x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
როგორი იქნება მსოფლიო და რა ელის ადამიანთა მოდგმას 150 წლის შემდეგ?!
სამეცნიერო ფანტასტიური ფილმები შესაძლოა რეალობად იქცეს....


image




მედიცინის და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ადამიანის სიცოცხლის

ხანგრძლივობაც ყოველ ათ წელიწადში ერთხელ მატულობს...როგორც სამეცნიერო


ფანტასტიურ ფილმებშია ნაჩვენები, შესაძლებელია მომავალი თაობის ადამიანებს, (რომლებიც მოესწრებიან 2150 წელს ან 2200 წელს) მოუწიოთ ცათამბჯენებზე ცხოვრება, მფრინავი ამვტომობილებით მგზავრობა და შეეძლოთ შვილთა შვილიშვილების ნახვა (ეს იმას ნიშნავს რომ, ადამიანების სიცოცხლის

ხანგრძლივობა საშუალოდ 110 წელი იქნება).


image


მეცნიერებმა განიხილეს, თუ როგორი იქნება მსოფლიო 2163 წელს!


image


მედიცინის განვითარებასთან ერთად როგორც სტატიის დასაწყისში ავღნიშნეთ,

დედამიწაზე სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 110 წელი იქნება, მაგრამ

უფრო მეტიც შესაძლებელია. სანამ ადამიანები დაიბადებიან, მათ გენებიდან

ამოიღებენ მიკრობაქტერიულ დაავდებებს, რაც ადამიანის სიცოცხლის

ხანგრძლივობას გააორმაგებს.


image


ერთი საუკუნის შემდეგ ადამიანები არ დაავადდებიან მომაკვდინებელი დაავადებებით,

როგორებიცაა: კიბო და ალცჰეიმერი.

განახლებული ღეროვანი უჯრედების თერაპიით, ადამიანებს შეეძლებათ

თავიდან ბოლომდე განახლება. განახლებაში ნაგულისხმევია ხელის ან ფეხის

დაკარგვის შემთხვევაში მათი აღდგენა.


image


მომავალი თაობის ადამიანების სისხლძარღვებში გამოყენებული იქნება

ნანო-აპარატები, რომლებიც იდენტიფიცირებას მოახდენენ არსებულ დაავადებებზე.

უჯრედების და ქსოვილების დარღვევებსაც გამოასწორებენ!


image


რობოტების ტექნოლგიები განვითარების მწვერვალს მიაღწევს, მაგრამ თუ რობოტები

ასე განვითარდებიან რა ეშველება ადამიანთა მოდგმას, რომლებიც საშუალოდ 110

წელს იცხოვრებენ! როგორ უნდა ირჩინონ თავი როდესაც მათ გასაკეთებელს

რობოტები გააკეთებენ? მათ სამსახურს რობოტები შეასრულებენ.


image


Futurist.com-ის დამფუძნებელმა, გლენ ჰეიმსტრამ შემდეგი განცხადება გააკეთა

საკუთარ საიტზე:


"თუ საკვების წარმოებაში ადამიანების როლი შემცირდება, მაშინ მომსახურეობის

როლიც გაორმაგდება!"


image


რობოტების მომსახურეობის სექტორში შესაძლებელია განხეთქილება მოხდეს, რადგან

თუ რობოტებმა გააკეთეს ყველაფერი, რაც ადამიანებს უნდა გაეკეთებინათ, მაშინ

მათ მოუწევთ ამ ადამიანების დაკმაყოფილებაც. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ

სავარაუდოდ რობოტებთან ერთად იცხოვრებენ და მათი შემოსავლის წყაროც

რობოტები იქნებიან.


image


გასაგებია, მაგრამ რა ეშველება კაპიტალისტურ მანქანებს? რა მექანიზმების

საშუალებით გააგრძელებენ მუშაობას?

მაგალითად ალიასკაზე მოპოვებული ნავთობიდან შემოსულ შემოსავალს

ადგილობრივებს უყოფენ, მაგრამ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მომავალში?!


image


ელექტროენერგიის სფეროში მზის ენერგია იქნება მოწინავე და ყველა ელექტრო

სისტემებში მზის ენერგია იქნება გამოყენებული!


image


2163 წლისთვის ნავთობის ალტერნატივებიც იქნება დამზადებული.

