x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
”პროფესიული გადაწვა”


image
ტერმინი ”პროფესიული გადაწვა” თავდაპირველად გამოიყენებოდა ემოციური გამოფიტვის მდგომარეობის აღსანიშნავად, რომლისთვისაც დამახასიათებელია უკიდურესი ცინიზმი. პროფესიული გადაწვა ემართებათ იმ მუშაკებს, ვისი პროფესიული საქმიანობაც გულისხმობს სხვა ადამიანების დახმარებას. მაგალითად, სოციალური მუშაკი, ექიმი, მეხანძრე და ა.შ. მათ უწევთ დაძაბულ და რთულ სიტუაციებში ფუნქციონირება, ეს კი იწვევს ”გადაწვას”.
დღეს ეს ტერმინი გამოიყენება იმ ადამიანების მიმართაც, ვინც ბევრს შრომობს და მთელ ენერგიას ხარჯავს, პრაქტიკულად მიუწვდომელი მიზნების მისაღწევად. ასევე ”გადაწვა” შეიძლება დაემართოს სამსახურში დაბალი სტატუსის მქონე ადამიანებს, რის გამოც მათ არ შეუძლიათ რეაგირება მოახდინონ მათდამი ”ცუდ” დამოკიდებულებაზე.
ზოგადად, ”პროფესიული გადაწვის” მიზეზად შეიძლება დავასახელოთ დაბალი ანაზღაურება.
ადამიანებს, ვინც ”გადაიწვა” სამსახურში, თავიდან ჰქონდათ მაღალი იდეალები და საუკეთესო სურვილები. დროთა განმავლობაში აღმოჩნდება, რომ მათ არ შეუძლიათ ყველას დახმარება ან პრობლემები, რომლის გადაჭრაც უნდათ იმდენათ სერიოზულია, რომ ვერ შეძლებენ მის საბოლოოდ მოგვარებას. მაგალითად, სიღარიბე, პედაგოგიური პრობლემები, ძალადობა, ნარკომანია, ავადმყოფობა და მისი პროფილაქტიკა და ა.შ. ამის გამო ისინი განიცდიან ბრაზს და ფრუსტრაციას. სამუშაო ხდება მათთვის ”ტვირთი”, რომლის ტარებაც უჭირთ. მათ შეიძლება თავისი ბრაზი მიმართონ იმ ადამიანების მიმართ ვისაც უნდა ეხმარებოდნენ ან იკავებენ ემოციებს, იქცევიან გულგრილად. მათ შეიძლება დაემართოთ ფიზიკური გამოფიტვა, ფსიქოსომატური დაავადებები.
პროფესიული გადაწვის თავიდან ასაცილებლად საჭიროა რეალისტური მიდგომა საკუთარი პროფესიის მიმართ. ასევე საჭიროა პირადი ცხოვრების გამოყოფა სამუშაოდან და ისეთი ინტერესების ფორმირება, რომელიც არ არის დაკავშირებული სამსახურთან, მაგალითად რაიმე ჰობის.

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ჯავახაძე
ანი ჯავახაძე
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0