x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მომღერალ ეკა კვალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

image
ეკა კვალიაშვილი პოპულარული ქართველი მომღერალია. ძლიერი ვოკალური მონაცემებით გამორჩეულ მომღერალს ცხოვრებაში ბევრი სირთულე შეხვდა. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ეკას პოლიტიკური შეხედულებების გამო კონცერტებიდან და სხვა ღონისძიებებიდან შემოთავაზებები არ მიუღია. ცხადია იყო ეკონომიური პრობლემებიც.

ექიმებმა ეკას ნეიროვირუსის დიაგნოზი დაუსვეს. მომღერლის დასახმარებლად გარკვეული თანხაც შეგროვდა, თუმცა მას მხლოდ მცირე ნაწილი გადაეცა. ეკას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ზოგჯერ თავს შეუძლოდ გრძნობს. რამდენიმე თვის წინ მომღერალი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდა. "მე, ეკა კვალიაშვილი, ვაცხადებ, ტელევიზიით, გაზეთით, აპარატში ზარით, მოვითხოვე შეხვედრა ბატონო პრეზიდენტო თქვენთან, ნუ მომაყენებთ შეურაწყოფას თქვენი უყურადღებობით! თქვენ ხართ ვალდებული, რომ დაინტერესდეთ, თუ რატომ ვითხოვ ასე დაჟინებით თქვენთან საუბარს, თუ კი თქვენ მართლა ხართ ამ ქვეყნის პრტეზიდენტი და ასეთად მიგაჩნიათ თავი, მე ამ ქვეყნის ერთ ერთი სერიოზული სახე, და ცნობილი ადამიანი, რომელიც ითხოვს, არა უკვე მოითხოვს თქვენთან შეხვედრას, თან სასწრაფოდ. მე ვეღარ დავიცდი, მე ისედაც უამრავი წელი და დრო დამაკარგინა წინა მთავრობამ. მეგონა თქვენ შეგნებით მაღლა იდექით, მე იძულებული ვარ საჯაროდ დავწერო ეს მოთხოვნა! მე არც სახუმარო დრო მაქვს და არც ლოდინის დრო. სასწრაფოდ შემხვდით, ერთხელ კიდევ ვიტოვებ იმედს, შემდეგ, კი, სერიოზულ ბრიფინგს მოვაწყობ, ბბს, სნნ, და ასე შემდეგ და მთელს მსოფლიოს გავაგებინებ რა დამოკიდენბულება აქვს საქართველოს მთავრობას და პრეზიდენტს, თავისი ქვეყნის სახესთან, მომღერალთან და ქალთან, ისე სხვათა შორის, წელს ქალთა წელია და სერიოზული პატივისცემაა საჭირო. პირადად მე, ეკა კვალიაშვილი ამას მოვითხოვ, რადგან დავიმსახურე წლებია, შემოქმედებით, ქვეყნის სიყვარულით, სიმართლით. ჩემი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი მამაკაცებისგან! პრეზიდენტისგან, პრემიერისგან და ასე შემდეგ, ვინ უნდა გახდეს მაგალითი სხვა დანარჩენთათვის, თუ არა თქვენ? ველი, თქვენს ჯენტნლმენურ დამოკიდებულებას და შეხვედრას, ჩემთვის და ქვეყნისთვის საჭირო და გადაუდებელ თემაზე!"image

როგორც ირკვევა, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. ''აშკარად გაიღვიძეს ჩემმა ანთებებმა... რა საზიზღარია, რა ცუდია და რომ ვერ ახსნი რა გაწუხებს, ისეთი ბანძი და დედა აფეთქებული შეგრძნებაა. თითქოს მტეხავს მთელ სხეულში, თავი, ყურები მიგუბდება, თავისით მეტირება, ჩასუნთქვისას. რაღაც აუხსნელი შეგრძნება მაქვს, ბანძი, დავიღალე.

ეს დამპალი ავადმყოფობა, ორ წელიწადში ერთხელ იღვიძებს, და არავინ არ იცის როდის ჩაეთრევა, თვალები მტკივა?''-წერს მომღერალი სოციალურ ქსელში. image

0
919
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
919
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0