x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ ამოვიცნოთ გულის შეტევა ერთი თვით ადრე
image


საყოველთაოდ ცნობილია, რომ პირველი დახმარების აღმოჩენის განათლების დონე

საზოგადოებაში გაცილებით მაღალი რომ იყოს, სხვადასხვა უბედური შემთხვევების

დროს დაშავებულთა გადარჩენის შანსი, შესაბამისად, მაღალი იქნებოდა.



ასევე ცნობილია, რომ უკეთესია ნებისმიერი ავადმყოფობა თავიდან ავიცილოთ, ვიდრე

შემდგომ ვიმკურნალოთ. თუ ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობაზე ისე ზრუნავს, როგორც საჭიროა, მაშინ მას არ გამოეპარება ის საგანგაშო სიმპტომები, რომელთაც მას

ორგანიზმი უგზავნის. ზოგჯერ, იმისათვის რომ მოვახდინოთ სერიოზული პრობლემების პრევენცია, საკმარისია მოვისმინოთ, თუ რისი თქმა სურს ჩვენს ორგანიზმს.


იცოდით, რომ ადრეული სიკვდილის გამომწვევი ძირითადი მიზეზი – გულის შეტევაა?


მიიღეთ და სხვებსაც გაუზიარეთ ინფორმაცია იმ საგანგაშო სიმპტომებზე,

რომელთაც შეუძლიათ გაგაფრთხილონ სულ ცოტა ერთი თვით ადრე მომავალი

უბედურების შესახებ


image


1. დაღლილობა


როდესაც არტერიები ვიწროვდება, თქვენი გული გაცილებით ნაკლებ სისხლს იღებს,

ვიდრე ადრე იღებდა. ეს ართულებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. პირველი

ნიშანი ამ პრობლემებისა არის მუდმივი ძილიანობა და ძლიერი დაღლილობა.


2. სუნთქვის რიტმის დარღვევა


თუ თქვენი გული ვერ იღებს საჭირო რაოდენობის სისხლს, ეს ნიშნავს რომ ფილტვებს

არ მიეწოდება იმ რაოდენობის ჟანგბადი, რამდენიც აუცილებელია მათი სრულფასოვანი

ფუნქციონირებისთვის.

ეს ორი სისტემა ერთმანეთზე მჭიდროდ არის დამოკიდებული. ერთი ვერ იმუშავებს ნორმალურად მეორის გარეშე. ასე რომ, თუ თქვენ ხშირად გაქვთ პრობლემები

არათანაბარ სუნთქვასთან დაკავშირებით, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, რაც შეიძლება ჩქარა.


3. სისუსტე


თუ თქვენ მთელს სხეულში სისუსტეს გრძნობთ, ეს იმაზე მიასწავლებს, რომ არტერიებში მეტისმეტად ცოტა სისხლია. თქვენი კუნთები ვერ იღებენ საჭირო

რაოდენობის ჟანგბადს და მკვებავ ნივთიერებებს. ასე რომ, თუ უმიზეზოდ ძლიერ სისუსტეს იგრძნობთ, ეს თავისთავად მიანიშნებს გულ-სისხლძარღვთა სერიოზული

პრობლემის არსებობაზე.


4. თავბრუსხვევა და ცივი ოფლი


როდესაც ტვინს არასაკმარისი რაოდენობის სისხლი მიეწოდება, ეს ძლიან სახიფათოა სიცოცხლისთვის. თუ ხშირად გასხავთ ცივი ოფლი და ამასთან თავბრუც გეხვევათ,

თქვენ ნამდვილად არ უნდა გაუწიოთ იგნორირება ასეთი სახის სიმპტომებს.


5. ზეწოლა გულმკერდის არეში


თუ პერიოდულად გიჩნდებათ ზეწოლის სიმპტომები და დისკომფორტი გულმკერდის არეში, ეს ძალიან საშიშია. მსგავსი ნიშნები დროთა განმავლობაში უფრო ხშირად იჩენს

თავს და უფრო მძიმე იქნება მათი გადატანა. თუ იგნორირებას გაუკეთებთ – გულის

შეტევის რეალური საშიშროების პირისპირ აღმოჩნდებით.


image


როგორ უნდა გავართვათ თავი ამ ყველაფერს


თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ან რომელიმე თქვენს ახლობელს გადატანილი აქვს მსგავსი სახის სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის. საუკეთესო

საშუალება გულის შეტევის პრევენციისა არის მისი სიმპტომების გამოვლენა ადრეულ

სტადიაზე და პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყება.










3
397
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
397
  
2015, 30 ივლისი, 23:51
გაიხარეთ, ასევე.
2015, 30 ივლისი, 23:49
"ვინც გაფრთხილებულია – ის გადარჩენილია" ჯანმრთელობას გისურვებთ!!!
2015, 30 ივლისი, 23:38
ე.ი ცუდადაა ჩემი საქმე :))
0 1 3