x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134391
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508463
აუტიზმის სინდრომი გოგონებში

თანაკლასელებთან ერთად გართობა, მაკიაჟი, რომანტიკული ფილმები: აუტიზმის სპექტრის მქონე გოგონებისთვის ეს თემები არ არის პრიორიტეტული. მეგობრული ურთიერთობები მათ აშინებთ. კინოფილმები და სოციალური საღამოები მათთვის დამღლელია. რაც უფრო მეტი ხმაური და ადამიანია მათ გარშემო, მით უფრო რთულია ქცევის პროგნოზირება. თანატოლებთანაც უცნაურად იქცევიან. სანამ მშობლები, მასწავლებლები ან პედიატრები თავისებურებების უკან აუტისტურ დიაგნოზს ივარაუდებენ, ბევრმა წელმა შეიძლება გაიაროს.


image
პრობლემები თავს იჩენს სოციალურ ურთიერთობებში
ყოველი 1000 ბავშვიდან 6–7 ბავშვს აღენიშნება აუტისტური სპექტრის დარღვევა, აქედან ბიჭებს 4–ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე – გოგონებს. ბავშვებს აქვთ მძიმე პრობლემები სოციალურ ურთიერთობებში. ისინი თავს არიდებენ მზერით ან ფიზიკურ კონტაქტებს, არ შეუძლიათ პირისპირ მყოფების გაგება და შესაბამისად რეაგირება, არ თამაშობენ სხვა ბავშვებთან ერთად. ბევრი მათგანი გარკვეულ მოძრაობებს იმეორებს უსასრულოდ. ზოგიერთი სწავლობს ლაპარაკს ძალიან რთულად, ზოგს კი ისეთი განსაკუთრებული ინტერესები აქვს, მაგალითად, როგორებიცაა მატარებლის გრაფიკული დიზაინი, სატრანსპორტო საშუალებები ან გოგონების შემთხვევაში წარმოსახვითი ფანტაზიის გმირები, რომლებთანაც დიდ დროს ატარებენ.

ნეირო მეცნიერებს, ექმიებსა და ფსიქოლოგებს სურთ გაარკვიონ, რატომ გვხვდება აუტისტური გადახრა უფრო ხშირად ბიჭებში. ამერიკელი მკვლევრები აცხადებენ, რომ ამას პირველ რიგში ბიოლოგიური მიზეზები აქვს. შესაბამისად, არსებობს თავდაპირველი მონაცემები რისკის შემცველი გენის შესახებ, რომელიც ხელს უწყობს აუტიზმის განვითარებას. შესაძლებელია, ეს დაკავშირებულია სქესის X –ქრომოსომასთან. გოგონებს შეუძლიათ რომელიმე გენის არსებობა მეორე X ქრომოსომით დათრგუნონ, ხოლო ბიჭების Y ქრომოსომა არ ითვალისწინებს კომპენსაციის შესაძლებლობას. მაგრამ თვასაჩინო გამოკვლევები, რომლებიც იდეას მხარს დაუჭერს, ჯერ არ ჩატარებულა.


უკიდურესად მამაკაცური ტვინი
მკვლევრები იუწყებიან, რომ აუტიზმის სინდრომი შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ჰორმონ ტესტოსტერონთან. აუტიზმის სინდრომის მქონე ადამიანებს, შესაბამისად,
აქვთ ძალიან მამაკაცური ტვინი. ტესტოსტერონის მაღალი დონის გამო ძნელია მათთვის სხვების თანაგრძნობა და შესაბამიად რეაგირება. კვლევების თანახმად, ბავშვები, რომლებსაც მუცლად ყოფნის პერიოდში ტესტოსტერონის მომატებული დონე ჰქონდათ, მოგვიანებით მეტ აუტისტურ მახასიათებელს ავლენდნენ.
იმას, რომ გოგონებს უფრო იშვიათად უდგინდებათ აუტიზმის დიაგნოზი, კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: მათი სიმპტომები ხანდახან განსხვავდება ბიჭების სიმპტომებისგან, ასე რომ, შესაძლოა სიმპტომები სადიაგნოსტიკო ეკრანზე არ გამოჩნდეს. ჰოლანდიელმა ექიმებმა შეისწავლეს 4100– ზე მეტი აუტიზმის დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მოზრდილების სიმპტომების ვარიაცია. გოგონებს ბიჭების მსგავსად ჰქონდათ პრობლემები სოციალური ურთიერთობებისას და სხვებთან კომუნიკაციისას. მაგრამ ბიჭები აჩვენებდნენ მკვეთრად მეტ განმეორებად მოძრაობებს და შეზღუდულ ინტერესებს იმავე ასაკის გოგონებთან შედარებით.

აუტიზმის ქალური ფორმა
მკვლევრები თავიანთ შედეგებს მაინც კრიტიკულად უყურებენ; აუტიზმის დიაგნოზის მდედრობითიწარმომადგენლების პრობლემები სოციალურ სიტუაციაში, სავარაუდიდ, გადაჭარბებულია. ისინი, შესაძლოა, სიმპტომებს უკეთესად უმკლავდებიან,
ვიდრე ეს მონაცემებში ჩანს. გოგონებს და ქალებს კვლევებში ჰქონდათ ძალიან დაბალი IQ მაჩვენებელი, რაც გავლენას ახდენს სოციალურ ქცევასა და კომუნიკაციის უნარზე. არ არსებობდა კვლევები საშუალო ან ძალიან კარგი გონებრივი შესაძლებლობების აუტიზმის დიაგნოზის მქონე მდედრობითი წარმომადგენლების შესახებ. სხვა კვლევებში გამოტანილია დასკვნა, რომ გოგონებს აუტისტური დიაგნოზით აქვთ მეტი ინტერესი სხვა ადამიანებთან ურთიერთობის, ვიდრე ბიჭებს. ექიმი ქრისტინა პრაისმანი ამბობს, რომ შეზღუდვები გოგონებთან ხშირად არ არის ცნობილი, რადგან მათ საკუთარი პრობლემების კარგად შენიღბვა შეუძლიათ. აუტისტური სპექტრის გოგონები, როგორც წესით, არიან მშვიდები და შეუძლიათ ქცევის უკეთ კონტროლი. ამიტომ მათთვის ნაკლებადაა დამახასიათებელი აგრესია და გაკვეთილების ჩაშლა, ისინი უფრო მეტად პასიურობით და გარიყულობით ხასიათდებიან.

0
229
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე კოჭლამაზაშვილი
სალომე კოჭლამაზაშვილი
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0