x
image
natia.a
25 ყველაზე სექსუალური რომანი კაცობრიობის ისტორიაში

image
Playboy.com-ის რედაქციამ შეადგინა სია იმ 25 რომანისა, რომლებიც კაცობრიობის ისტორიაში "ყველაზე სექსუალურ" რომანებად შეიძლება ჩაითვალოს. სიის შედგენაზე მუშაობდა ცნობილი ჟრნალისტი ჯიმ პეტერსენი და Playboy.com-ის რედაქტორი, სტეისი კლეინი.
ერთ-ერთ ინტერვიუში პეტერსენმა განაცხადა, რომ ამგვარი სიის შედგენა ურთულესი იყო, რადგან მხოლოდ Amazon.com-ის "ეროტიკული ლიტერატურის" განყოფილებაში 3500 დასახელების რომანი მოიძებნება: აქ არის როგორც ტრადიციული სასიყვარულო ურთიერთობები, ასევე ჰომოსექსუალური თემატიკა, ვამპირთა სიყვარული და ა.შ. მაგრამ სიის შემდგენლებს უნდა ამოერჩიათ ჭეშმარიტად ღირებული და პოპულარული რომანები, რომლებმაც დროს გაუძლეს და დღესაც ინტერესის საგანს წარმოადგენენ.

ქვემოთ წარმოგიდგენთ "ყველაზე სექსუალური რომანების" ნუსხაში შესულ 25 წიგნს.


1. ჯონ კლელანდის „ფენი ჰილი, ანუ სიამოვნების მომნიჭებელი ქალის მემუარები“ (Fanny Hill: "Memoirs of a Woman of Pleasure", John Cleland, 1749)
image
„ფენი ჰილი“ აშშ-ის ისტორიაში მიიჩნევა ყველაზე დიდი ხნით აკრძალულ წიგნად. 1821 წელს წიგნი გამოცხადდა ამორალურად და მანამდე ატარებდა ამ სტატუსს, სანამ 1966 წელს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საპირისპირო არ გადაწყვიტა. ეს არის ახალგაზრდა, მიამიტი პროვინციელი გოგოს ისტორია, რომელიც ლონდონში მოხვდა და უამრავი ეროტიკული თავგადასავალი გადახდა, ბოლოს კი ნამდვილი სიყვარული იპოვა.


2. დევიდ ჰერბერტ ლოურენსის „ლედი ჩატერლეის საყვარელი“ ("Lady Chatterley's Lover" D.H. Lawrence, 1928)
image

ის, რაც დღეს ლოურენსის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად მიიჩნევა, მის სიცოცხლეში მხოლოდ პირად საიდუმლოებას წარმოადგენდა. წიგნი, რომელიც თავდაპირველად პირადი დაფინანსებით გამოიცა, 1928 წელს (ლოურენსის სიკვდილამდე 2 წლით ადრე), მოგვითხრობს მდიდარი ქალბატონისა და მისი ქმრის მოსამსახურის სასიყვარულო ურთიერთობაზე. წიგნმა ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც ამერიკულმა (1959 წ.) და დიდმა ბრიტანულმა (1960 წ.) გამომცემლებმა გამოსცეს. ორივე გამოცემამ სათავე დაუდო გახმაურებულ სასამართლო პროცესებს (წიგნების პორნოგრაფიული ხასიათის ბრალდებით), თუმცა ორივე შემთხვევაში გამომცემლები გამართლდნენ.


3. ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკი“ ("Tropic of Cancer", Henry Miller, 1934)
image„ჩემ თავს პირობა დავუდე, რომ, ჩემს დაწერილში ერთ სიტყვასაც არ შევცვლი“- ეს სიტყვები მილერმა 1963 წელს წარმოთქვა, როცა „კირჩხიბის ტროპიკის“ სასამართლო პროცესები დაიწყო. ამ ნახევრად ავტობიოგრაფიულ რომანს ჯორჯ ორუელმა უდიდესი ინგლისური ნაწარმოები უწოდა. სემუელ ბეკეტმა კი რომანის გამოცემა მისი თანამედროვე მწერლობის უდიდეს მოვლენად შერაცხა. 1964 წელს აშშ-ის უზენასმა სასამართლომ „კირჩხიბის ტროპიკს“ ამორალური ნაწაროების სტატუსი მოუხსნა.


4. პოლინ რეაჟის "ო-ს ამბავი" ("Histoire d'O", Pauline Réage, 1954)
image
XX საუკუნის ყველაზე სკანდალურმა ეროტიკულმა რომანმა, "ო-ს ამბავი", რომელიც საფრანგეთში პირველად 1954 წელს გამოიცა, არა მხოლოდ უზარმაზარი რეზონანსი, არამედ ავტორის მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია. კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ქალს არ შეუძლია სხვა ქალის განცდებისა და ცხოვრების ამგვარად გადმოცემა. თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ ფრანგმა მთარგმნელმა, დომინიკ ორიმ აღიარა, რომ სწორედ მან დაწერა რომანი და უფრო მეტიც, ნაწარმოები სანახევროდ ავტობიოგრაფიულია. 1975 წელს წიგნი ეკრანიზებული იქნა ეროტიკული კინოს დიდოსტატის, ჟუსტინ ჟაკენის მიერ.


5. ჯეიმს ბალარდის "ავტოკატასტროფა" ("Crash", J.G. Ballard)

image

ავტოკატასტროფაში იღუპება ცნობილი ტელეწამყვანი, რობერტ ვოგანი. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ საავარიო სიტუაცია თავად დაღუპულმა დაგეგმა. ვოგანისა და მისი ცოცხლად დარჩენილი მეგობრებისთვის, რომლებიც არატრადიციული სექსუალური გართობების მოყვარულები იყვნენ, საავარიო სიტუაციაში მყოფ მანქანაში სექსი განსაკუთრებულ სიამოვნებას იწვევს...


