x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი X - ცხოვრების მასწავლებლები

გაგრძელება

დრუიდი


V საუკუნეში ბარბაროსებმა (რომაელები ასე ეძახდნენ ძველ გერმანულ ტომებს) რომი დაიპყრეს. მუდმივი ქალაქის განადგურებისა და რომის იმპერიის დაცემასთან

ერთად, დასრულდა ანტიკური ეპოქა (ძვ. წ. აღრ VII - ახ. წ. აღრ. V სს.) და დაიწყო

შუა საუკუნეები, რომელიც 10 საუკუნის მანძილზე გრძელდებოდა და ის

აღორძინების ეპოქამ შეცვალა. სწორედ იმის გამო რომ კაცობრიობის განვითარების 10 საუკუნოვანი ისტორია, ორ ეპოქას შორის არის მოქცეული, მას შუა საუკუნეები დაარქვეს, ყოველგვარი დამატებითი ტერმინების გარეშე. არა და, ეს იყო ეპოქა სამყაროს შემეცნებისა და სხვადასხვა სახის აღმოჩენების გაკეთებისა, მოგზაურობისა,


არქიტექტურის, მხატვრობის, მუსიკის, მწერლობის, დრამატურგიის... განვითარებისა.

ამ რეალური სამყაროს გვერდით, რომელიც მეცნიერების, ხელოვანების, მოგზაურების, მეომრების, მმართველების და უბრალო ხალხისგან შედგებოდა, არსებობდნენ

ჯადოქრები და წინასწარმეტყველები. ზოგი მათგანი ისეთი კეთილი იყო, როგორც მერლინი, მეფე არტურის მრჩეველი და მეგობარი, ზოგიც ბოროტი, როგორც მორგანა. ამ

ზღაპრულ სამყაროში, ხალხთან ერთად ცხოვრობდნენ გოლიათები, ურჩხულები,

ელფები. რაინდები იმ პერიოდში, ჯვაროსნულ ლაშქრობაშიც ღებულობდნენ მონაწილეობას და დრაკონებსაც ებრძვოდნენ.

შუა საუკუნეებს უამრავი ლეგენდა და მითი უკავშირდება. ამ მხრივ განსაკუთრებით

გამორჩეული ქვეყანა ირლანდია არის. რომელშიც კელტების შთამომავლები

ცხოვრობენ. კელტები ირლანდიაში, ჩვენს ერამდე, I ათასწლეულის II ნახევარში

გამოჩნდნენ. ლეგენდის თანახმად, მათ გამოჩენამდე, კუნძულზე ღმერთები ცხოვრობდნენ. ძველ დროში, ღმერთს იმ ადამიანს ეძახდნენ, ვინც დიდი ინტელექტით

გამოირჩეოდა და მათ ცხოვრებაში ეხმარებოდა, საკუთარი ცოდნის გაზიარებით და

რჩევა-დარიგებით. სავარაუდოდ, კუნძულზე მისულ კელტებს, იქ წარღვნის დროს გადარჩენილი ადამიანების შთამომავლები დახვდნენ და მათ ისინი უმაღლესი კლასის (ფენის) ბრძენებად გამოაცხადეს. ბრძენების კასტა სამი ჯგუფისგან შედგებოდა. I ჯგუფში შედიოდნენ დრუიდები (ჯადოქრები), II-ში - ფილიდები

(წინასწარმეტყველები) და III- ში - ბარდები (მოხეტიალე პოეტ-მომღერლები).

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, დრუიდული სიბრძნე კელტების წიაღში არ დაბადებულა. ის ბევრად უფრო ადრე არსებობდა და მათი სახელი “დრუიდ" - ისეთი ძველი ხალხების ენიდან მომდინარეობს, როგორებიც ეტრუსკები იყვნენ და სიტყვა

სიტყვით - დამნახავს, ყველაფრის მცოდნეს მიშნავს. დრუიდების სწავლება 23

კანონისგან შედგებოდა, რომლებსაც შეგვიძლია ჯადოქრების წესები ვუწოდოთ. ქვემოთ რამოდენიმე კანონს განვიხილავთ, რომ წარმოდგენა შევიქმნათ, თუ რას ეფუძნებოდა

დრუიდული სიბრძნე:

ცოდნა - მართვას, ბატონობას ნიშნავს. რაც უფრო მეტი იცი მოვლენებზე ან

ადამიანზე, მით უფრო ადვილია მისი მართვა.

შეიცანი თავი შენი. თუ საკუთარ თავში არა ხარ გარკვეული და საკუთარ თავს ვერ ფლობ, როგორ შეძლებ სხვების მართვას?

სამყაროში არ არსებობს შემთხვევითი დამთხვევები. ორი ან მეტი მოვლენა, რომელიც

სინქრონულად ხდება, ერთი და იმავე დროში, საერთო მიზეზი აქვს და საჭიროა ამ

მიზეზის გარკვევა.

ყოველთვის უნდა წარმოიდგინოთ თქვენი ქმედების შედეგი, ვიდრე რამეს გააკეთებთ.

უნდა წარმოიდგინოთ მისი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, თორემ

შეიძლება ისეთი შედეგი მიიღოთ, რაც არ გაწყობთ.

ნაწილი, თავის თავში, შეიცავს მთელს. ანუ ნივთი, რომელიც ადამიანს ეკუთვნის,

შეიცავს მის სულის ნაწილს. თუ ამ ნივთზე ვიმოქმედებთ, ცვლილებებს გამოვიწვევთ ამ ადამიანში.

ერთხელ შექმნილი კავშირი არასოდეს ქრება. თუ ერთ ადამიანს კავშირი აქ მეორე

ადამიანთან და მათ შორის გაჩნდა სიყვარულის ან სიძულვილის გრძნობა, დაშორების შემთხვევაში, ეს გრძნობა არ გაქრება. რაც დრო გადის, გრძნობა სულ უფრო ძლიერდება და ის მაშინაც არ ქრება, თუ ორიდან, ერთი გარდაიცვლება.

და ამაზე შევჩერდეთ, რადგან სხვა კანონები, წინასწარ მომზადებას საჭიროებს, როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში.

ჯადოქრები იყვნენ ფილიდებიც, მაგრამ შედარებით სუსტი, ვიდრე დრუიდები. ისინი ერთდროულად ჯადოქრებიც იყვნენ და ბარდებიც. ისინი ბარდების კასტაში უმაღლეს საფეხუს იკავებდნენ და ძირითადად სამეფო კარზე ან დიდგვაროვნებთან მსახურობდნენ. მათ მოვალეობაში შედიოდა ბატონების სიმღერებოთ გართობა. მათ კარგად უნდა სცოდნოდათ ქვეყნის ტრადიციები (ისტორია) და უნდა შეძლებოდათ

მოვლენების წინასწარ განჭვრეტა და მეფისთვის (ბატონისთვის) კარგი რჩევის მიცემა.

ფილიდებისგან განსხვავებით, ბარდებს არ ევალებოდათ კანონების და ტრადიციების ცოდნა. მათ ხალხის სულსაც ეძახდნენ, რადგან სულ ხალხში ტრიალებდნენ და

თავიაანთი სიმღერებით ღმერთს, ომში დაღუპულ და გამარჯვებულ გმირებს

გნადიდებდნენ.


გაგრძელება იქნება






1
242
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
242
  
2018, 17 სექტემბერი, 9:43
აქ მხოლოდ 7 წესია ჩამოწერილი დრუიდების 25 წესიდან. სად ვნახო დანარჩენი წესები? :)
0 1 1