x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ავარია, რომელმაც შვიდი ადამიანი შეიწირა - გრიგოლეთის ტრაგედიის დეტალები
თბილისი - ბათუმის ავტომაგისტრალის ორმოცდამეათე კილომეტრზე, სოფელ გრიგოლეთთან, წყალწმინდაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და "მერსედესის" მარკის ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევა პირველ აგვისტოს, საღამოს 20:20 საათზე მოხდა.
შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილი აალდა. შიგ მყოფი ექვსი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი იყო.
ტრაგედია ამით არ დასრულებულა - როცა მეშვიდე დაშავებული საავადმყოფოში გადაჰყავდათ, სასწრაფო დახმარების ბრიგადა პოლიციის პიკაპს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად მეშვიდე დაშავებულიც გარდაიცვალა. დაშავებული არიან თავად ექიმებიც. "მერსედესის" მარკის ავტომანქანაში დაღუპული ექვსივე ადამიანი ერთი ოჯახის წევრია.


image


ავტოკატასტროფის შედეგად გარდაცვლილები ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში გადაასვენეს. საბედისწერო დღეს გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ფეხმძიმე 25 წლის ლელა ლურსმანიშვილი იყო. ამავე ავტომობილში იმყოფებოდა ლელას მეუღლე, 25 წლის გურამ ბალხამიშვილი და მათი ორი წლის გოგონა – ბარბარე.

ტრაგედიამ, ახალგაზრდა ოჯახის გარდა, ბალხამიშვილების დიასახლისი, გურამ ბალხაშვილის დედა – 43 წლის მანანა მორგოშია, მისი დისშვილი – 28 წლის ელისო ნაყოფია და ძმისშვილი – 25 წლის ობოლი ვიტალი მორგოშია შეიწირა.



image


„მანანა მეუღლესთან გაშორებული იყო, ქმარი კი თბილისში ცხოვრობდა. მათ არაერთხელ მოუმართავთ გამგეობისთვის დახმარების თხოვნით. მეც არაერთხელ ვყოფილვარ მათ ოჯახში. შეძლებისდაგვარად, გამგეობა ეხმარებოდა კიდეც. ვინაიდან მათი საცხოვრებელი სახლი საკმაოდ მცირე ფართისაა, ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს გამონახოს რაიმე გზა, იმისთვის, რომ მიცვალებულები დროებით სადმე დაასვენოს“, – განუცხადა „კვირას“ სოფელ რუხის გამგებელმა.

6
432
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
432
  
2015, 3 აგვისტო, 14:47
ბავშვზე ხომ ცუდად გავხდი..რა დააშავა ამ პატარა ანგელოზმა? :(((
2015, 3 აგვისტო, 13:36
დავიგრუზე მაგრად
2015, 3 აგვისტო, 12:00
საშინელებაა, ლელ,,, ენით აუწერელი ტრაგედიაა :(
2015, 3 აგვისტო, 11:59
ღმერთო ყველა დაიფარე ასეთი უბედურებისაგან :((((
2015, 3 აგვისტო, 11:55
Vaime ubedurebi :/ gmertma natelshi amyofon
2015, 3 აგვისტო, 11:17
ორი დღეა ამათ დავტირი.გული მეწვის
0 1 6