x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ტერატოგენები

imageემბრიონისა და ნაყოფის განვითარებაზე ძალიან ბევრ ფაქტორს შეუძლია ზეგავლენის მოხდენა.
მშობელს კი ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ნაყოფის განვითარებისთვის უსაფრთხო
გარემოს შესაქმნელად. ტერატოგენი არის ფაქტორი, რომელიც არღვევს ნაყოფის ნორმალურ
განვითარებას. ტერატოგენებით გამოწვეული ზიანი საკმაოდ რთული ბუნებისაა და დამოკიდებულიასხვადასხვა ფაქტორზე. ესენია:
• დოზა: რაც მეტია ტერატოგენის დოზა და მოქმედების ხანგრძლივობა, მით მეტია ზიანი.
• მემკვიდრეობა: მნიშვნელოვანია დედის და განვითარებადი ორგანიზმის გენოტიპი.
• სხვა ნეგატიური ფაქტორები: ერთდროულად რამოდენიმე ნეგატიური ფაქტორმა, როგორიცაა -
არასრულფასოვანი კვება, არასათანადო სამედიცინო ჩარევა, პლუს ტერატოგენებმა, შეიძლება
გააძლიეროს მავნე ფაქტორის ზემოქნედება. მრავალრიცხოვანი კვლევები აჩვენებს, რომ
ახალშობილის მცირე წონა დაბადებისას (რაც შეიძლება გამოწვეული იყოს არასრულფასოვანი
კვებით) კორელაციაშია, მოზრდილობის ასაკში ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა - გულის
დაავადებები, ინსულტი და დიაბეტი.
• ასაკი: ტერატოგენების მოქმედების ხარისხი დამოკიდებულია ორგანიზმის ასაკზე.
განვიხილოთ პრენატალური განვითარების თითოეულ პერიოდში როგორ მოქმედებს ტერატოგენები:
 ზიგოტის პერიოდი: იმპლატანციამდე ტერატოგენები იშვიათად ახდენენ ზეგავლენას, ხოლო
თუ ეს მოხდა, უჯრედების მცირე მასა იმდენად ზიანდება, რომ იღუპება.
 ემბრიონის პერიოდი: სერიოზული დეფექტების ყველაზე დიდი ალბათობა სწორედ ამ
პერიოდშია, რადგან ამ დროს მთელს სხეულს ეყრება საფუძველი. ამიტომ ყველაზე მეტად
საფრთხილო პერიოდი ორსულობის დროს სწორედ ეს პერიოდია.
 ნაყოფის პერიოდი: მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი შედარებით ნაკლებად სენზიტიურია
წინა პერიოდთან შედარებით, ისეთი ორგანოების განვითარება, როგორიცაა - ტვინი,
თვალები, გენიტალიები შეიძლება ძლიერ დაზიანდეს, რადგან მათი ფორმირება ამ
პერიოდშიც გრძელდება.
ტერატოგენებით გამოწვეული დაზიანებები მარტო ფიზიკური დაზიანებით არ შემოიფარგლება. ზოგი
დეფექტი იმდენად უხილავია, რომ დიდი ხნის შემდეგ ხდება შესამჩნევი, რაც სოციალურ, ემოციურ და
შემეცნებით განვითარებაში შეფერხებით ვლინდება.
ძლიერმომქმედი ტერატოგენებია: მედიკამენტები, კოფეინი (ყავა, ჩაი, კაკაო, კოლა), ნარკოტიკული
ნივთიერებები, თამბაქო, ალკოჰოლი, გარემოს დაბინძურება (ქიმიკატები, რადიაცია), ინფექციური
დაავადებები (წითურა, შიდსი, ჰერპესი).
ტერატოგენების გარდა, ემბრიონისა და ნაყოფის განვითარებაზე გავლენას ახდენს - დედის ვარჯიში,
კვება, ემოციური მდგომარეობა და ასაკი.

0
476
1-ს მოსწონს
ავტორი:ანი ჯავახაძე
ანი ჯავახაძე
476
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0