აშენდება უფრო უსაფრთხო ბირთვული ელექტროსადგურები, რომლებიც

უფრო ადვილად გაასუფთავებენ გარემოს რადიაქტიური ნარჩენებისგან.

მზის ენერგიის გამოყენებასთან ერთად დამზადდება სპეციალური შერწყმული

რეაქტორები!


image


ამ შერწყმული რეაქტორების საშუალებით, რადიაცია დაბალ დონეზე დაიწევს და

ბევრი ენერგიის გამოყოფა იქნება შესაძლებელი.


image


უფრო მეტიც, ერთი საუკუნის შემდეგ სპეციალური თანამგზავრები გაიგზავნება

დედამიწის ქვე ორბიტაზე, საიდანაც ენერგეტიკული სხივები გამოიგზავნება.

მოკლედ რომ გითხრათ, აღარ იქნება საჭირო წიაღისეული საწვავის გამოყენება

მომავალში.


image


თუ ნახშიროჟანგის გამოყოფას ამ ტემპით გავაგრძელებთ, 150 წლის შემდეგ ქალაქებში

ტემპერატურა 3-5 გრადუსით აიწევს!


image


NASA-ს გოდარდის ინსტიტუტის კლიმატოლოგის აზრით, ზღვის დონე

150 წლის შემდეგ 1 მეტრით გაიზრდება!


ზღვის დონის მომატებასთან ერთად, შესაძლოა ჰოლანდია, ბანგლადეში და

აშშ-ის ქალაქი ნიუ-ორლეანსიც "ჩაიძიროს". ჩინეთის ეკონომიკურად

განვითარებულ ორ ქალაქს: გუანდონგს და შენცენსაც საფრთხე ემუქრება!


image


მომავალში შესაძლოა ბიომრავალფეროვნების შემცირება, რის შედეგადაც მოხდება

საცხოვრებელი გარემოს შემცირებაც. ასევე ათასობით ცხოველი და მცენარე გადაშენების პირას დადგება.


image


65 მილიონი წლის წინ, არსებულ ცარცულ პერიოდიდან შემორჩენილი

წყალმცენარეების გაქრობაც უკვე მოსალოდნელია!


სამწუხარო ფაქტია ის, რომ 150 წლის შემდეგ შესაძლოა გადაშენდეს სპილო,

ვეფხვი და შიმპანზე!


image





150 წლის შემდეგ, ცვლილებები მოხდება ადამიანის თვინთან დაკავშირებითაც!

როგორც მელნით და კლავიატურით დამწერლობა დაძველდა, ასევე ადამიანის

ტვინით სარგებლობაც დაძველდება!

დამწერლობა რომელიც დღეს-დღეობით ეკრანებთან არის კავშირში, მომავალში ასე

არ იქნება. ერთი საუკუნის შემდეგ ტვინიდან პირდაპირ შესაძლებელი იქნება

ტექსტის სუპერკომპიუტერებში გადამისამართება, ანუ კლავიატურაზე წკაპუნი

აღარ მოუწევთ!


image


პენსილვანიის უნივერსიტეტის, ტვინის დაზიანების მკურნალობის ცენტრის

დირექტორის, დუგლას სმიტის აზრით, ადამიანის ტვინი ერთი საუკუნის შემდეგ

კომპიუტერთან იქნება დაკავშირებული და ავტომატიურად შეძლებს კომპიუტერულ

პროგრამებზე მუშაობას!


image


მომავლის ტექნოლოგიები უკვე შემოდის და ვრცელდება ნელ-ნელა. კომპიუტერებს

ყოველწლიურად უფრო ანვითარებენ, ამის დასტურია სუპერკომპიუტერი!

სუპერკომპიუტერების გამოშვება უკვე დაიწყეს.... ჩინეთის მიერ წარმოებული

სუპერკომპიუტერი, სახელით Tianhe-2, გასულ თვეში მსოფლიოს საუკეთესო

კომპიუტერად აღიარებულ იქნა.


image


Tianhe-2 შეუძლია 33, 860 ტრილიონი გათვლა გააკეთოს წამში.

