x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ენერგია

image

ენერგია - ტერმინი საბუნებისმეტყველო და ფილოსოფიურ მეცნიერებებში აღნიშნავდა ძალას რომელსაც ამოქმედებდა სხვადასხვა მექანიზმებს და პროცესებს ან ხელს უწყობდა ადამიანის ჩანაფიქრების რეალიზაციას.

ფსიქოანალიზის განვითარების პროცესში ზ.ფროიდმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ადამიანის სულიერ ცხოვრებაში არსებობს განსაკუთრებული სახის ენერგია, რომელიც არის ფსიქიკური აპარატის ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ფროიდმა ამ ტიპის ენერგიას უწოდა ფსიქიკური და ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ ხდება ფსიქიკაში მისი დაგროვება, ცნობიერ არაცნობიერ და ქვეცნობიერ სიტემებში მისი განაწილება და მათი ერთი სისტემიდან მეორეში გადანაცვლება.

ფროიდმა გამოთქვა მოსაზრება იმის შესაზებ, რომ რეგრესიის დროს სიზმებში ხდება ცვლილება „გარკვეულ სქემებში ენერგიის გადანაწილება“, და მათ შორის არსებული ცენზურის წყალობით, ცნობიერება გავლენას ახდენს ჩვენი „ფსიქიკური ენერგიის განაწილებაზე“. ფსიქიკური აპარატის ფუნქციონირების საკითხის განხილვისას მან გამოყო პირველი სისტემა(არაცნობიერი) და მეორე სისტემა (წინარეცნობიერი). პირველი სისტემა მისი აზრით ხასიათდება ენერგიის თავისუფალი, მოძრავი ენერგიით, მეორე - დამოკიდებელით. პირველ სისტემასთან შედარებით მეორე სისტემას „შეუძლია ენერგიის დიდი ნაწილის შენახვა და მხოლოდ მცირე რაოდენობით მისი გამოყენება“.

ფროიდმა ადამიანის ცხოვრებაში სექსუალურობის როლის და ნერვოზების გაჩენის კვლევისა დროს იყენებდა ტერმინს „ლიბიდო“, როგორც ძალას რომელშიც გამოხატული იყო სექსუალური ლტოლვა. ფაქტიურად ლაპარაკი იყო სექსუალური ლტოლვის ენერგიაზე, როგორც ფსიქიკური ენერგიის ძირითად შემადგენელ ნაწილზე. მოგვიანებით, როდესაც ფროიდმა წარმოადგინა ლტოლვის თეორია, ტერმინი „ლიბიდო“ ფროიდის მიერ მიკუთვნებული იყო ცხოვრებისადმი ლტოლვის ენერგიასთან, ეროსთან.

მოგვიანებით ფროიდი მივიდა იმ აზრამდე, რომელის მიხედვითაც ლტოლვა შეიძლებოდა განხილულიყო, როგორც ორგანიზმის მიერ აღდგენისადმი სწრაფვა, რაიმე სახის ცხოვრებისეული მოვლენების გდატანის შემდგომ. მის მიერ გაკეთებული დასკვნიდან გამომდინარე, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი შემდგომში უნდა მოკვდეს, ხელს უწყობდა ფსიქიკური ენერგიის განხილვას, როგორც სიცოცხისადმი სწრაფვაში ასევე სიკვდილასდმი, განადგურების ინსტინქტისადმი სწრაფვაში. ფროიდის წარმოდგენა სიცოცხლისადმი და სიკვდილისადმი სწრაფვას შეჰქონდა დაზუსტებები მის კონცეფციაში, რაც არ ითქმის ფსიქიკური ენერგიის ფსიქოანალიტიკურ განხილვაზე. ფროიდი შემთხვევით არ წერდა თავის ნამუშევრებში, ენერგიის არსის წვდომის სირთულეზე. თუ ეროსის ენერგია მის მიერ განხილური იყო როგორც სექსუალური ენერგია, ლიბიდო, მაშინ ჩვენ არ გვაქვს განადგურების ინსტინქტის აღმნიშვნელი ანალოგიური ტერმინი.

0
166
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მარიამ ჩხიკვაძე
მარიამ ჩხიკვაძე
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0