მსოფლიო 16 ყველაზე უცნაური ფაქტი მსოფლიო ისტორიიდან 2015, 1 აგვისტო, 18:36 ისტორიაში უამრავი უცნაური ფაქტია, რომელსაც, სავარაუდოდ, სკოლაში ვერ ისწავლიდით. აი, ისინი:
16.ოფიციალურად, მსოფლიოში ყველაზე გრძელი ომი მიმდინარეობდა ნიდერლანდებსა და სილის კუნძულებს შორის 335 წლის განმავლობაში - 1651-1986 წლებში. თუმცა ამისდა მიუხედავად, მსხვერპლი არ ყოფილა. 15.ინგლის-ზანზიბარის 1896 წლის ომი ყველაზე მოკლე ომადაა მიჩნეული. ის მიმდინარეობდა 38 წუთი. 14.ალბერტ აინშტაინი მიწვეული იყო ისრაელის მეორე პრეზიდენტად 1952 წელს, მაგრამ მან პოსტზე უარი თქვა. 13.ჯონ კენედი, ოლდოს ჰაქსლი, კლაივ ლუისი და ენტონი ბერჯესი - ყველანი ერთ დღეს დაიღუპნენ. 12.ნაპოლეონს ერთხელ ველური კურდღლები დაესხნენ თავს. 11.გერმანელი ფილოსოფოსი კარლ მარქსი ერთხელ ამერიკული გაზეთის 'ყოველდღიური ტრიბუნის' (Daily Tribune) კორესპონდენტი იყო. 10.კორეელმა პოლიტიკოსმა კიმ ჩენ ირიმ დაწერა ექვსი ოპერა. 9.ლორდ ბაირონს ჰყავდა დათვი კოლეჯის საერთო საცხოვრებელში. 8.1912 წელს, პარიზის ობოლთა თავშესაფარმა ლატარია გაათამაშა, სადაც პრიზად ცოცხალი ბავშვები დააწესეს. 7.პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში, ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალა შედგებოდა 18 პილოტისგან და 5-12 თვითმფრინავისგან. 6.პირველმა ბომბმა, რომელიც ჩამოაგდო ანტანტას ალიანსის სამხედრო ძალებმა ბერლინში მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკლა ერთადერთი სპილო ბერლინის ზოოპარკში. 5.არაბული ციფრები სულაც არ ყოფილა არაბების გამოგონებული - სინამდვილეში, ის გამოიგონეს ინდოელმა მათემატიკოსებმა. 4.ისლანდიის პარლამენტი უძველესია მსოფლიოს მოქმედ პარლამენტებს შორის. ის დაარსდა 930 წელს. 3.მიუხედავად დამანგრეველი და კატასტროფული ხასიათისა, ლონდონის დიდმა ხანძარმა, რომელმაც გაანადგურა 13 500 სახლი, 87 ეკლესია, წმინდა პავლეს ტაძარი და ადმინისტრაციული შენობების უმრავლესობა, მოკლა მხოლოდ 8 ადამიანი. 2.პიზას კოშკის მშენებლობა დაიწყო 1173 წელს. მისი საძირკველი უსწორმასწორო იყო, ამიტომ მშენებლობა შეჩერდა და მხოლოდ 100 წლის შემდეგ გაგრძელდა. ამის გამო, კოშკი არასდროს ყოფილა სწორი. 1.ანტიკური ხანის ეგვიპტელები ბალიშებად იყენებდნენ ქვის ფილებს. 1292 7-ს მოსწონს
|