x
image
Lerato
როგორ უნდა თევზაობა ყინულზე – სახალისო ისტორია
image

მისის ბეიკერს ძალიან უნდოდა ყინულზე თევზაობა. მან რამდენიმე სახელმძღვანელო

წაიკითხა ამის შესახებ; და ბოლოს, მას შემდეგ რაც შეიძინა ყველა საჭირო

აღჭურვილობა, გაუდგა გზას ყინულისკენ.


როცა ადგილზე მივიდა, მან ძირს დადგა თავისი კომფორტული სკამი და დაიწყო

ყინულის წრიული ამოჭრა.

მოულოდნელად, ზემოდან ხმამ დაიგუგუნა: "მაგ ყინულის ქვეშ თევზი არ არის."

შიშისგან შემკრთალი მისის ბეიკერი ადგა და ყინულის სხვა, უფრო შორეულ მხარეს

გადავიდა. ჩამოისხა ცხელი ყავა, მიირთვა, ცოტა დამშვიდდა და ისევ დაიწყო მეორე

ხვრელის ამოჭრა.

ზეციდან ხმამ კვლავ დაიქუხა: "მაგ ყინულის ქვეშ თევზი არ არის!" მისის ბეიკერი ისე

შეწუხდა და შეშფოთდა, რომ ყინულის ყველაზე შორეულ ნაწილში გადავიდა, დადგა

სკამი და ისევ შეუდგა ხვრელის ამოჭრას.

იგივე ხმა კვლავ ზარივით გაისმა ირგვლივ: "მაგ ყინულის ქვეშ თევზი არ არის!" უკვე სერიოზულად შეშინებული მისის ბეიკერი შეჩერდა, ზემოთ აიხედა და განწირული ხმით დაიძახა: "ეს შენ ხარ, ღმერთო?"

ხმამ უპასუხა: "არა, ეს მე ვარ – საციგურაო მოედნის მენეჯერი!"



3
115
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
115
  
2015, 1 აგვისტო, 20:44
"აბა დამაცადე" გამახსენდა :)))
2015, 1 აგვისტო, 19:02
აუ "ცუდად" ვარ :)))))
0 1 3