ესეც გასაგებია, მაგრამ როდის დაუკავშირებს ადამიანი ტვინს ამ სუპერკომპიუტერს?


image


ამ თემაზე მუშაობს რუსი მილიარდერი დიმიტრი ისტკოვი, თავის 100 კაციანი

მეცნიერთა გუნდთან ერთად. ამ გუნდს ბოლომდე ისტკოვი აფინანსებს.

მათი გეგმა, 2045 წლამდე ადამიანის გონების ციფრულ გარემოში გადამისამართება

და უკვდავების მოპოვებაა....


image


კოსმოსური სივრციდან რომელი იქნება დედამიწის კოლონია? მთვარე, მარსი, ტიტანი თუ სხვა ნებისმიერი უსაფრთხო ასტეროიდი? სადაც შესაძლებელი

იქნება ხალხის გადასახლება.


image


აპოლოს პროგრამებით განხოციელებული კოსმოსური კვლევები 1960 წლიდან

დღემდე, ნელ-ნელა განვითარების პიკს აღწევს, რაც მომავალში დედამიწიდან

ადამიანების სხვა პლანეტაზე გადაყვანის ალბათობას აორმაგებს.


image


რაკეტების ტექნოლოგია ყოველწლიურად უფრო ვითარდება, შესაძლებელია

95 წლის შემდეგ, დამზადდეს სპეციალური რაკეტული სისტემები, რომლებიც

ათასობით ადამიანს გადაიყვანენ მარსზე!


image


კოსმოსურ სფეროებში სავარაუდოდ დედამიწის მსგავსი 100 მილიარდი პლანეტაა...

აქედან დაახლოებით 10 მილიარდში შესაძლებელია იყოს წყალი, ჰაერი და

სინათლე.


image


კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომი ანდრია სეიმონი:


"მომდევნო 25-50 წლის განმავლობაში, ჩვენ შევძლებთ ფართო ელექტრომაგნიტური სპექტრის დაკვირვებას ცაში"


image


სეიმონის თქმით, მომდევნო 25 წლის განმავლობაში მთელი მსოფლიო დარწმუნდება

უცხოპლანეტელების არსებობაში, ხოლო მომდევნო 150 წლის შემდეგ აუცილებლად

იპოვიან მათ!


image



ეს არ არის ვინმე მეცნიერის მოსაზრება, ეს არის ნასას საიდუმლოებები, რომლებიც

საბოლოოდ ადამიანებს აცნობეს, თუ რა იქნება მომდევნო 150 წლის განმავლობაში!


















6
2024
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2024
  
2016, 15 იანვარი, 17:00
რაღა საიდუმლოა თუ ასეთ აფიშირებას უკეტებენ ???? რა უბედურებები წავიკითხე ეს რა იყო
2015, 31 ივლისი, 12:36
მეც მჯერავს ასე იქნებააა და კიი საშიშია ეს ყველაპერი მარა რეალობა იქნება ეს ყველაფერი
2015, 31 ივლისი, 10:06
არვიცი ლელა მაგრამ მე მჯერავს ეს ყველაფერი ასრულდება
2015, 31 ივლისი, 8:48
Statia uzomod momewona....yochag...! Magram sashineli shinaarsis matarrbelia..... Visurvebdi, rom adamianis goneba gadaiwvas ise, rom ver shedzlos saboloo mizmande misvla!!!! Rkinidan sulac araaa robotis sheqmna sachiro, adamianrbi ukve davadesit robotad gadaqcevis gzas....chveni nebisda sawinaagmdegod da ratom?! Vigac tvitkmayofili idiotevis, romelnic gandidebis maniit arian shepyrobilni.... Didi siamovnebit vuyurebdi rogor ingreva da miwastan swordeba yovelive is, rac chven, adamianebma shevqmenit!!!
2015, 30 ივლისი, 16:14
დიდი მადლობა
2015, 30 ივლისი, 16:10
გავაზიარეე :) ძალიან მაგარია
0 1 6