x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ნერვული ანორექსია და ნერვული ბულემია

ნერვული ანორექსია და ნერვული ბულემია მოზარდობის ასაკის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რაც მძიმე შედეგებით, ხოლო ანორექსიის შემთხვევაში კი, სიკვდილითაც შეიძლება დასრულდეს. აღნიშნული კვებითი აშლილობები ძირითადად გოგონებისთვის არის დამახასიათებელი. ხშირად ადამიანი შეიძლება დაავადებული იყოს ერთდროულად ნერვული ანორექსიით და ნერვული ბულემიით.
ნერვული ანორექსია (ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს - უმადობას) არის კვებითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება საკვების შეზღუდვით. ანორექსიით დაავადებულებს აქვთ წონაში მატების ირაციონალური შიში და საკუთარი სხეულის არასწორი აღქმა. ანორექსია როგორც წესი, მოზარდობის ასაკში ვითარდება. წონაში მატების შიშით, მოზარდები ზღუდავენ საკვების
მიღებას და ხშირად შიმშილობენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თუმცა ისინი არ კარგავენ მადას, ამიტომ ამ ტიპის ზეწოლამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური გართულებები.
ნერვული ანორექსიით დაავადებულ ადამიანს ახასითებს:* თვალშისაცემი სიგამხდრე
* წონის მატების გადაჭარბებული შიში
* ოსტეოპოროზი
* კანის სიმშრალე და სიყვითლე, სხეულზე თმის საფარველის მომატება
* დაბალი სისხლის წნევა, სუნთქვის და პულსის სიხშირის შემცირება, სხეულის ტემპერატურის კლება
* ძლიერი გატაცება ფიზიკური ვარჯიშით
* მენსტრუაციულ ციკლთან დაკავშირებული პრობლემები
* დეპრესია და ძილის დარღვევა
* საფაღარათო და დიორეზული საშუალებების მიღება
* გუნება-განწყობილების საერთო ფონის დაქვეითება, შერწყმული ჰიპერაქტიობასთან (შორსწასულ შემთხვევაში ჰიპერაქტიობა იცვლება მოდუნებით)
* დაბალი თვითშეფასება
ნერვული ბულემია (ბერძ. Bull - ხარი, limol - შიმშილი) არის კვებითი აშლილობა, რომელიც ზომაზე მეტი საკვების მიღებით და შემდგომ, ხელოვნური გულისრევით ხასიათდება. ანორექსიის მსგავსად, ბულემიით უფრო ხშირად ავადდებიან მოზარდები. ბულემია ანორექსიასთან შედარებით ნაკლებად საშიშია, თუმცა უფრო მეტადაა გავრცელებული.
ბულემიით დაავადებულს ახასიათებს:
* ჭამის შემდეგ სუფრის სწრაფი მიტოვება და ტუალეტის ხშირი სტუმრობა
* დეჰიდრატაცია, ხშირი ღებინების გამო
* პირის ღრუს დაზიანება.
* კბილების ეროზია, რომელიც გამოწვეულია კუჭის მჟავას კბილებთან ურთი-ერთქმედებით
* გასტოენდეროლოგიური დარღვევები, თირკმლის პრობლემები
* უჭირთ შიმშილის გრძნობის და ”დარდის” ერთმანეთისგან გარჩევა
* პროდუქტების მომარაგება
* დაბალი თვითშეფასება
* დეპრესია, დანაშაულის გრძნობა და საკუთარი თავის სიძულვილი
* მკაცრი თვითკრიტიკა
* პერფექციონიზმი (სწრაფვა სრულყოფისკენ)
* განცდა, რომ არ შეუძლია თვითკონტროლი და მუდმივად შექების მიღების სურვილი

ნერვული ანორექსიის და ნერვული ბულემიის წარმოშობის მიზეზები:

სოციალურ მეცნიერებათა ბევრი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ კვებითი აშლილობის მიზეზია სოციალური ფაქტორები, კერძოდ, საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ ლამაზია ”გამხდარი ქალი”.
ზოგი მეცნიერი ნერვული ანორექსიის მიზეზად ბიოლოგიურ ფაქტორებს ასახელებს. ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ანორექსიას იწვევს ჰიპოთალამუსის დისფუნქცია, რომელიც აკონტროლებს მენსტრუალურ ციკლს და საკვების მოთხოვნილებას. ბულემიის შემთხვევაში კი მიჩნეულია ორგანიზმში სეროტონინის (ბედნიერების ჰორმონი) ნაკლებობა, რომელიც მნიშვნელოვნად განაპირობებს ადამიანის გუნება-განწყობილებას და მადას.
ასევე მნიშვნელოვანია პიროვნული და ოჯახური ფაქტორები. ნერვული ანორექსიით და ბულემიით დაავადებულებს ხშირად ახასიათებთ სიჯიუტე, გადაჭარბებული აკურატულობა, ჰიპერაქტიობა, რიგიდულობა, დედისადმი გადაჭარბებული მიჯაჭვულობა, პერფექციონიზმი, დაბალი თვითშეფასება.
ამ დაავადების მქონე მოზარდები ხშირად იზრდებოდნენ ისეთ ოჯახურ გარემოში, სადაც მაღალი იყო ”კონტროლი” (ავტორიტარული აღზრდის სტილი) და მათგან მოითხოვდნენ ”სრულყოფილებას”. ასევე ადგილი ჰქონდა მშობლების მხრიდან ჰიპერმზრუნველობას, როცა მშობელი არ ასწავლის ბავშვს პრობლემებთან გამკლავებას.
imageimage
: კვებითი აშლილობები საჭიროვებს ხანგრძლივ და ინტენსიურ მკურნალობას ფსიქიატრთან და ფსიქოთერაპევტთან. ხშირად ორივე სახის კვებითი აშლილობის სამკურნალოდ გამოიყენებენ ანტიდეპრესანტებს, ვინაიდან დეპრესია ხშირად წინ უსწრებს ან ახლავს კვებით აშლილობებს.

0
460
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ჯავახაძე
ანი ჯავახაძე
460
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0