დარჩებოდა. მშობლებმა კი უარი თქვეს უცნაურ ბავშვზე. მცირე ხანს დეიდასთან ცხოვრობდა, მოგვიანებით კი მანაც მოიცილა და უნარშეზღუდულ ბავშვთა თავშესაფარში ჩააბარა.
ამ დრომდე ფრანჩესკო ვერ იტანდა თავის ზედმეტ ორგანოებს, მაგრამ თავშესაფარში ისეთი ბავშვები ნახა, ზოგიერთ მათგანს საჭირო ორგანოები აკლდა კიდეც, ზოგიერთი მთლად უფეხო იყო. ამის მერე სხვაგვარად შეხედა თავის სხეულს. ისწავლა ფეხბურთის თამაში, სახტუნაოთი ხტუნვა, ველოსიპედით სეირნობა და ციგურებზე სრიალიც კი.
8 წლისა სხვა სიცილიელებთან ერთად აშშ-ში აღმოჩნდა ემიგრაციაში. იქ მოეწყო სამუშაოდ ცირკში, სადაც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მისი ნომერი, მესამე ფეხით ბურთს რომ იტანდა. თუმცა წლებთან ერთად ფიზიკურ ანომალიას სულ უფრო ნაკლები ადამიანი აქცევდა ყურადღებას – მაყურებელი უკვე არა მისი უცნაურობის ნახვით
ერთობოდა, არამედ ტკბებოდა ამ ადამიანით, რომელსაც შესანიშნავი იუმორის გრძნობა ჰქონდა და ძალიან ჭკვიანიც იყო. ასე მოხიბლა ტერეზა მიურეი, რომელთანაც ოთხი შვილი გაუჩნდა და პირადი ბედნიერებაც იპოვა.ის 1966 წლის 22 სექტემბერს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.



ეს კი ტერეზა



image




2
1085
7-ს მოსწონს
ავტორი:ინ-იანი
ინ-იანი
1085
  
2015, 3 აგვისტო, 15:47
ნამდვილად :(
2015, 3 აგვისტო, 15:44
უფ, რა საშინელი ანომალიაა:(
0 1 2