x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მორიგი ამაზრზენი ფაქტი ავტობუსში.

image"რამოდენიმე დრის წინ, შევესწარი ასეთ ფაქტს ავტობუსში, ძალიან ამაზრზენ ფაქტს.
ესეიგი, ვდგავართ ერთ-ერთ ავტობუსში და ამოვიდა ორი ადამიანი, დედა-შვილი იქნებოდნენ, შვილი 24 წელს გადაცილებული იქნებოდა და დედა ალბათ 50 წლის ან ცოტა მეტის.
აიღეს ბილეთი და აპარატმა გაჭედა, ცარიელი ფურცლები მოყვა ბევრი და ეს რომ ნახა კონტროლიორმა, თქვა რომ ცუდად იყო ჩამოხეული და უკვე დაგიწერთ დიალოგს, გოგოსი და კონტროლიორის.
.
კონტროლიორი- ბილეთი ცუდად არის ჩამოხეული.
გოგო- მერე შენ რისთვის მყავხარ, შენ უნდა იღებდე ბილეთს.
კონტროლიორმა უთხრა რომ რას იზავდა და რა შედიოდა მის მოვალეობაში მისი საქმე იყო და არა ამ გოგოსი.(რეალურად ბილეთის აღება ევალება მგზავრს)
ამის მერე კარგად არ მახსოვს რა გადაილაპარაკეს კიდევ მაგრამ აშკარად კონტროლიორი გამოიყვანა წყობიდან, ამ სიტყვებით "აუ შენ ისიც გეყოფა რომ კონტროლიორი ხარ"ო არამარტო კონტროლიორი, მეც ძალიან გამაღიზიანა ამ სიტყვებმა, თან არა ერთხელ გაუმეორა, დაახლოებით 3-ჯერ უთხრა, მერე კონტროლიორმა უთხრა რომ "მეცოდებიო" ამაზე დედამისმაც ამოიღო ხმა და ცოდო შენს ოჯახში მოიკითხეო, დედა-შვილი ამხედრდნენ და შეუტიეს, შემდგომ მგზავრებმაც დაიწყეს ამ ბიჭის ლანძღვა და მე უკვე ვეღარ ვითმენდი მინდოდა ეს გოგო შემომეტრიალებინა და რაღაც მწარე მეთქვა, მაგრამ ჩემმა მეგობარმა გამაჩერა და როგორღაც შევიკავე.
ამის მერე ავტობუსიდან ჩამოვედი, ეს კონფლიკტი გაგრძელდებოდა, მაგრამ მე მეტს ვეღარ შევესწარი.
აი ამაზე მე კომენტარს აღარ გავაკეთებ, ისე ვარ გაღიზიანებული რომ ძალიან არაკორექტულად დავწერ ჩემს აზრს, ამიტომ თქვენთვის მომინდია :)))"


წერს, დავით დავითაშვილი პირად ფეისბუქ გვერდზე.

0
1026
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავით დავითაშვილი
დავით დავითაშვილი
1026
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0