x
image
terjolski
ბატკნის ხორცის ხაშლამა

image ბატკნის ხორცი დავჭრათ და გავრეცხოთ.ქვაბში ჩავასხათ წყალი, ავადუღოთ, ჩავყაროთ მარილი, დაჭრილი ბატკნის ხორცი და დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად.დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი.როცა ხორცი მოიხარშება, ქაფქირით ამოვიღოთ ლანგარზე და სუფრაზე ისე მივიტანოთ.ბატკნის ხორცი შეიძლება მოიხარშოს უმარილო წყალში და როცა ლანგარზე ამოვალაგებთ, მარილი ცხელ-ცხელს მოვაყაროთ.ასე მოხარშული ბატკნის ხორცის მიტანა სუფრაზე შეიძლება ლავაშში შეხვეული სახითაც.თხელ ლავაშზე დაიდება ერთი-ორი ნაჭერი ხორცი და შიგ შეიხვევა.

1
193
2-ს მოსწონს
ავტორი:terjolski
terjolski
193
  
2015, 4 სექტემბერი, 15:32
მიყვარხარ ხაშლამა
0 1 1