x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დაპირისპირება ჟურნალისტებს შორის - ,,იშვიათად შემხვედრია ადამიანის პირადი ცხოვრების ასეთი გათელვა“

ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ რუხაძე
„იმედის კვირაში“ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც სამეგრელოში მომხდარ
ამბავს ეხებოდა. სიუჟეტში საუბარი იყო 19 წლის გოგონასასა 34 წლის მამაკაცის ქორწინებაზე, რომელიც ახაგაზრდა ქალის მიმართ ძალადობით დასრულდა.
„ძალიან
დიდი იმედი მაქვს, რომ "იმედის კვირის" გუშინდელ სიუჟეტზე ქარტიის საბჭოში
შემოვა განცხადება. მანამდე კი, მე საბჭო არ ვარ და შემიძლია საკუთარი
აზრი არა მხოლოდ მქონდეს, არამედ გამოვხატო კიდეც.
მართლა არ
მეგონა, თუ ასეთი სიუჟეტი კიდევ გავიდოდა რომელიმე ქართული მაუწყებელის
ეთერში, რომ ამას ასეთი ფორმით ვინმე დადგმავდა, გადაიღებდა, დაამონტაჟებდა
და მერე სერიოზული და აღშფოთებული სახით ეთერში გაუშვებდა.
იშვიათად
შემხვედრია ადამიანის პირადი ცხოვრების ასეთი გათელვა და არ არის
არგუმენტი, რომ ოჯახები იყვნენ თანახმა. ძალადობის, განსაკუთრებით კი
სექსუალური ძალადობის მსხვერპლს ავტომატურად გარანტირებული უნდა ჰქონდეს
კონფიდენციალობა (ამას ამბობს საერთაშორისო სტანდარტი ძირითად
შემთხვევებში), გამონაკლისები უნდა იყოს ძალიან სერიოზული სარედაქციო
მსჯელობის საგანი, ხოლო არგუმენტი არა მხოლოდ თანხმობა, არამედ ძალიან
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. თუმცა არცერთი გამონაკლისი არ
გაითვალისწინებს იმ ადამიანისთვის შეურაცხმყოფელ დეტალებსა და ფორმებს,
როგორადაც ეს "იმედის" სიუჟეტში იყო წარმოდგენილი“, -დაწერა სოციალურ
ქსელში თამარ რუხაძემ.
მას გადაცემის წამყვანი ეკა ხოფერია გამოეხმაურა.
ეკა ხოფერია:
აუ თამუნა, რა ცნობიერად, კარგი რა, ცოტა ჩამოდით დედამიწაზე. რომელი
სტანდარტის დარღვევა იყო აქ, თუ იმ მოძალადესავით დამამტკიცებელი საბუთია
საჭირო, რომ გოგონას სურვილი იყო და ოჯახის, როგორმე ამ რეპორტაჟის შემდეგ
მაინც იყოს დაცული. რა გინდოდათ, იმ გოგოს წვრილად მოყოლილი ძალადობა
გაგვეშვა სიუჟეტში?
თამარ რუხაძე: დარჩა რამე წვრილად მოსაყოლი?
ეკა ხოფერია: შენ წარმოიდგინე კი. მივხვდი, ვერ ჩამოხვალთ დედამიწაზე
თამარ რუხაძე: რა თქმა უნდა, სწორედ მაგას ვჩივი, რომ იმ გოგოს წვრილად მონაყოლი არ გაუშვით, სხვა რა პრობლემაა აბა მანდ. კიდევ მე უნდა ჩამოვიდე დედამიწაზე.image

1
265
11-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
265
  
2015, 28 ივლისი, 17:42
ვეთანხმები თამარ რუხაძეს... იმ გაუბედურებულ 19 წლის ქალს კიდე ეგ უნდოდა?! გამოჭენება? :/ გონს რომ მოვიდეს და გამოჯანმრთელდეს ხომ გაიგებს რა სიუჟეტიც გააკეთეს, ეს როგორ იმოქმედებს მაგაზე არავინ ფიქრობს!
0 1 1