x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბედნიერების 3 დღე (პირველი ნაწილი)

imageსამი დღე
ერთფეროვნება, ცარიელი კედლლები, სამსახური-სახლი ჩემი ცხოვრების ყოველდღიურობა მსურდა შემეცვალა, არა შემევსო, არამედ უბრალოდ ადგილმდებარეობა შემეცვალა... მინდოდა მენახა, როგორ არსებობს ბუნება მარტო და მაინც ასეთი ლამაზია და არცერთხელ უწუწუნია... მინდოდა მენახა, როგორია არაგვი სანამ მეგობარ თუ ერთადერთ სიყვარულს მტკვარს შეუერთდებოდა, მენახა პეპლები, რომლებმაც იციან, რომ რამდენიმე დღეში მოკვდებიან და მაინც ბედნიერები არიან, მსურდა დავკვირვებოდი ყველას ვინც მარტო არსებობს... არც მე ვუჩივი ბედს მყავს უამრავი „facebook მეგობარი“, ნაცნობი, ასაკის მიუხედავად თაყვანისმცემელი (არ მიყვარს ეს სიტყვა მაგრამ სხვა სინონიმი უფრო გამაღიზიანებელია), რომლებსაც ყოველთვის გვერდში ვუდგავარ, როდესაც უჭირთ. ამ განმარტოობით მე მსურდა შევჩვეოდი მარტოობას ან უფრო დანაკარგს უმტკივნეულოდ თუნდაც საზოგადობის თვალში მიუღებელი, უგულო არსება გავმხდარვიყავი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გეგმები ჩამეშალა.
„შემთხვევით“, როდესაც ვემშვიდობებოდი ყველანაირ კომუნიკაციას და ვრთავდი ტელეფონს ერთ-ერთი ადამიანის ზარი შემოვიდა, ვის მიმართაც არ ვიყავი გულგრილი და რა თქმა უნდა ვუპასუხე. ჩვენი დიალოგი საკმაოდ მოკლე იყო: როგორ ხარ? სად ხარ? და ა.შ. და ალბათ სწორედ ასე „შემთხვევით“ ის პიროვნება იმავე კოტეჯში აღმოჩნდა მეორე დღეს. არ მჯერა დამთხვევების, ცრურწმენების და არც მისი მანდ მოსვლა მესიამოვნა.
ვიცი ჩემი საქციელი ბავშური იყო, რომ ვცდილობდი არ გამოვჩენილვიყავი, ამის მიუხედავად მასთან ხშირ შეხვედრებს ვერ გავექეცი, შევეგუე და უფრო მეტიც შესამჩნევად ბავშურად ვეკეკლუცებოდი, რასაც ოთახში შესვლისას მეც ვამჩნევდი და ვბრაზდებოდი. დღეს ვნანობ, რომ ის დღეები უაზროდ დავკარგე. უბრალოდ ცხოვრების გიჟურმა რითმმა დამღალა და მსურდა დაცლა ამ დაღლილობისგან. როდესაც დავაკვირდი და, როგორც ყველა ქალმა მასში „პოტენციური მეუღლე“ დავინახე ის ისეთი იყო, რომელსაც მე ჩემს ოცნებებში ვხატავდი: ასაკი უხდებოდა, უზომოდ სიმპატიური, ჭკვიანი და არ ჩამითვალოთ მერკანტილურობაში კარგი ბიზნესმენი, მაგრამ ამის მიუხედავად რაღაც მაინც მაკავებდა, ეს რაღაც შიში იყო, რომელსაც არასდროს ვაღიარებ და ყოველთვის პროფესიონალურად ვმალავ.
არ ვიცი რა მოხდა, ჩემი „ფრიგიდულობა“ ყველა გრძნობის მიმართ ჩაქრა, დილით გაღვიძებისას ერთი სული მქონდა მენახა, მეშინოდა არ წასულიყო, ბავშვივით მინდოდა ყველაფერი ფერადი, მის დანახვაზე ჩემდაუნებურად ვიღიმოდი და თვალს ვერ ვუსწორებდი. ყველანაირი ფსიქოლოგიის წიგნი, ჩემი სიმკაცრე, მსახიობის ნიჭი და ა.შ უძლური იყო იმ გრძნობებთან და ემოციებთან, რომლებიც მასთან მემართებობა. ჩემმა ასეთმა არაადეკვატურმა საქციელებმა გამარისკინა და საღამოს გვერძე ოთახში მყოფი „ჩემი იდეალი“ ჩემს ოთახში დავპატიჟე. რა თქმა უნდა არ ელოდა
სრულიად ანტი რომანტიკული საღამო გვქონდა თუ ამინდს არ ჩავთვლით. ლუდს ვსვავდით და პოლიტიკაზე ვსაუბრობდით იყო ხშირი პაუზები თითქოს ერთმანეთს ველოდებოდით, რომელი გადმოდგამს პირველ ნაბიჯს, შეზარხოშებულზე დიდი ხანი ვერ გავძელით. პაუზამ დაგვაახლოვა, თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს და სუნთქვა მეკვრებოდა, მისი ხელები სახეზე, წელზე ისე ნაზად მეხებოდა მბურძგლავდა. მის მკერდზე გაღვიძება კი აუღწერელი გრძნობა იყო. დილით მის ძლიერ მკლავებში გავიღვიძე და ისევ გაბრუებული ვიყავი ვნებით. აბაზანში შევედი წყლის გადასავლებად და როგორც ყველა ქალი ჩავფიქრდი, გაგიკვირდებათ არ მინანია, უფრო მეტიც არ მიოცნებია და არ აღვიქვი პოტენციურ ქმრად, უბრალოდ მეგონა აბაზანიდან, რომ გამოვიდოდი აღარ დამხვდებოდა და ეს უბრალო სიზმარი იყო. გამოსვლისას კი ის ჩვეულებრივად ნაზი კოცნით შემეგება მითხრა, რომ ძალიან მოშივდა და ყავა მზად არის. ერთმანეთის ასეთმა დამოკიდებულებამ დამარწმუნა, რომ ასე უნდა ყოფილიყო.
ერთმანეთი გვიყვარდა, სასაცილოა, მაგრამ მართლა ასე იყო. მეგონდა ამ ქვეყნადაც და წინა ცხოვრებაშიც ერთად ვიყავით, მასთან ისეთი ვიყავი, როგორიც ვარ, ბავშური, ზოგჯერ ცანცარა, მზრუნველი, სერიოზული, წუწუნა და ისიც ჩემს განწყობას, რომ ერგებოდა. არცერთს არ აგვიხსნია ერთმანეთისთვის სიყვარული, ჩვენი კომუნიკაცია მხოლოდ არავერბალური იყო. ერთმანეთის თვალებში ვხედავდით სიყვარულს, სითბოს, მზრუნველობას...
ეხლაც ამის წერის დროს მახსენდება მისი თვალები სავსე, ბედნიერი თვალები, რომლის ერთი შემოხედვით ვხვდებოდი რა უნდოდა. მსურდა მალე გათენებულიყო, რომ მის მკლავზე გამეღვიძა და ვხვდებოდი, რომ მალე ეს ყველაფერი მორჩებოდა...
ძალიან ლოკანურად ვწერ ამ ყველაფერს, უბრალოდ არ მსურს წარსულის გახსენება, უფრო სწორად მიჭირს... მენატრება... ვაღიარებ მენატრება და ეს მონატრება მტკივა...
PS გაგრძელება იქნება

0
44
2-ს მოსწონს
ავტორი:შაკო-დემე
შაკო-დემე
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0