x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
facebook-ის ახალი შეთაავაზებები მომხმარებელს

image

Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი ფიქრობს, რომ ადრე თუ გვიან, გამოიგონებენ ტექნოლოგიას, რომლის წყალობითაც ადამიანიდან ადამიანზე აზრისა თუ ფიქრის სრულყოფილად გადაცემა იქნება შესაძლებელი.

”ნებისმიერ რამეზე შეგიძლიათ იფიქროთ, თქვენი მეგობრები კი მას უმალ გაიზიარებენ, თუ, რა თქმა უნდა, თავად ისურვებთ ამას”, - საკუთარ გვერდზე მომხმარებლებთან კითხვა-პასუხის ონლაინ რეჟიმში მომავალსჭვრეტს ცუკერბერგი. მისი თქმით, ეს იქნება საკომუნიკაციო ტექნოლოგიათა განვითარების ყველაზე დაწინაურებული სტადია. ამასთან, აღნიშნავს, რომ ინფორმაციათა გაცვლის შესაძლებლობები უფრო მდიდრდება, რომ ადამიანებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მობილური მოწყობილობის დახმარებით მეტი და მეტი შესაძლებლობები ეძლევათ ერთმანეთთან დასაკავშირებლად, საურთიერთობოდ.

გარდა ამისა, ცუკერბერგმა კომპანიაში ხელოვნური ინტელექტის სფეროში მიმდინარე კვლევებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, მათი მიზანია, რომ Facebook-ს ესმოდეს ის თუ რაზე ამახვილებენ ყურადღებას მომხმარებლები, რითი საზრდოობენ. მაგალითად, თუ მომხმარებელი მეგობართან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, ქსელმა ეს ისე უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა მეგობარმაც ნახოს კონკრეტული ფოტო. თუ ადამიანი ძაღლთან ერთად საკუთარ ფოტოს აქვეყნებს, მაშინ ”ფეისბუქმა” მას ძაღლების სხვა მოყვარულების მოძებნის შესაძლებლობა უნდა მისცეს. სწორედ ამ მიზნით სოციალური ქსელისთვის უნდა შეიქმნას ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელიც თავის მხრივ ადამიანზე უკეთ აღიქვამს და გაანალიზებს ინფორმაციას.

მაშ ასე, ვიზუალური შემადგენლობასთან მუშაობისთვის მუშავდება სისტემები, რომლებსაც შეეძლებათ ფოტოზე და ვიდეოზე არსებული ნაირგვარი საგნების განსხვავება და მისი შინაარსის განსაზღვრა, რომელშიც გამოიყენებენ კონკრეტულ ფოტოს თუ ვიდეოჩანაწერს.

მარკ ცუკერბერგი პირობას დებს, რომ ბევრ სხვა საინტერესოს და მათთან დაკავშირებულ სამუშაოებს უახლოეს მომავალში წარმოადგენს. მიიჩნევს, რომ მთლიანობაში რაც ”უფრო ჭკვიანი” სერვისები იქნება, ის მით უფრო სასარგებლო იქნება მომხმარებლისთვისო.

”ფეისბუქის” დამაარსებელთან ონლაინ კონფერენციაში მონაწილეთა შორის აღმოჩნდნენ ცნობილი ბრიტანელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი სტივენ ჰოუკინგი და ჰოლივუდის ვარსკვლავი არნოლდ შვარცენეგერიც. ამასთან, ყველაზე პოპულარულები სწორედ მათი შეტყობინებები აღმოჩნდა - ყველაზე მეტი ”ლაიქი” დააგროვეს.

მაგალითად, ჰოუკინგმა ცუკერბერგს ჰკითხა, მეცნიერების სფეროდან რა ფუნდამენტური საკითხები აინტერესებს. FB-ის გენერალურმა დირექტორმა უპასუხა, რომ ყველაზე მეტად ყველაფერი ის აინტერესებს, რაც ადამიანებთანაა დაკავშირებული: მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა, ავადმყოფობებისგან განკურნება, როგორ მუშაობს ტვინი, როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს მილიონჯერ მეტი ინფორმაციის აღქმაში...

არნოლდ შვაირცენეგერი ცუკერბერგის სპორტული გატაცებებით დაინტერესდა. ”ფეისბუქის” დამაარსებელმა აღნიშნა, რომ სპორტულ დარბაზში ვარჯიშისთვის კვირაში სამ დღეს იცლის და რომ შეძლებისდაგვარად ცდილობს გაასეირნოს თავისი ძაღლი.image

0
96
3-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0