6. ენ რეისის "ინტერვიუ ვამპირთან" ("Interview with the Vampire", Anne Rice)
image


7. ფილიპ როთის "პორტნოის სინდრომი" ("Portnoy's Complaint", Philip Roth)


"პორტნოის სინდრომი" ფილიპ როთის ყველაზე ცნობილი რომანი. გამოიცა 1969 წელს. მთავარი თემებია გაუცხოება და მარტოობა. რომანში ახალგაზრდა ებრაელი მამაკაცის იუმორისტული და სექსუალურად ღია ფსიქოლოანალიტიკური მონოლოგია მოცემული. სიუჟეტი ერთი ფსიქოთერაპიის სეანსია, სადაც მთავარი გმირი, ალექს პორტნოი, მონოლოგს წარმოთქვამს, რომელიც ბავშვობის მოგონებებით იწყება. წიგნმა ამერიკაში ისეთივე ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორიც თავის დროზე ვლადიმირ ნაბოკოვის „ლოლიტამ“ და ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკმა“.


8. ჯონ ფაულზის "მაგი" ("The Magus", John Fowles)


9. ჰარუკი მურაკამის "მექანიკური ჩიტის ქრონიკები" ("The Wind-up Bird Chronicle", Haruki Murakami, 1997)

image

ეს წიგნი 1997 წელს გამოქვეყნდა და ჰარუკი მურაკამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია. ტორუ ოკადა, რომელმაც ახლახანს დაკარგა სამუშაო, იწყებს თავისი ცოლის დაკარგული კატის ძებნას, რომელიც, ცოლის აზრით, მათი ურთიერთობის სიმბოლოა. ამ ძებნის დროს ტორუ ისეთ საიდუმლოებებს წააწყდება, როგორებიც, ვერასოდეს იფიქრებდა, თუ იარსებებდა ტოკიოს ამ მშვიდ გარეუბანში.


10. სკოტ სპენსერის "უსასრულო სიყვარული" ("Endless Love", Scott Spencer)



11. ვლადიმირ ნაბოკოვის "ლოლიტა" ("Lolita", Vladimir Nabokov)

image
"ლოლიტას" კრიტიკოსები ხშირად მოიხსენიებენ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრულ ნაწარმოებად. "ლოლიტა, თეთრკანიანი ქვრივი მამაკაცის აღსარება" – ასე უწოდებს თავად მწერალი რომანს, რომელიც ერთი შეხედვით მოწიფული მამაკაცისა და თორმეტი წლის გოგონას საბედისწერო, წინააღმდეგობრივი სიყვარულის ამბავია, მაგრამ სასიყვარულო ისტორიის მიღმა დახვეწილი ევროპისა და ომისშემდგომი "ჭკუამხიარული" ამერიკის შეჯახებაა დახატული. სიტყვა "ხატვა", ამ შემთხვევაში, სწორედ რომ შესაფერისია, რადგან "ლოლიტა" სავსეა სიმბოლური სახეებით, სიტყვათა თამაშითა და ღრმა ფსიქოლოგიური პორტრეტებისა და პერსონაჟების ზუსტი, ლაკონური აღწერით.


12. მოლი ვეზერფილდის "კერის ისტორია" ("Carrie's Story", Molly Weatherfield)


13. ერიკა იონგის "ფრენის შიში" ("Fear of Flying", Erica Jong, 1973)


14. გრეის მეტალიუსის "პლეიტონ პლეისი" ("Peyton Place", Grace Metalious)


15. ჟორჟ ბატაის "ისტორია თვალისა" (Georges Bataille, "Histoire de l'œil", 1928)
image
ეს არის ჟორჟ ბატაის პირველი გამოქვეყნებული ნაწარმოები, რომელიც ლორდ ოშის ფსევდონიმით გამოიცა. ავტორი ცდილობს უბიწოებისა და გარყვნილების, დაუოკებელი თავისუფლებისა და აღვირახსნილი ეროტიზმის ერთიანობის წარმოჩენას.


16. ემი მ. ჰომსის "ალისას დასასრული" ("The End of Alice", A.M. Homes, 1996)


17. ნიკოლსონ ბეიკერის "ვოქსი" ("Vox", Nicholson Baker, 1992)


18. "Rapture", Susan Minot, 2002


19. "Plaisirs singuliers", Harry Mathews, 1983


20. "In The Cut", Susanna Moore, 1995


21. "Brass", Helen Walsh, 2004


22. "Candy", Terry Southern and Mason Hoffenberg, 1958


23. "Forever", Judy Blume, 1975


24. ნორმან მეილერის "ამერიკული ოცნება" ("An American Dream", Norman Mailer, 1964)
image

ნაწარმოები იმით იწყება რომ მთავარი გმირი, ამერიკული გაგებით წარმატებული ადამიანი (ომის გმირი, ყოფილი კონგრესმენი და წარმატებული ტელე წამყვანი) ალკოჰოლურ აგონიაში საკუთარ ცოლს კლავს, თუმცა შემდგომ ცდილობს უარყოს საკუთარი დანაშაული… სიუჟეტიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ “ამერიკული ოცნება” ამერიკაზე ერთგვარ სატირას წარმოადგენს.


25. "The Carpetbaggers", Harold Robbins, 1961.






0
3201
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0