x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მამაკაცური "ღირსების" ქალური შეფასება
imageშვეიცარიელი ექიმები ციურიხის ბავშვთა ჰოსპიტალის უნივერსიტეტიდან(University Children’s Hospital, in Zurich, Switzerland) მუდმივად ატარებენ ესთეტიკურ ოპერაციებს ჰიპოსპადიაზე( სასქესო ასოს თანდაყოლილი დეფექტი, ურეთრა არ არის სწორად ჩამოყალიბებული და შარდი გარეთ გამოდის არა შესაბამის ადგილას.რთულმა ჰიპოსპადიამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება, ერექციის პრობლემა და უშვილობა მოზრდილობისას.)


მაგრამ ამჩნევენ თუ არა ქალები, რომ მამაკაცის ღირსება მოდერნიზებულია?თვლიან თუ არა, რომ ნაოპერაციები ორგანოს ვიზუალი ნორმალურია?როგორი მამაკაცის გენიტალიები გამოიყურება ქალისთვის არა მარტო ნორმალურად, არამედ ლამაზიც?რა იზიდავთ მათ პირველ რიგში?


imageგამოიკითხა 4 000 მშვენიერი სქესის ქალბატონი, მათ აჩვენებდნენ მამაკაცის სხვადასხვა პენისებს, შედგა თავისებული რეიტინგი.

პენისის სიგრძემ, რომელიც ასე "ანერვიულებს" მამაკაცებს მხოლოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა, დიამეტრმა მესამე ადგილი დაიკავა.



ყველაზე ძალიან რაც ქალებს მოსწონთ ესაა კოსმეტიკური და ესთეტიურად მოვლილი სასქესო ორგანო, კოხტად გაკრეჭილი მოვლილი ბოქვენი, ინტიმურ ადგილებზე მოვლილი და სუფთა ტკიცინა კანი, პროპორციული საკვერცხეევი, არც დიდი და არც ძალიან პატარა.


რაც შეეხება ჰიპოსპადიას.ქალებს საერთოთ არ ანაღვლებთ ნაოპრაციევია თუ არა სასქესო ორგანო და სად იმყოფება შარდის გამომყოფი ხვრელი.ამ პრობლემამ რეიტინგში უკანასკნელი ადგილი დაიკავა.

image


შვეიცარიელების ჩატარებლმა კვლევამ დაადასტურა დასკვნები, რომელიც ჯერ კიდევ 10 წლის წინ ჩაატარეს ბრიტანელმა მკვლევარებმა.მაშინ მათ განახორციელეს ყველაზე ამბიციური ცდა მსოფლიოში ჩაეტარებინათ ყველაზე მასშტაბური კვლევა იმაზე, თუ ბოლობოლო როგორ აღიქვამენ ქალები იმას, რითაც ძლიერი სქესი დააჯილდოვა ბუნებამ.


მათზე მუშაობდა დოქტორი კევან უაილი(kevan wylie)ჰალამშირის სამეფო ჰოსპიტალიდან, შეფილდი და იენ ედლი(Ian Eardley) ლიდსის წმ.იაკობის საავადმყოფოდან.

imageსურათზე:კევან უაილი--The University of Sheffield, Sheffield Urology, Psychiatry, Gynaecology MB MMedSc MD FRCP FRCPsych FRCOG FECSM



მათ შეისწავლეს 50-ზე მეტი საერთაშორისო კვლევა დაწყებული 1942 წლიდან და დაასკვნეს შემდეგი: ქალებს მამაკაცური ღირსების სიგრძე დიდად არ ანაღვლებთ, იშვიათი გამონაკლისის გარდა.როგორც უაილიმ აღნიშნა, ქალების 90% აქცენტს უფრო აკეთებს მამაკაცური ღირსების დიამეტრზე და საერთოდ ქალების უმეტესობა აღნიშნავს, რომ მათთვის პირველი და უმთავრესია მოვლილი, სუფთა, ყურადღებიანი და სულიერი სითბოთი აღსავსე მამაკაცი.

1
3024
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
3024
  
2015, 28 ივლისი, 0:16
მეცნიერული თეზა ჩამოგიყალიბებია. :))))
0 1 1