x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მანდატურის სამსახურმა დღეს, 30 ივლისს დაიწყო ტრენინგები თემაზე „ბავშვთა მიმართ ძალადობა - გადამისამართების პროცედურები ბავშვის დაცვის საჭიროების შემთხვევებში

imageდღეს, 30 ივლისს დაიწყო ტრენინგები თემაზე „ბავშვთა მიმართ ძალადობა - გადამისამართების პროცედურები ბავშვის დაცვის საჭიროების შემთხვევებში“.

პროგრამის განმახორციელებელი არის მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) .

პროექტი მომზადდა “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის“ ხელშეწყობით. სამიზნე ჯგუფებს (ბენეფიციარებს) წარმოადგენენ მანდატურები მთელი საქართველოს მასშტაბით. ისეთ სკოლებში, სადაც არ ჰყავთ მანდატურები, სკოლიდან თითო წარმომადგენელი (დირექტორი/სასწავლო ნაწილი/მასწავლებელი) გაივლის აღნიშნულ სატრენინგო კურსს. ტრენინგი 2 დღიანია.
კურსი მოიცავს თეორიულ მასალას ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, ჯგუფთან მუშაობის პრინციპებზე, თემატურად დაკავშირებულ ღონისძიებებსა და აქტივიზატორებზე. ტრენინგის ძირითადი თემებია: „ბავშვზე ძალადობის განმარტება და ფორმები“; „ძალადობა და კონფლიქტი“; ძალადობის გავრცელების ხელშემწყობი და დამცავი ფაქტორები“; „ძალადობის შედეგები“; ძალადობაგანცდილი ან ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის ფიზიკური, ქცევითი და ემოციური ნიშნების ამოცნობა“; „ძალადობა სკოლაში“; „სექსუალური ძალადობის და სექსუალური ექსპლოატაციის მსხვერპლი ბავშვი“; „ძალადობაგანცდილ ბავშვთან ურთიერთობის ძირითადი საკითხები“; „მულტიდისციპლინარული და მულტისექტორული თანამშრომლობა“; „ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურები საქართველოში“

image.ინფორმაცია ვრცელდება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფეისბუქ გვერდზეimageimage

0
37
3-ს მოსწონს
ავტორი:გიო სტურუა
გიო სტურუა
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0