x
image
K.P.
ნინი ონიანი გიორგი ვარდოსანიძესთან რომანზე: "სხვისი კაცი არ მჭირდება"

image
ულამაზესი ნინი ონიანი, რომელსაც ქართველ სექსსიმბოლოდ მოიხსენიებენ ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. პროფესიით ფარმაცევტია. ბოლო კურსზე იყო, როდესაც ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს ყველაფერი მისი საქმე არ იყო. ნინის მშობლება წლების წინ დაშორდნენ, როდესაც გოგონა 5 წლის იყო. მას შემდეგ მამა მისით აღარ დაინტერესებულა. ნინი წამოიზარდა და მამა და ბებია მოინახულა, შეხვედრამ გულთბილად ჩაიარა, თუმცა ურთიერთობა მაინც არ გაგრძელდა. გოგონამ გადაწყვიტა თავი შოუბიზნესში დაემკვიდრებინა და სერიალ "დეტექტივებში" თამამი როლი შეასრულა. "იყო ისეთი სცენები სადაც შიშველი ვიყავი, მხოლოდ ტრუსები მეცვა. თავიდან მეგონა ვერ შევძლებდი. გავიცანი ის ადამიანი ვისთანაც უნდა მეთამაშა ეროტიული სცენა. მასთან ცალკე რეპეტიცია მქონდა, კოცნა და მთელი ამბები, რომ მერე გადასაღებ მოედანზე პრობლემა არ გვქონოდა. შემდეგ იყო უკვე გოგოსთან სცენები. ძალიან რთულია, ჩვეულებრივი სექსი გვქონდა თავის კოცნით და ყველაფრით. ძნელია გადასაღებ მოედანზე შიშველი ყოფნა, როდესაც ამდენი ხალხი გიყურებს"-იხსენებს ნინი.image

გოგონა ამჟამად კომედი არხზე მუშაობს. თვლის, რომ ძალიან გაუმართლა, რადგან კარგ გარემოში უწევს მუშაობა.ნინის მტკიცებით შეყვარებული არ არის, თუმცა წარსულში ჰყვარებია. "ადამიანის გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვსო, - ეს არ მესმის. პირველ რიგში, მამაკაცი სწორედ გარეგნულად უნდა მომეწონოს. ასევე, უნდა იყოს ყურადღებიანი. ჩემ გვერდით ვერ ავიტან უსაქმურ ადამიანს. კაცი ჩემზე ძლიერი უნდა იყოს..."-განაცხადა ნინიმ.

გოგონამ რადენიმე კვირის წინ გიორგი ვარდოსანიძესთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვენა. როგორც თავად ნინი ირწმუნება, რომ ის და გიორგი მხოლოდ მეგობრები არიან და როდესაც ვარდოსანიძე გაიცნო, ის ცოლს გაშორებული იყო. "როცა გიორგი გავიცანი, ის და სალომე ჭაჭუა ერთად უკვე აღარ იყვნენ. გიორგის დაახლოებით ორი თვის წინ შევხვდი პირველად. ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს. მე და გიორგი ახალი დამეგობრებულები ვართ და ჭორი, რომ ვინმეს შორის ჩავდექი, აბსურდულია. მსგავსი რამ არასოდეს გამიკეთებია. სხვისი კაცი და ქალი კი არა, ცხვირსახოცი არ მჭირდება"-ამტკიცებს გოგონა.imageimage

1
549
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
549
  
2015, 1 აგვისტო, 18:26
ეს ვარდოსანიძე რა იგბალა ვინმეა ,., ყველა მაგარ გოგოსთან ეს იჩIთება ქალის მაჩალკასავით, თანა ამათი მეგობრობა ყველამ იცის რა არის:):)??
0 1 1