x
image
Lerato
როცა დროზე ადრე ბრუნდები სახლში – სახალისო ისტორია
image


ერთი ყმაწვილი სამსახურიდან ჩვეულებრივზე ადრე დაბრუნდა. როგორც კი სახლში

შევიდა, უცნაური ხმები გაიგონა, რომელიც მისი საძინებლიდან მოდიოდა. სასწრაფოდ

ავიდა ზედა სართულზე და რას ხედავს – მისი შიშველი, გაოფლილი ცოლი საწოლზე წევს


და ძლივს სუნთქავს. "რა ხდება?.. რა გჭირს?" ჰკითხა ქმარმა. "გულის შეტევა მაქვს, "

წამოიყვირა ქალმა.

კაცი საჩქაროდ ჩავიდა ქვემოთ და ხელი სტაცა ტელეფონს, მაგრამ სანამ ნომერს კრიფავდა,

მისმა ოთხი წლის ვაჟმა მიირბინა და უთხრა: " მამიკო! მამიკო! ტიტველი ბიძია ტედი შენს კარადაში იმალება!" მან დააგდო ძირს ტელეფონი, ავარდა ისევ ზედა სართულზე

საძინებელში, ჩაუარა ცოლს, რომელმაც კივილს უფრო მეტად მოუმატა, გამოაღო კარადის კარი და მართლაც, მისი ძმა – სრულიად შიშველი, მოკუნტული ზის. "ოჰ, შე დამპალო, უჯიშო ნაძირალა!" გაცოფებულმა კაცმა უყვირა, "ჩემს ცოლს გულის შეტევა აქვს, შენ კიდევ ტიტველი აქეთ-იქეთ დარბიხარ და ბავშვებს აშინებ!"

0
946
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
946
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0