x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
13 ხერხი, რომელიც ღამით სიცხისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ
image




მაღალი ტემპერატურა და ოთახში ჩახუთულობა, რა თქმა უნდა ძალიან ძნელია დღისით, მაგრამ ღამით განსაკუთრებით აუტანელი ხდება და იმის მაგივრად, რომ ორგანიზმი დავასვენოთ, გამოვიძინოთ და მეორე დღისთვის ძალები მოვიკრიბოთ, მთელი ღამე ამაოდ ვცდილობთ თვალი მოვხუჭოთ. რა თქმა უნდა, თუ ოთახში კონდიციონერი გაქვთ, ეს პრობლემა იმთავითვე მოხსნილი გექნებათ. მაგრამ თუ ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ ზაფხულის ეს ერთგული "მეგობარი" და ისევ ძველი ვენტილატორით სარგებლობთ, გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, რომელიც ცხელი ღამეების გადატანაში ცოტათი მაინც დაგეხმარებათ.


1. შექმენით ჰაერის ნაკადი: ჩართეთ ვენტილატორი საწოლთან და გააღეთ ფანჯარა.

image

2. გამოიყენეთ მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილისგან შეკერილი თეთრეული, რაც ორგანიზმს "სუნთქვის" საშუალებას მისცემს.



3. დაწექით სველი თმით, ასე მეტ ხანს შეინარჩუნებთ სიგრილეს.


4. თბილი ჰაერი ყოველთვის ცივზე მაღლა მიიწევს, ამიტომ რაც უფრო დაბლა წევხართ, მით მეტად ხართ სიგრილეში. შეგიძლიათ საერთოდ იატაკზეც დაწვეთ.

image


5. გამოიყენეთ სათბურა, ანუ ე.წ. "გრელკა": ჩაასხით მასში წყალი, გაყინეთ და ჩაიდეთ საწოლში.

image

6. დაასველეთ და გაყინეთ ბამბის ტანსაცმელი და ჩაიცვით საწოლში დაწოლისას - ასე სიგრილეს დიდხანს შეინარჩუნებთ.

image

7. ტაშტი აავსეთ ცივი წყლით და ჩადეთ მასში ფეხები.


8. ფარდის მაგივრად ჩამოკიდეთ სველი ტილო გაღებულ ფანჯარაზე.


9. სიცხეში საწოლზე უფრო გრილი ჰამაკია.

image

10. ვენტილატორის წინ დადეთ ყინულის ნაჭრებით სავსე ჯამი, ყინული ნელ-ნელა გალღვება და ოთახს გააგრილებს.

image

11. გაეხვიე სველ საბანში - გადმოცემის მიხედვით ძველი ეგვიპტელები სიცხისგან სწორედ ამ მეთოდით იცავდნენ თავს.


12. ძილის წინ ბევრს ნუ შეჭამთ - ეს შეამცირებს ორგანიზმის მიერ გამომუშავებული სითბოს რაოდენობას.


13. ჩაიცვით სველი და გაციებული წინდები (აუცილებლად ბამბის).


image



7
5466
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
5466
  
2015, 16 აგვისტო, 12:50
მაგას ჯობია ჩაი დალიო ძილის წინ
2015, 4 აგვისტო, 19:23
არ დაუჯეროოოთ, ხალხო. მგონი ჯობია სიცხემ დაგვიფტრთხოს ძილი, ვიდრე მენინგიტმა ან ფილტვების ანთებამ მოგვკლას. საიდან მოტანეთ ეს სისულელები?
2015, 4 აგვისტო, 14:08
ბარემ ჯაკუზში ან ვანაში დაიძინეთო გეთქვა ავტორო! რა წყალში ჩავმხრჩვალვარ და რა ფილტვების ანთებას მოუკლივარ?!
2015, 2 აგვისტო, 22:12
აქ ბევრი ძალიან საშიში რჩევებია, რომელიც ორგანიზმს გადააციებს და ბევრ ცუდს მოიტანს ,ნუ დაუჯერებთ
2015, 2 აგვისტო, 9:06
მშვენიერი რჩევებია მაგარია. გავაზიარე
2015, 2 აგვისტო, 0:11
ეს რჩევები ალბათ უფრო გაციებაში დაგვეხმარება რათქმა უნდა ზოგიერთები(3.6.7.11):D
0 1 7