x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508440
ხინკალი კახურად

image ღორის ან ცხვრის რბილი ნაჭერი დავჭრათ და ხახვთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ.ავურიოთ შიგ დანაყილი პილპილი, ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, იმდენი თბილი წყალი, რამდენსაც შეიწოვს ხორცი(დაახლოებით ერთი ჩაის ჭიქა).მოვზილოთ მაგარი ცომი ოდნავ მარილიანი ნახევარი ლიტრი წყლითა და კვერცხით.კარგად გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ სპეციალური ხის საჭრისით და კიდევ გავაბრტყელოთ.თითოეულ ცომზე მოვათავსოთ ერთი სუფრის კოვზი მომზადებული ხორცი, ნაპირები შემოვუკეცოთ, მოვგრიხოთ და კუჭი დავტკეპნოთ ისე, რომ მოხარშვის დროს არ გაიხსნას.ასე მომზადებული ხინკლები ჩავყაროთ მარილიან მდუღარე წყალში და ვხარშოთ.ქვაბი ხანგამოშვებით ვატრიალოთ, რომ ხინკალი ძირზე არ მიეკრას.როცა ყველა ხინკალი წყლის ზევით ამოტივტივდება, კიდევ ხუთი წუთი ვადუღოთ და ამოვალაგოთ ქაფქირით.სუფრაზე ხინკალთან ერთად მივიტანოთ დანაყილი პილპილი.მასალა:ღორის ან ცხვრის ხორცი-1 კილოგრამი, ხახვი-5 თავი, კვერცხი-1 ცალი, მწვანილი, პილპილი, მარილი-გემოვნებით.

0
127
1-ს მოსწონს
ავტორი:terjolski
terjolski
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0